მთავარი » ქრისტიანობა

ნათლობის შესახებ – აქტუალური კითხვები და მოძღვრის პასუხები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.09.2015 22 კომენტარი | 13,077 ნახვა

“ამბიონის” მკითხველის კითხვები ნათლობის შესახებ და სასულიერო პირთა პასუხები…

მკითხველის კითხვა:

natlobaჩემს ბიძაშვილს უნდა, მისი ნათლია ვიყო და შეიძლება თუ არა, რომ მოვნათლო?

პასუხი:

ზოგადად, ახლო ნათესავებს შორის სასურველი არ არის ნათლობა. თუმცა ჩვენ ვუშვებთ ხოლმე გამონაკლისს, როცა სასწრაფოდ მოსანათლია ადამიანი, რომ ერთი მხრივ, ნათესავებმა მოახდინონ ნათლობა. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ყოვლად დაუშვებელია ცოლ-ქმრული კავშირის ნათესაობით მონათვლა – ერთი მხრიდან მეორე მხრისა (თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი).

მკითხველის კითხვა:

შეიძლება ერთი ბავშვის ნათლიების დაქორწინება? არ არსებობს გამოსავალი?

პასუხი:

არ შეიძლება და არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ნათლიები ხდებიან სულიერი მშობლები და როცა ნათლია ნათლიას უკავშირდება, როგორც ცოლ-ქმარი, ეს ყოვლად დაუშვებელია (თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი).

მკითხველის კითხვა:

შეიძლება თუ არა ცოლად გავყვე იმ ადამიანს, რომელიც ჩემი ნათლიის მოგვარეა?

პასუხი:

შეიძლება. თუ სისხლისმიერი ნათესაობა,ან რამე ნათესაური კავშირი არ არის დადგენილი მეშვიდე მუხლამდე, გვარს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა (თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი).

მკითხველის კითხვა:

მოვინათლე 4 წლისასაკში, როდესაც პაპა გარდამეცვალა. ახლა 19 წლის ვარ და გავიგე, რომ მამაომ, რომელმაც მომნათლა, მირონი არ გამოიყენა. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი:

არსებობს ნათლობის გასწორება, რომლის დროსაც ნათლიები იგივე რჩება და არა ხელახლა ნათლობა. თუმცა ასეთშემთხვევაში უმჯობესია,მოძღვარს პირადად მიმართოთ (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

22 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი