მთავარი » ქრისტიანობა

ნასოფლარ ორხევის დარბაზული ეკლესია აღდგენილია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.04.2017 | 1,773 ნახვა

ნასოფლარ ორხევის დარბაზული ეკლესია ეკლესია მდებარეობს ახკერპის წყლის მარცხენა მხარეს მოვაკებულ ადგილას, ნასახლარში, თამარის ხიდთან (ძველ საქარავნო გზაზე).

დრომ და ისტორიულმა გარემოებამ ძეგლი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ხეების ფესვები სახურავში და კედლებში ქმნიდა ნგრევის საშიშროებას, ინტერიერში აყრილი იყო იატაკი, ჩამონგრეული იყო დასავლეთის კედლის ფრონტონი და კამარის ნაწილი, ხოლო თვითონ კამარა საყრდენი კედლის გარეშე იყო დარჩენილი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ “ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის” ხელშეწყობით ნანგრევებად ქცეული ნაგებობის რეაბილიტაცია განახორციელა და დღეს იგი მთლიანად არის აღდგენილი, კერძოდ – ეკლესიის კედლები გასუფთავდა ფესვებისაგან და მიწისაგან, ფასადის მთელ პერიმეტრზე გადაეწყო მორყეული ქვები, გადაყვანილ იქნა კამარა კირ-დუღაბის ხსნარზე, საკურთხეველში დაიდგა ტრაპეზის ქვა.

პროექტის ავტორი: ქეთევან ჩიხაძე.
შემსრულებელი: შპს “ბიჯი +”

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი