მთავარი » ქრისტიანობა

22 თებერვალი – ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.02.2020 ერთი კომენტარი | 7,716 ნახვა

22 თებერვალი – ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014)

მამა გაბრიელის საფლავი 2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა ახ. სტ. 2 ნოემბერი.

2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა ღირსი მამა გაბრიელის საფლავი. წმინდა ნაწილები სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც მღვდელმთავრებმა და სხვა სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მეორე დღეს, 23 თებერვალს, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის დანიელის უპირატესობით, წირვა აღასრულეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრებმა.

2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მას შეეგება უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებთან, მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა და იმ დღეებში, ასი ათასობით ადამიანი მიეახლა სიწმიდეს.

2014 წლის 1 აპრილიდან, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში.

2015 წლის 29 ნოემბერს, სამთავროს წმიდა ნინოს დედა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, წირვა აღასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით, რა დროსაც, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები ჩაბრძანებულ იქნა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან სპეციალურად მოწყობილ ქვის ლუსკუმაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი