მთავარი » ჯანმრთელობა

ნაღვლის ბუშტისა და კუჭ–ნაწლავის მკურნალობა მცენარეული საშუალებებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.03.2014 52 კომენტარი | 190,181 ნახვა

ნაღვლის ბუშტის დაავადებები, კუჭის გასტრიტი და წყლული, ნაწლავთა დაავადებები საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ამ დაავადებებისგან გამოწვეული დისკომფორტი განსაკუთრებით მწვავედ მარხვის პერიოდში იჩენს თავს. ნაღვლის ბუში, კუჭი თუ რა არის მათი გამომწვევი მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მცენარეული საშუალებებით? გვესაუბრება ფარმაცევტი ნინო თომაშვილი. აქვე დავძენთ, თემა, რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავთ, ეხებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ გამოკვლევა ამ ორგანოებზე.

ნინო თომაშვილი: „აღნიშნული დააავდებების გამომწვევი მიზეზი უმეტესად ცხოვრების ანუ კვებისადმი არასწორი მიდგომაა. ყველა ის საკვები, რომელთა მიღებაც გვიხდებოდა გასულ წლებში და ზოგის ახლაც, რისი თქმაც არ მომერიდება, არ ექვემდებარებოდა ხარისხის კონტროლს. ამიტომ ორგანიზმისთვის ძნელად და რთულად მისაღები საკვების მიღება გვიხდებოდა. ამის შედეგად მივიღეთ შედეგი – დაავადებული საჭმლის მომნელებელი ორგანოები.

ნაღვლის ბუშტი კუჭის წვენთან ერთად დიდ როლს ასრულებს საკვების გადამუშავებაში. ცნობილია, რომ დაავადებული ნაღველი გავლენას ახდენს საკვების სწორად გადამუშავებასა და მონელებაზეც. ასევე უმეტესობას ვისაც აწუხებს ნაღვლის ბუშტი, ეწყებათ გვერდითი დაავადებებიც. ეს არის კუჭის გასტრიტი და ბოლოს კუჭის წყლულიც.

ნაღვლის ბუშტისთვის სასარგებლოა ზომიერი და რეჟიმული კვება, რაც ითვალისწინებს დღეში 4–ჯერ კვებას, ზომიერად ცხიმიანი საკვებისა და უფრო მეტად მცენარეული, რძის პროდუქტის, ფაფებისა და ხილის ჭამას. თუმცა, მათშიც ზომიერებაა საჭირო, განსაკუთრებით როდესაც გვაქვს ქრონიკული მწვავე ხოლეცისტიტი ან კენჭოვანი დაავადება. მას უხდება სათუთი მკურნალობა. რა თქმა უნდა, როგორც მედიკამენტოზური, ასევე – მცენარეული.

მცენარეული საშუალებებით მკურნალობისთვის – მომზადება: თავშავა, ვარდკაჭაჭა, ათასფოთოლა, მაყვლის ძირები ან კოწახურის ძირები თითო–თითო სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე (იგულისხმება მონახარში).
საყურადღებოა ისიც, რომ მარხვის დროს (საუბარია დიდ მარხვებზე) ექიმები ურჩევენ პაციენტს, მათ ვისაც აწუხებთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი ორგანოები: ნაღველი, კუჭი, ნაწლავები, არ შეაჩერონ რძის პროდუქტების მიღება. ეს ეხება იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ქრონიკული დაავადება ან არიან იმ წლოვანებაში, რომ რძის პროდუქტების შეცვლა ვერ ხერხდება მცენარეული საკვებით. მათი შეწყვეტით რთულდება მონელების პროცესი. ასევე მიაქციონ ყურაღება, რომ საკვები იყოს კალორიული, ორგანიზმა არ უნდა იგრძნოს შიმშილი. დაძინებამდე ბოლოს სულ მცირე 2 საათით ადრე უნდა იკვებოთ.

რაც შეეხება გასტრიტს ეს გამოწვეულია ძირითადად კვების დარღვევით, მწარე –მჟავე საკვების მიღებით, დღის განმავლობაში დიდი შუალედური კვებით… თუ გსურთ ამ არასასიამოვნო პროცესს აარიდოთ თავი, იკვებეთ ნორმალური დღის რეჟიმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ კვალიფიციურ ექიმს. მიიღით სხვადასხვა მარცვლეულის – ბურღულის ფაფები. მოერიდეთ ცხარე და მჟავე საკვებს, არ მიიღოთ ძალიან ცხელი ან ცივი საკვები – ზეთში ან სხვა ცხიმში მოხრაკული პროდუქტი, რაც პირდაპირ მიუღებელია, როგორც ხოლეცისტიტის, ასევე – გასტრიტის დროს.

გასტრიტის გართულება იწვევს წყლულს, რომელსაც თან ახლავს მრავალი დისკომფორტი. ეს დაავადებები იწვევენ ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას, კანის გამოშრობას, დანაოჭებას, თმის ცვენას, ფრჩხილების ფერის შეცვლას, თავის ტკივილს, წელის, კუჭის ტკივილს, ხასიათის შეცვლასაც კი და სხვა უარყოფით მოვლენებს.

კუჭ–ნაწლავის დაავადებების მომენტში მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად ძალიან კარგია თუ კვირაში დაახლოებით 2–3 ჯერ მიიღებთ მაყვლის ფოთლის მონახარშს ათასფოთოლასთან ერთად 1:1 – 1 ლიტრ წყალზე. ასევე, სიმინდის ულვაშისა და კამის ნახარშს 1:1 – 1 ლიტრ წყალზე.“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

52 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი