მთავარი » კონკურსი

ნათია ბალაშვილი – ”ჩემი სკოლა” – სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2014 | 1,293 ნახვა

მე ვარ ნათია ბალაშვილი. კისისხევის საჯარო სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლე. მინდა მოგიყვეთ მოკლედ ჩემი სკოლის ისტორია და ნათია ბალაშვილი ჩემი შეხედულებები ახლანდელ სკოლაზე.

კისისხევი ერთ-ერთი მდიდარი სოფელია თავისი ისტორიული წარსულით,რის დასტურიც არის ჩვენს გარშემო შემორჩენილი ძეგლები და ნაგებობები.ყველა ნაგებობას თავთავისი საინტერესო ისტორია აქვს. სკოლის ეზოში მდებარეობს მე-8 საუკუნის ციხე-კოშკი და ქობულაშვილების კარის ეკლესია.

ჩემი შეხედულებები ძალიან სდამწუხაროა, რომ ასეთი ისტორიის მქონე სოფელში ჯერაც აარ არის მოქმედი ეკლესია, სადაც ანდა გაგრძელდეს ის ტრადიციებბი, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ შემგვინახა.

კისისხევში სკოლა დაარსებულია 1871 წლიდან, მაგრამ დროდადრო მეცადინეობები წყდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. თავდაპირველად სკოლა სოფლის თავში, ბახუტაშვილების ბინაში მდებარეობდა. ამჟამად ბახუტაშვილების საგვარეეულო ეკლესიაა იმ ტერიტორიასთან.

1881 წელს სკოლა გადმოსახლებულა შუა სოფელში. შენობა სამ სართულიანი ყოფილა. სკოლა დროდადრო იკეტებოდა, რადგან გლეხ ხალხს არ ჰქონდა ქირის გადახდის საშუალება.

1912 წელს სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა ზაქარია მაკასაროვი, რომელიც სკოლის შენარჩუნება-აღდგენას სცდილობდა, მაგრამ გლეხები ვერ ბედავდნენ ბავშვების სკოლაში მიყვანას უსახსრობის გამო.

1913 წელს გლეხობამ დასძლია შიში და 1 სექტემბერს 7 მოსწავლე ჰყავდა სკოლას. ნათია ბალაშვილი ესენი იყვნენ: აზნიაშვილი გიორგი, დაღელიშვილი მიხეილი,მეზვრიშვილი პეტრე, მეზვრიშვილი მარიამი, მეზვრიშვილი ოლია, ნადირაშვილი მარიამი და ფაციაშვილი დავითი.

გავიდა წლები ბავშვთა რაოდენობა იზრდებოდა სკოლაში.1921 წელს სოფელში უკვე ოთხ წლიანი სწავლება იყო. მასწავლებლები თელავის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულები ყოფილან. ესენი იყვნენ: მეზვრისვილი ოლია, თამარ და ელენე ბაკურაძეები და სარა ქურციკაშვილი.

1923 წელს სკოლაში უკვე 96 ბავშვი ყოფილა. მასწავლებლად დაინიშნა მარიამ მეზვრიშვილი და თამარ სვიმონიშვილი, რომლებიც თელავის ქალთა პირველი ტექნიკურის ნკურს დამთავრებულები ყოფილან.

1924 წელს თავადი ქობულაშვილების 6 დარბაზიან სახლში გადმოიტანეს , ხოლო 1934 წელს სკოლა გადაკეტდა 7 წლიანად,1956 წელს საშუალო სკოლად რომელსაც სათავეში მარიამ მეზვრიშვილი ჩაუდგა. იმ დროს სკოლა მართლაც ყვაოდა.

1970 წელს სოფელში აშენდა სამ სართულიანი სკოლის სენობა.

კისისხევის სკოლა ტერიტორიულად სოფლის ცენტრსი მდებარეობს, ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილას. ეს არის ქობულაშვილების ციხე-კოშკის და კარის ეკლესიის მდებარე ტერიტორია, ყოფილა ღვინის მარნის ადგილას.

ამჟამად სკოლის დირექტორი არის ლია გომურაშვილი.წლების მატებასთან ერთად სკოლასი ბავშვთა რაოდენობაც იმატა და ასევე პედაგოგებისაც. ახლა სკოლაში 200-ზე მეტი ბავშვი და 40-მდე მასწავლებელია.

საუბარია დღევანდელ სკოლაზე და განათლებაზე ერთობლივ სავალალოა, რადგან სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი დავიწყებულია ყველასგან.

მე მინდა ჩემ სკოლაში კეთილმოეწყოს სპორტული დარბაზი და ფრენბურთის მოედნები. ეზოში გაკეთდეს პატარა სკვერი. აშენდეს ბუფეტი, რათა ბავშვებმა ყოველი გაკვეთილის დასრულების შემდეგ არ ირბინონ მაღაზიაში. ასევე დამყარდეს წესრიგი, დისციპლინა ჩვენს სკოლაში, რაც ჩვენ სკოპლას ძალიან აკლია.გაკეთდეს საპირფარეშო, რომელიც უწყლოობის გამო დაკეტილია და ამის გამო ბავშვები მასწავლებლების საპირფარეშოთი სარგებლობენ.

ნათია ბალაშვილი
სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი