მთავარი » ახალი ამბები

“ნახატები ბიბლიურ თემებზე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.04.2010 | 2,557 ნახვა

ქადაგება მთაზესაქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე კონკურსში “ნახატები ბიბლიურ თემებზე” ხუთკაციანი ჟიურის გადაწყვეტლებით, 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

კონკურსი გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, საქართველოს მასშტაბით მასში მონაწილეობის სურვილი 250 ბავშვმა გამოთქვა. კონკურსი სამ ტურად იყო დაყოფილი, თითოეულ ტურში მონაწილეებს სხვადასხვა დავალებები უნდა შეესრულებინათ. ფინალამდე 42 ბავშვი მივიდა, მათგან 18 საუკეთესოს ნამუშევრები სამების კულტურის ცენტრში გამოიფინა.

“საინტერესო იყო ამ კონკურსში ბავშვების მონაწილეობა. სამი ტურის განმავლობაში ძალიან საინტერესო ნახატები შეიქმნა, რომლებიც ჩვენს გალერეას გამდიდრებენ” – აღნიშნა ლენტეხისა და ცაგერის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ, რომელიც ამავდროულად ჟიურის თავმჯდომარეობდა.

ზაალ სულაკაური (მხატვარი, ჟიურის წევრი): “ყველა ბავშვში დევს მხატვრობის ნიჭი და ყველა ბავშვი მხატვარია. ნიჭთან ერთად კი საჭიროა ძალიან დიდი მუშაობა საკუთარ თავზე, ბავშვებმა ბევრი წიგნი უნდა იკითხონ. შეიძლება სხვა თემებზე კარგად ხატავდე, მაგრამ ბიბლიის თემაზე მუშაობა, მითუმეტეს, ბავშვისთვის ძალიან რთულია. იმდენი კარგი ნამუშევარი ვნახეთ, დავიბენით და გაგვიჭირდა კიდეც საუკეთესოს ამორჩევა. ბავშვებო, ხატეთ რაც შეიძლება მეტი. კონკურსში გაიმარჯვებთ თუ არა, ეს არ არის მთავარი”.

გამარჯვებულითამუნა ტოტიკაშვილი (139 საჯარო სკოლის მოსწავლე, 11 წლის, კონკურსის გამარჯვებული): “ნახატები რელიგიურ თემაზე შევქმენი, კონკურსისთვის პირველად იესოს ვედრება დავხატე. გამარჯვების შემდეგ ძალიან კარგ განწყობაზე ვარ. სტიმული მომეცა და უფრო მეტ ნახატს დავხატავ”.

კონკურსში გამარჯვებულები სამების კულტურის ცენტრში დაჯილდოვდნენ. მათ საჩუქრად ახალი აღთქმა და მოლბერტები გადაეცათ. დღეიდან ბიბლიურ თემებზე შექმნილი ნახატების მიღება ისევ იწყება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი