მთავარი » ქრისტიანობა

ნათლიები (მიმრქმელები)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.11.2019 | 208 ნახვა

ის ადამიანები, რომელთა რწმენითაც ნათლავენ ჩვილ ყრმებს, ნათლიებად იწოდებიან, სხვანაირად მათ მიმრქმელებიც (ბერძ. მხ. anadokhos) ჰქვიათ, სვიმეონ ღვთისმიმრქმელის მაგალითისამებრ, რომელმაც იერუსალიმის ტაძარში მიყვანილი ორმოცი დღის ღვთაებრივი ყრმა გულზე მიიქვა (გულში ჩაიკრა) და საღვთო წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა მასზე.

ჩვეულება – მიმრქმელები ჰყოლოდათ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას, უძველეს, ჯერ კიდევ მოციქულთა დროს განეკუთვნება. ძველთაგანვე ნათლიები მონათლულთა, მათ მშობელთა და და-ძმათა სულიერ ნათესავებად ითვლებოდნენ, ხოლო როგორც მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების 53-ე კანონი გვიღაღადებს, „სულიერი ნათესაობა მეტია, ვიდრე – ხორციელი“. ამიტომ, იკრძალებოდა ნათლიების დაქორწინება თავიანთი ნათლულების დაქვრივებულ დედებზე. ეს აზრი, რომ სულიერი ნათესაობა – ნათელ-მირონობა უფრო მეტია, ვიდრე ხორციელი ნათესაობა, უძველესი დროიდანვე იყო დამკვიდრებული ეკლესიაში, – აღნიშნავს საეკლესიო კანონების განმმარტებელი – ნიკოდიმოს დალმატელ-ისტრიელი.

ამიტომ, ნათლობა არა მხოლოდ ძალზე საპატიო მოვალეობაა, არამედ მეტად საპასუხისმგებლოც. როცა ნათლიას – მიმრქმელს ვირჩევთ შვილთა მონათვლისათვის, უნდა გვახსოვდეს, რომ, მონაწილეობენ რა ამ საიდუმლოში, ისინი პასუხისმგებლობას კისრულობენ ეკლესიის ახალი წევრისათვის, – რომ იგი ღირსეულ და მორწმუნე ადამიანად გაიზარდოს. საკუთრივ ყრმის ნათლობაც ნათლიების რწმენით აღესრულება. ამდენად, ბუნებრივია, რომ მიმრქმელები მართლმადიდებელნი, ეკლესიურნი უნდა იყვნენ (თავისთავად იგულისხმება, რომ მართლმადიდებლურად მონათლულები). საერთოდ, აუცილებლად ითვლება ერთი ნათლიის ყოლა, თუმცა შესაძლებელია ორი და მეტისაც.

არ შეიძლება, რომ ნათლიებად იყვნენ მოსანათლთა მშობლები. საერთოდაც, მეუღლენი არ შეიძლება ერთი ადამიანის ნათლიები იყვნენ. უკიდურეს შემთხვევაში, როცა სხვა გამოსავალი არ არის, დაიშვება ადამიანის მონათვლა ნათლიის – მიმრქმელის გარეშეც, და მაშინ თვით მღვდელი, რომელმაც აღასრულა ნათლისღების საიდუმლო, ითვლება მონათლულის ნათლიად – მიმრქმელად.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი