მთავარი » სხვადასხვა

“ნატვრის ხე” – ჩვევად ქცეული ცრურწმენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.10.2011 ერთი კომენტარი | 4,351 ნახვა

თითქოს დიდი ხანია კერპებს თაყვანს არ ვცემთ და საკუთარ თავს ცრუმორწმუნედ არ აღვიქვამთ, მაგრამ ამ საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩვენს რწმენაზე ძლიერია.

ნატვრის ხევის არ გაუმხელია ნატვრის ხისთვის სურვილი, ვის არ გამოგვიძებნია ნატვრის ხეზე შესაბმელი ოცნება?!… მითუმეტეს, რომ საქართველოს ტურისტულ ობიექტებსა და ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზეც კი მათ მრავლად ვხვდებით.

თუმცა ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. მისი ფესვები გაცილებით ადრეულ ხანებში ინდურ მითოლოგიაშიც გვხვდება. ინდოეთში, კერძოდ, ქალაქ პუტაპატში უკვე 1000 წელიწადზე მეტია ზრდას განაგრძობს ხე, რომელსაც ღვთიურ ხედ აღიქვამენ და მის სანახავად მთელი მსოფლიოდან მოდიან. მიიჩნევენ, რომ ამ ხესთან გულწრფელად ჩათქმული სურვილი აუცილებლად ახდება.

“… ნატვრის ხეზე არაფერი გსმენიათ დავიჯერო? ან ცხვირსახოცი არასოდეს შეგიბამთ? კოჯორში მთაზე პატარა ეკლესია და ნატვრის ხეა, ტაძრამდე სანამ მიხვალ. ასეთი რწმენა არსებობს, რომ ვინც იმ ადგილას პირველად მიდის, თუ სურვილს ჩაუთქვამს ნატვრის ხესთან და ნაჭერს შეაბამს, აუცილებლად აუსრულდება. მე ჩავიფიქრე ერთი სურვილი, ცხვირსახოციც შევაბი და ამისრულდა კიდეც ზუსტად 3 დღეში…” მსგავს შეტყობინენებს ფორუმზე უხვად ვხვდებით.

იქნებ მსგავსი დამოკიდებულება საზოგადოების მძიმე მდგომარეობით არის განპირობებული, როცა ნუგეშის პოვნას ყველაზე მარტივი გზებით ვცდილობთ?! იქნებ აღარც გვჯერა, რომ ნატვრის ხესთან ჩათქმული სურვილი ახდება, ან იქნებ მავნე ჩვევად გვექცა და ნაჭერს ისე ვნასკვავთ ხეზე, სურვილი არც კი გვახსენდება?!… თითქოს ერთგვარ რიტუალად იქცა მასთან მისვლა და სურათის გადაღება… მაგრამ ზურგს მაინც ვერ ვაქცევთ და ასევე მუდმივად ცუდის მოლოდინში ვიშველიებთ სხვა ისეთ ცრუ შეგონებებს, როგორიცაა: ორშაბათს კერვა, ქსოვა აკრძალულია, ფულს არავისგან სესხულობენ, ფულს არავის აძლევენ, სტუმრად არ დადიან, სტუმრის მიღება არ სიამოვნებთ, სამძიმარზე სიარული არ შეიძლება; “თარსი” რიცხვი – 13; არ შეიძლება ქორწინება მაისის თვეში, 1 წლის ბავშვისთვის დაბადების დღის გადახდა; ეკლესიაში კენტი (ან ლუწი) რაოდენობის სანთლის დანთება და ა. შ.

წმიდა ბასილი დიდი ამბობს: “მტერი ამგვარ ადამიანს (ცრუმორწმუნეს) დასცინის, ცრუმორწმუნე ხომ ყველაფერს შიშით შესცქერის: თუკი გამოჩნდა კატა, ძაღლი ან დილით შემოხვდა მარჯვენა თვალით ან ფერდით დაზიანებული, თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილი ადამიანი, ცრუმორწმუნე მას მყისვე ზურგს შეაქცევს და თვალს აარიდებს, რა არის ამგვარ ცხოვრებაზე მეტად უბედური – ყოველთვის ეჭვის თვალით შესცქეროდე და ყველაფერში წინააღმდეგობა დაინახო, მაშინ, როდესაც მორწმუნეს ღვთის ქმნილების ჭვრეტამ სული უფლამდე უნდა აღუმაღლოს?!”

“ჩვენ გვჯერა ყოველგვარი “ნიშნებისა” და ვამბობთ, რომ არ შეიძლება არ დავიჯეროთ, რადგან ისინი ახდება. ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამ შემთხვევაში ამბობდა: “არ დაუჯერო და არ ახდება” – არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი.

თათია გაგუა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ლამზირა says:

    ძალიან მომეწონა. ასეთი სტატიები ხშირად უნდა იბეჭდებოდეს. თორემ ზოგჯერ ადამიანი ეკლესიურობაზე დებს თავს, მაგრამ ანალოგიური ცრურწმენების სჯერა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი