მთავარი » ქრისტიანობა

“ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2018 | 966 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს, ა(ა)იპ „დემოკრატიული მმართველობის და ინოვაციების ინსტიტუტის“ (IDGI) თაოსნობით ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ნარკოპოლიტიკა „ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“ (2018 წლის 12 სექტემბერი).

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ხელისუფლებისადმი მიმართვა:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ფართო ინტერპრეტაციამ (რომელის მიხედვითაც „განვითარება“ შეიძლება გულისხმობდეს თვითდაზიანების, დეგრადაციის და თვითგანადგურების უფლებასაც) შექმნა საფუძველი საქართველოში მარიხუანას და ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დაკანონებისათვის, მაშინ, როდესაც გაერო-ს მიერ მარიხუანას მოხმარებით გამოწვეული სოციალური ზიანი მაღალი რისკითაა შეფასებული.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, ითვალისწინებს რა მარიხუანას მოქცევას თამბაქოსა და ალკოჰოლის მსგავს რეგულაციებში, აღიქმება, როგორც გამართლება იმ რეალობისა, რომელიც დადგა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის არის სრულიად მიუღებელი.

შემოთავაზებული რეგულაციები შეუძლებელია ეფექტური იყოს, როდესაც არ არსებობს დამაჯერებელი კვლევები, სტატისტიკა და შეფასებები ამ მხრივ არსებული რისკებისა, რომელიც დაკავშირებულია მოზარდი თაობის განვითარებასთან, კრიმინოგენურ ვითარებასთან, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან. ზოგადად არ არის გათვალისწინებული საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა.

კულტივაციის ლეგალიზება და სახელმწიფოს ჩართვა მარიხუანას წარმოებასა და ვაჭრობაში არის დაუშვებელი, რამდენადაც ეს შეიცავს მთელ რიგ საფრთხეებს, როგორც აღსრულების, ისე საგარეო უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით.

ფინანსური სარგებელი არ შეიძლება მორალურ, ეროვნულ და სახელლმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა იქნას დაყენებული.

კონფერენცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16-ე (ახ. კონსტიტუციით მე-12-ე) მუხლს უნდა დაემატოს ჩანაწერი, რომელიც ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნამდვილი არსის გათვალისწინებით გამორიცხავს ადამიანის თვითდაზიანების უფლების აღიარებას.

უნდა გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრები და განხორციელდეს „ჩანაცვლების პროგრამების“ სისტემატიური მონიტორინგი.

ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა კი უნდა გაგრძელდეს კვალიფიციური სპეციალისტების (ექიმების, ფსიქოლოგების, იურისტების, სოციოლოგების და სხვათა) ფართო მონაწილეობით და ჰქონდეს საჯარო ხასიათი.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები და წევრები, იურისტები, ნარკოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, თემით დაინტერესებული პირები. ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირები, ასევე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი