მთავარი » ჯანმრთელობა

ნაღვლის ბუშტისა და კუჭ–ნაწლავის მკურნალობა მცენარეული საშუალებებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.03.2014 27 კომენტარი | 68,757 ნახვა

ნაღვლის ბუშტის დაავადებები, კუჭის გასტრიტი და წყლული, ნაწლავთა დაავადებები საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ამ დაავადებებისგან გამოწვეული დისკომფორტი განსაკუთრებით მწვავედ მარხვის პერიოდში იჩენს თავს. ნაღვლის ბუში, კუჭი თუ რა არის მათი გამომწვევი მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მცენარეული საშუალებებით? გვესაუბრება ფარმაცევტი ნინო თომაშვილი. აქვე დავძენთ, თემა, რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავთ, ეხებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ გამოკვლევა ამ ორგანოებზე.

ნინო თომაშვილი: „აღნიშნული დააავდებების გამომწვევი მიზეზი უმეტესად ცხოვრების ანუ კვებისადმი არასწორი მიდგომაა. ყველა ის საკვები, რომელთა მიღებაც გვიხდებოდა გასულ წლებში და ზოგის ახლაც, რისი თქმაც არ მომერიდება, არ ექვემდებარებოდა ხარისხის კონტროლს. ამიტომ ორგანიზმისთვის ძნელად და რთულად მისაღები საკვების მიღება გვიხდებოდა. ამის შედეგად მივიღეთ შედეგი – დაავადებული საჭმლის მომნელებელი ორგანოები.

ნაღვლის ბუშტი კუჭის წვენთან ერთად დიდ როლს ასრულებს საკვების გადამუშავებაში. ცნობილია, რომ დაავადებული ნაღველი გავლენას ახდენს საკვების სწორად გადამუშავებასა და მონელებაზეც. ასევე უმეტესობას ვისაც აწუხებს ნაღვლის ბუშტი, ეწყებათ გვერდითი დაავადებებიც. ეს არის კუჭის გასტრიტი და ბოლოს კუჭის წყლულიც.

ნაღვლის ბუშტისთვის სასარგებლოა ზომიერი და რეჟიმული კვება, რაც ითვალისწინებს დღეში 4–ჯერ კვებას, ზომიერად ცხიმიანი საკვებისა და უფრო მეტად მცენარეული, რძის პროდუქტის, ფაფებისა და ხილის ჭამას. თუმცა, მათშიც ზომიერებაა საჭირო, განსაკუთრებით როდესაც გვაქვს ქრონიკული მწვავე ხოლეცისტიტი ან კენჭოვანი დაავადება. მას უხდება სათუთი მკურნალობა. რა თქმა უნდა, როგორც მედიკამენტოზური, ასევე – მცენარეული.

მცენარეული საშუალებებით მკურნალობისთვის – მომზადება: თავშავა, ვარდკაჭაჭა, ათასფოთოლა, მაყვლის ძირები ან კოწახურის ძირები თითო–თითო სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე (იგულისხმება მონახარში).
საყურადღებოა ისიც, რომ მარხვის დროს (საუბარია დიდ მარხვებზე) ექიმები ურჩევენ პაციენტს, მათ ვისაც აწუხებთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი ორგანოები: ნაღველი, კუჭი, ნაწლავები, არ შეაჩერონ რძის პროდუქტების მიღება. ეს ეხება იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ქრონიკული დაავადება ან არიან იმ წლოვანებაში, რომ რძის პროდუქტების შეცვლა ვერ ხერხდება მცენარეული საკვებით. მათი შეწყვეტით რთულდება მონელების პროცესი. ასევე მიაქციონ ყურაღება, რომ საკვები იყოს კალორიული, ორგანიზმა არ უნდა იგრძნოს შიმშილი. დაძინებამდე ბოლოს სულ მცირე 2 საათით ადრე უნდა იკვებოთ.

რაც შეეხება გასტრიტს ეს გამოწვეულია ძირითადად კვების დარღვევით, მწარე –მჟავე საკვების მიღებით, დღის განმავლობაში დიდი შუალედური კვებით… თუ გსურთ ამ არასასიამოვნო პროცესს აარიდოთ თავი, იკვებეთ ნორმალური დღის რეჟიმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ კვალიფიციურ ექიმს. მიიღით სხვადასხვა მარცვლეულის – ბურღულის ფაფები. მოერიდეთ ცხარე და მჟავე საკვებს, არ მიიღოთ ძალიან ცხელი ან ცივი საკვები – ზეთში ან სხვა ცხიმში მოხრაკული პროდუქტი, რაც პირდაპირ მიუღებელია, როგორც ხოლეცისტიტის, ასევე – გასტრიტის დროს.

გასტრიტის გართულება იწვევს წყლულს, რომელსაც თან ახლავს მრავალი დისკომფორტი. ეს დაავადებები იწვევენ ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას, კანის გამოშრობას, დანაოჭებას, თმის ცვენას, ფრჩხილების ფერის შეცვლას, თავის ტკივილს, წელის, კუჭის ტკივილს, ხასიათის შეცვლასაც კი და სხვა უარყოფით მოვლენებს.

კუჭ–ნაწლავის დაავადებების მომენტში მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად ძალიან კარგია თუ კვირაში დაახლოებით 2–3 ჯერ მიიღებთ მაყვლის ფოთლის მონახარშს ათასფოთოლასთან ერთად 1:1 – 1 ლიტრ წყალზე. ასევე, სიმინდის ულვაშისა და კამის ნახარშს 1:1 – 1 ლიტრ წყალზე.“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

27 კომენტარი »

  • tamuna says:

    nagvlis bushtistvis,rom balaxebi weria,an ramdeni xani unda vadugot,an rogor mivigot iqneb dawerot egec.

  • ნინო თომაშვილი says:

    ნაღვლის ბუშტის მცენარეული საშუალებებით მკურნალობისას მზადდება შემდეგი მცენარეული ნაკრები: თავშავა, ვარდკაჭაჭა, ათასფოთოლა, მაყვლის ძირები ან კოწახურის ძირები თითო–თითო სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე (იგულისხმება მონახარში). ადუღებიდან 3 წუთი დაბალ ცეცხლზე. გაციების შემდეგ გაწურეთ.
    მიიღება ყოველი ჭამის წინ 20 წუთით ადრე, დღეში სამჯერ. თუ კუჭის წყლული გაწუხებთ, ჭამიდან 1 საათის შემდეგ. 2 კვირის განმავლობაში.

  • თინათინ says:

    27-ი წელია მაქვს ნაღვლის კენჩოვანი დაავადება. როგორც ეხოზე მითხრეს პაქტიურად გათიშულია ნაღველი, სავსეა კენჭებით შეტევები არ მაქვს კუჭის მოქმედება კარგი ვჭამ ყველაფრს ერთადერთი როცა თავს მახსენებს ესაა როდესაც პეხზე შემცივდება. როდესაც ეხოზე ნახეს ჩემი მდგომარეობა არ დამიჯერეს რომ ასეთ მდგომარეობაში არანაირი შეზღუდვა საკვებთან არ მაქვს და არც მაწუხებს. თქვენი ბალახეული წამალი თუ შეიძლება მე დავლიო?

  • ეველინა says:

    კუჭნაწლავის და ნაღვილ ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყებნება კრაზანას ბალახი(ღერო ყვავილებით).ეს უნიკალური მცენარე 99 დაავადებას კურნავს,იგი წარმოადგენს ბუნებრივ ანტიბიოტიკს.
    იგი შეიცავს:ტოკოფეროლს,კაროტინს,ფიტონციდებს,ვიტამინ ც-ს,ვიტამინ პპ-ს,კუჭის შემკვრელ ნივთიერებას და უამრავ სასარგებლო მიკრო და მაკრო ელემენტებს.
    იგი გამოიყენება:ენტერიტების,კოლიტის,გასტრიტის,ნაღვლის ანთების,ანემიის,ღვიძლის პრობლემების,კუჭის აშლის,პარადონტოზის,ჰიპერტონიის,ხველების და სხვ. ავადმყოფობების წინააღდეგ.
    მომზადების წესი:ერთ სუფრის კოვზ მშრალ,დაქუცმაცებულ კრაზანას ბალახს(ყვავილებითურთ) დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი,ორი-სამი წუთი ნელ ცეცხლზე ვადუღოთ და შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან,მოვათავსოთ თავდახურულ ჭურჭელში და გავაჩეროთ ნახევარი საათი,შემდეგ გადავწუროთ და შევინახოთ გრილ ადგილას(სასურველია მაცივარში,ოღონდ არა საყინულეში).გამოყენება შესაძლებელია ორი დღე,შემდეგ გავაკეთოთ ახალი ნახარში.
    მიღების წესი:მივიღოთ დღეში სამჯერ ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე 200 გრამიანი ჭიქის მესამედი.
    მცენარეების შეძენა შესაძლებელია ფიტო-აფთიაქებში(ე.წ. მწვანე აფთიაქებში)შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს ორი წლისა.
    გისურვებთ ძლიერ და კარგ ჯანმრთელობას.

  • iza says:

    Esbalaxeuli nayeni rogor miigeba dgeshi ramdemjer?

  • Nata says:

    Gamarjobab kuti maq meotxe,stadia daweuli nawlavebic cotagvidlic da,ramdenad sashishia msinteresebs da operacia aucileblia tu ara

  • Teona says:

    Gamarjobat! Dzalian xshirad maqvs gebinebis shegrdzneba rasac tan ertvis diarea, zedmetad cximiani sachemelebis mimart zizgi eqimtan konsultaciis mere gadavige exo ,diagnozi gagizianebuli nawlavis sindromi diskinezia .ra tipis dieta unda gavaketo rom es sashineli shegrdzneba movishoro iqneb mirchiot.. (

    • taliko says:

      me nagmelshi maqvs kenchi da tirkmlebshic cota raodenobit minaxes mwrvili kenchebi nawlavebshi problemebi maqvs rame arasworad mivigeb sachmels da imwutshi kuji ameshleba nawlavebis sheberiloba maqvs sheberiloba game xeel pexi mixurs da wnevebi xan magali maqvs xan dabali rdze kuchs mishlis var 65 wlis rogor moviqce ra sachmeli vchamo da ra balaxebi vixmaro winaswar gixdit madlobas

  • xatuna says:

    mesame welia damisves qronikuli pankreatiti,kuchis gastriti da nagvlis diskinezia am wlebis ganmavlobashi davicavi mkacri dieta da miuxedavad amisa mainc mimwvavdeba am bolo dros,maqvs tkivilebi marjvena mkerdqvesh,pirshi nadebi gemo,uunarod gatishuli,vis mivmarto rogor vimkurnalo xom ver mirchevt.

  • xatuna says:

    maqvs nagvlis diskinezia.gastriti.pankreatiti vicav dietas magram mainc mecyeba sashineli tkivilebi.brinjis gomic ar mechmeva gerkulesis papit da chai da suxarit marto xo ver viqnebi zogjer moxarshuli xorci uqonod.ar arsebobs iseti camlebi rom am dietit mainc ro ar amtkivdes da vicocxlo.nervebi gaminadgurda.arc xili arc sachmeli da es tkivili.

  • ია ნაცვლიშბილი says:

    დამიდგინდა ქრონიკული გასტრიტი,რას მირჩევდით რომელი მცენარული ნაკრები ან მცენარის ნაყენია სამკურნალოდ ეფექტური,მადლობა წინასწარ

  • vera says:

    gamarjobat mkavs 5 clis shvili da acuxebs yazboba vumkurnale magram cotaxani gamoiko shedegi da mere isev yazboba daecko,vshishob nagvlis bushti xomar akvs gagizianebuli amis gamo ,dalian uchmeli aris chamis dros gulis reva akvs da amis gamo chamis rejimic dargveuli gvakvs ikneb mirchiot rame?

  • giorgi says:

    გამარჯობათ კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ ნერწყვს რომ ყვლაპავ ამომდის ცუდი გემო და სიმშლატეც მაქვს რატომ იქნებ მითხრათ

  • lika says:

    1wlis pataras aqvs kuwi ashlili da ra davalevino?

  • daviti says:

    nagvlis bushti maqvs gadidebuli ras mirchevtsamkurnalod

  • daviti says:

    chipi mtkiva .maqvs koliti. rasmirchev

    ditwinaswar madloba

  • dato says:

    gamarjoba var 24 wlis 3-4 welia damewyo tmis cvena 1 wlis win sisxchaqcevebi mqonda mtel tanze da eqimma mitxra nagvela gaqvs gagizianebulio da ra mainteresebs ro vimkurnalo da nagvela mwyobrshi moviyvano shesadzlebelia shetxelebuli tma gamixshirdes? sul mikvirda rato damewyo tmis cvena ese adre arc genetikashi maqvs da araferi vfiqrob nagvelas brali iqneba

  • dato says:

    gtxovt eqimebs gamecit pasuxi dzalian mainteresebs roca tmis cvena nagvelas bralia da dzalian shetxelebulia tma shesadzlebelia tu ara mkurnalobis shemdeg am shetxelebuli tmis moxshireba? genetikurad roca gcviva vici titqmis sheudzlebelia tmis cvenis shechereba da roca nagvelas gamo gcviva mkurnalobis mere shesadzlebelia amomivides tma?

  • Sofio says:

    Ra siptomebit xasiatdeba nagvlis tkivili? Goris xorcis chamis shendeg gulis revis shegrzneba maqvs da mzapri sunebi magizianebs, chamis shemdeg isev shimshilis grznoba maqvs, gtxovt mipasuxot, eqimtan ver mivdivar.madlobt.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს,"- ილია მეორე.