მთავარი » საზოგადოება

ნარკომანია – ცოლ-ქმარს შორის ამოსული ეკალი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.06.2009 10 კომენტარი | 3,812 ნახვა

ოჯახის შექმნა საპასუხიმგებლო ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში. შეუღლებას წინ უძღვის ჯვრისწერის საიდუმლო, ნიშნად ღვთის კურთხევისა და სულიერი ჯვარისმტვირთველობისა.

ფსიქოლოგი თამარ რამიშვილი: ჯვრისწერა ერთ-ერთი საიდუმლოა და ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად ადამიანები ამას ძალიან იოლად უყურებენ. ქორწინდებიან, შემდეგ თვლიან რომ ვერ შედგა ოჯახი და ჯვრის აყრაზე იოლად ფიქრობენ.
ადამიანები ვერ აცნობიერებენ ღვთის წინაშე დადებული ფიცის მნიშვნელობას, პასუხისმგებლობას, ვალდებულებას. ხშირად ეს ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი.

დეკანოზი რევაზი (ტუღუში): ოჯახის დანგრევა ურწმუნოების შედეგია. ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ახსოვდესს, რომ ეშმაკის ყველაზე დიდი გამარჯვება ოჯახის დანგრევაა. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი სიყვარულია, აქედან გამომდინარე, ადამიანი, როგორც ხატი და მსგავსი ღვთისა, ყოველთვის სიყვარულით აღსავსე უნდა იყოს.

დღევანდელ დღეს ოჯახთა უმრავლესობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. უსიამოვნების მიზეზი შეიძლება იყოს, სხვადასხვა პათოლოგიები (ნარკომანია, ლოთობა და ა.შ), სოციალური გარემო, ადრეულ ასაკში დაქორწინება, რომელიც ხშირად გაუცნობიერებელი გადაწყვეტილებაა. ამ მიზეზებს შორის კი ყველაზე აქტუალური ნარკომანიის სენია.

ნინო კობიაშვილი: ჩემი მეუღლე ნარკომანია, მასთან 14 წელი ვიცხოვრე, მაგრამ ვეღარ შევინარჩუნე ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ჯვარდაწერილი ვარ, მასთან ცხოვრება გაუსაძლისი იყო, არ მაკლდა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. ჯვარი არ ამიყრია, მაინც ვცდილობ ღვთისკენ შემოვაბრუნო. რადგან ჩემი შვილის მამაა და მისი დაღუპვა არ მინდა.

ფსიქოლოგი ნაირა ძიძიგური: ნარკომანობა ის მიზეზია, რომელიც ხშირად ოჯახის დანგრევას იწვევს. ასეთი ადამიანი წამალზეა დამოკიდებული და მისი პიროვნება დაშლილია, მას არ შეეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება, საღად აზროვნება და ოჯახური პასუხიმგებლობის თავის თავზე აღება, რადგან მისი ცხოვრების მიზანი მხოლოდ საკუთარი ინსტინქტების (ნარკოტიკის მოთხოვნილება) დაკმაყოფილებაა.

ლიკა ალადაშვილი
თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • თამარი says:

    ჩემი საყვარელი ადამიანიც ამ სენითაა დაავადებული სამწუხაროდ, მაგრამ მის მიტოვებაზე არ ვფიქრობ. თუმცა უკვე ბევრჯერ ძალიან მატკინა გული, მწამს რომ ღმერთის წყალობით ორივე ერთად დავაღწევთ თავს ამ საშინელებას. ჯერ შეყვარებულები ვართ მაგრამ მზად ვარ ჯვარი დავიწერო მასზე და მერე ერთად ვზიდოთ ეს მძიმე უღელი. უფალი დამეხმარება ვიცი. “შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღმერთისთვის”-ო.

    • მარიამი says:

      თამარ ღმერთმა სეგაძლებინოს, ვიცი რომ შეძლებ… მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვარ… თავი ყოველთვის უსუსური გოგონა მეგონა, მაგრამ ეხლა ძალიან დიდი ზალას ვგრძნობ, ვიბრძოლებ და მარტო არ დავტოვებ. უფალი აუცილებლად დაგვეხმარება

  • qeti says:

    ღმერთმა დაგლოცოს და გაგძლიეროს თამარ. აღფრთოვანებული ვარ შენი შემართები და მიმაჩნია, რომ ესაა ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანი ისეთი გიყვარს როგორიცაა და მე დარწმუნებული ვარ ეს სყვარული ყველანაირ დაბრკოლებას გადაგალახვინებთ. უფალი შეგეწევა. ღმერთმა შეგიწიროს შენი სიკეთე

  • ioseb says:

    gmertma yvelas gadaataninos es gansacdeli da yvelas moashorebinos es mzime seni

  • tea says:

    tamar gmertma shegazlebinos,da vpiqrob scored eg aris yvelaze didi madli sneuls rom daayeneb pexze,aba janmrtels isedac sheuzlia ebrzolos amqveyniur gancsacdelebs

  • ბაია says:

    უფალს ებარებოდეთ…შეგაძლებინოს….ჩემი მეუღლე პატიმარია….ჩემი ტკივილია ეს,,,ჯვარდაწერილები ვართ და უფალს მის შემობრუნებას ვთხოვ….

  • koba says:

    მთავარია ადამიანმა თვითონ მოინდომოს ამისგან თავის დაღწევა. თვითონ თუ არ მოინდომა არ არსებობს ამ ქვეყანაზე არაფერი რომ აიძულო ადამიანი თავი დაანებოს ამ სენს. ეკლესიას და რწმენას დიდი ძალა აქვს. მეც ამ სენით ვიყავი დაავადებული და დიდება უფალს შევეშვი ამ ყველაფერს .

  • გიორგი says:

    ყველა ნარკომანს ავტომატურად უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება, ასევე ყველა ლოთსა და გაუკუღმართებული წესით მცხოვრებს. ასეა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.

  • ხელის კვრა ადვილია,გადარჩენაზე ვიფიქროთ.გამწმენდები მიეცით.იბრძოლეთ ღმერთი ეგეწევათ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს,"- ილია მეორე.