მთავარი » ქრისტიანობა

ნაყროვანება მუცლის მონობაა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.02.2011 10 კომენტარი | 6,585 ნახვა

,,როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ სტომაქი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან,’’- იოანე კლემაქსი

ნაყროვანებაფიზიკური ძალების შესანარჩუნებლად სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რაოდენობის საკვები სჭირდება. ეს დამოკიდებულია ასაკზე, აღნაგობაზე, ჯანმრთელობასა და სამუშაოს სიმძიმეზე… თვით საკვებში არავითარი ცუდი არ არის, რამეთუ იგი ღმერთისგანაა ბოძებული. ნაყროვანი, მაძღარი ადამიანი სულიერ სარგებელს ვერ შეიძენს. ადამიანმა უნდა ჭამოს, რათა იცოცხლოს.… ჩვენ კი იმიტომ ვცოცხლობთ, რომ ვჭამოთ. ცოდვაა, როცა მას სანატრელ მიზნად ვიხდით, თაყვანს ვცემთ, ვტკბებით მისი გემოთი, გაუთავებლად ვლაპარაკობთ ჭამაზე და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ფული დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი სანოვაგის შესაძენად.

ქრისტიანი უნდა ცდილობდეს თავი შეიკავოს ყოველგვარი ზედმეტობისგან, აკეთოს მხოლოდ ის, რაც აუცილებელი და სასარგებლოა, ხოლო რაც მავნეა სულისთვის, ის მოიკვეთოს. თუ საზრდელს ზომიერად ვღებულობთ, იგი ძალებს გვინარჩუნებს ხორციელი და სულიერი მოღვაწეობისთვის, ლოცვისა და მუხლისდრეკისათვის, ხოლო აუცილებელი საზრდელის მოკლება (უგუნური მარხვა), ანდა, პირიქით, ზედმეტი ჭამა გვაუძლურებს, ცხოვრების მწყობრი რიტმიდან გვაგდებს და სულისთვის სასარგებლოსაც ვერაფერს ვაკეთებთ.

ნაყროვანებას სხვადასხვა სახე აქვს: ღორმუცელობა და ლოთობა. ,,პირველი სურვილია იმისა, რომ რაც შეიძლება მეტად და ხშირად განვიცადოთ საკვების მიღების დროს წარმოშობილი სასიამოვნო შეგრძნება. მეორე კი, გარდა გემოვნების მოთხოვნის დაკმაყოფილების სურვილისა, წარმოადგენს მისწრაფებას, წარმოვქმნათ საკუთარ თავში სიმთვრალედ წოდებული სასიამოვნო მდგომარეობა, ე.ი. აღვძრათ საკუთარ თავში ჯერ მხიარულება, შემდეგ კი თავის გაბრუება, გონების გრძნობათა დაბნელება. ეს ორი გრძნობა ყველაზე მდაბალი და ცხოველურია: მათ გონიერი არსებები პირუტყვის მდგომარეობამდე დაჰყავთ.’’ გემოთმოყვარეობაც ნაყროვანების სახეა. ესაა განსაკუთრებულად გემრიელი საჭმელებით გატაცება. ასევე, არსებობს მალულად ჭამაც, რაც ამპარტავნებისა და ნაყროვანების ნაშიერია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბევრი და განურჩეველი კვება ორგანიზმს ძალიან ვნებს და იწვევს როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ფსიქიკურ დაავადებებს.

საჭმლით ტკბობა ხელს გვიშლის სულიერ მოღვაწეობაში. ხშირად ამის გამო ადამიანი საერთოდ კარგავს ამგვარი მოღვაწეობის ხალისს, აღვიძებს გემოთმოყვარეობას, იწვევს ახალი საჭმელების გასინჯვის სურვილს. ჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. უკვე არა მარტო საკვებში, არამედ სხვა სფეროებშიც ეძიებს მკვეთრ, ძლიერ შეგრძნებებს. ადამიანში ყველაფერი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ერთი ვნებიდან ადვილად იშვება მეორე. გემოთმოყვარეობას ხშირად მარხვის გატეხვა მოსდევს, რაც ადამიანს ღმერთისა და ეკლესიისგან განაშორებს. ნაყროვანების ვნებით შეპყრობილს არ ძალუძს, ებრძოლოს ბევრ სხვა ვნებასაც, რომელთა დათრგუნვაც მარხვის მეშვეობითაა შესაძლებელი.

ზოგჯერ ნაყროვანება დაფარულია ჩვენგან თითქოს კეთილი საქმით. ხშირად გვიხარია სტუმრის მოსვლა, ვამბობთ: ,,სტუმარი ღვთისაა,’’ გავშლით სუფრას და … კვლავ ჭამა – სმა განუზომელი. თან უფლის სახელის ამაოდ ხსენება, თან სიცრუე და ამპარტავნება. რატომ არ გვიხარია, როცა ვინმე გლახაკი გვესტუმრება? იმიტომ, რომ მასთან ერთად სუფრასთან ჯდომა არ გვსიამოვნებს, გვეთაკილება, არასაკადრისად მიგვაჩნია.

ცოდვაა საზრდოს მიღების წინ ლოცვის დავიწყება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი სული გვაქვს, როდის დავიწყებთ ჭამას. ასევე, მავნეა მოწყენილობის, უსაქმურობის, უგუნებობის გამო ჭამა.

ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი საზრდელის მიღების წინ გულით უნდა ლოცულობდეს უფლის მიმართ და უნდა წარმოთქვამდეს ლოცვას:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.

(და ჯვარი გადასახე საზრდელსა და სასმელს)

ლოცვა შემდგომად საზრდელის მიღებისა

გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რამეთუ განმაძღე ჩუენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩუენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩუენთანა და გვაცხოვნენ ჩუენ, ამინ.ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.

ნაყროვანებისა და გემოთმოყვარეობის ცოდვა მორწმუნემ აღსარების საიდუმლოში უნდა მოინანიოს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • გოჩა says:

    საქმე იმაში მდგომარეობს,რომ ჩვენ ყველანი გაუცნობიერებლად ვმოქმედებთ.ეს ჩანს სიტყვებში და საქმეში.უფალი გვაფრთხილებს “ეკრძალენით თავთა თქუენთა ნუუკუე დამძიმდნენ გულნი თქუენნი საჭმლითა და სასმელითა,რაითა არა უეცრად მოიწიოს დღე იგი თქუენზედა”.მადლობა ჟურნალს დროულად ამ მასალის გამოქვეყნებისათვის,რამეთუ დიდი მარხვა კარზეა მომდგარი…

  • რომა says:

    გმადლობთ ამ მასალის გამოქვეყნებისათვის

  • თაველა says:

    ძალიან საინტერესო და აუცილებელია ჩვენთვის ეს მასალა.კარგი იქნებოდა ყველა რომ წაიკითხავდეს.

  • ლაზაე says:

    ყველასთვის აუცილებელია ეს მასალა და უფრო აუცილებელია ხალხმა განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა ისწავლონ ”სოსელოს” სემინარიელობის დროინდელი ”მამაო ჩვენო”-ს წაკითხვაც.რომელიც მან თურმესემინარიაში სწავლისას დაწერა. აი ისიც: ”მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. მოგვმადლე სიბრძნე, რომ მოგილბოთ სასტიკი გული. განდევნე ჩვენგან ბოროტება და სისასტიკე,სიმდიდრისა და ძალაუფლებისაკენ მუდმივი სწრაფვა. სიზარმაცე და ყოველგვარი დაავადებანი. შეწყვიტე დუმილი და უმოქმედობა. ვალდებული ხარ, თვითონვე განგვწმინდო შენგან შექმნილნი. გვაკმარე შუღლი და ამპარტავნება, გვაღირსე სიკეთე და კეთილშობილება, რომ სრულქმნილმა და უცოდველებმა დაიწყონ დაბადება დღეს დილიდანვე შთამომავლობამ. ამინ!!! ” (სოსელო) გთხოვთ ელ.ფოსთა მიუწეროთ. თუ ვისმე რაიმე კითხვები გაუჩნდება ვუპასუხ.ფეისბუკზე შოთა ლაზარე.

  • მანანა says:

    მოძღვრის კურთხევის გარეშე შეიძლება ვიკითხოთ ეს ლოცვა?”ღმერთმა დაგლოცოთ…

  • ელენე says:

    ქრისტე აღსდგა!
    ძალიან მინდა ეს ინფორმაცია ამოვბეჭდო ან კომპიუტერში ჩამოვტვირთო და ვერ ვახერხებ, რაიმე გზა ხომ არ არსებობს ამისთვის?
    წინასწარ დიდი მადლობა!

  • თეონა ნოზაძე says:

    ჭეშმარიტად! ელენე, ამოსაბეჭდად შეგიძლიათ ისარგებლოთ სტატიის ბოლოში განთავსებული ღილაკით Share და შემდეგ გამოსულ მენიუში Print.

  • ელენე says:

    დასანანია :( ამ სტატიას ვერ ვბეცჰდავ:)

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი