მთავარი » ქრისტიანობა

“ნაყროვანნი ღვთის განჩინების მსგავსად არ მიიღებენ საზრდელს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.12.2020 | 184 ნახვა

აწ ერთი რამ უნდა ვაცნობოთ ნაყროვანს: ის თავის თავს სიტყვიერად და გონიერად გონებს, და პირუტყვისაგან უფრო სიხენეშეში არის. პირუტყვთა როგორც ღმერთმან გაუჩინა საზრდლის მიღება, ისინი ისე მიიღებენ. ნაყროვანნი ღვთის განჩინების მსგავსად არ მიიღებენ საზრდელს; ღმერთმან ამისთვის მოსცა საზრდელი და ამისთვის განუჩინა ხორცის არსება კეთილად დაცულ იქმნას.

ნაყროვანი არსების დამცველად არ ხმარობს საზრდელს, უფროსად სულთა და ხორცთა მავნებელად, ვითარცა ზემო ვთქუ. კაცს რომ საზრდელი მოსცემია ღვთისაგან, ნაყროვანი ისე არ ხმარობს საზრდელს; მოცემულისაგან გარეშე სხვად რადმე ბოროტად ჰხმარობს. ღმერთმან კაცს საზრდელი მისაღებელად მოსცა, ვითარცა ჰრქუა ადამს: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“. უფლისა სიტყუა ასე არის: „სჭამდე“; ნაყროვანი რომ მიიღებს, მას ჭამა არ ეწოდება: საძაგელი შთაყრა ეწოდება, ვითარცა იტყვის მიხითარ ფილოსოფოსი: „ნაყროვანთა ამისთვის ეზედწოდა ნაყროვან, ვინათგან შთაყრიან ნაყარსა მუცელთა შინა თვისთა“.
სიტყვიერმან კაცმან ჭამა არ უწყოდეს, საძაგლად რადმე ჰყრიდეს თავის თავში, ამისგან უფრო უშუერი რა უნდა იქმნეს! მაგრამ უდიდესი და უსაშინელესი უშუერება ჰსჩანს ნაყროვნისა შორის: ეს უშუჱრება ჰსჩანს: ნაყროვანი ყოვლითურთ ეშმაკის მსგავსი არის; ეშმაკს ღვთის მცნება ჰსძაგს, – ნაყროვანსაც ღვთის მცნება (ესე იგი მარხუა) სძაგს; ეშმაკს სძულს კაცი, ნაყროვანსაც სძულს კაცი ამის შიშისათვის – საზრდელი არ მიუღოს; ეშმაკი ღვთისა მიერის ნათლისაგან ილტვის და ჰსძულს; ნაყროვანიც ნათლისაგან ილტვის და ჰსძულს.

წმინდა ანტონ ჭყონდიდელი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი