მთავარი » კონკურსი

ნანა მეგრელიშვილი – ”ჩემი სკოლა” – სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაგომარის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.12.2014 | 2,408 ნახვა

ბავშვობის წლები… ყველაფერი ლამაზი და განსაკუთრებული, ძალიან განსაკუთრებული!.. ეს გასაოცარი წლები სწორედ სკოლას უკავშირდება…

მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ იქ ჩემი ყოველდღიურობაა, იქაა ჩემი საუფლო… ულამაზოა, მაგრამ ამ ულამაზობით გალამაზებულ კედლებშია მოქცეული ჩემი ბავშვობა. ნანა მეგრელიშვილი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეტაპი აქ უნდა განვვლო, ბავშვობა, რომელიც წარმავალია, რომელსაც ვერასოდეს დავიბრუნებთ.

რატომ არ უნდა მიყვარდეს ეს შეუგებავი კედლები, სადაც „ადამიანი“ გავხვდი… -ეს დაზიანებული დაფა, სადაც წერა-კითხვა ვისწავლე ა-დან ჰაე-მდე…

არც თუ ისე ბევრი დამრჩა სკოლის დამთავრებამდე, სულ რაღაც ორი წ ელი, არც კი ამდენი… და მაინც, რომ წარმოვიდგენ, უკვე ძალიან მენატრება. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას შემიძლია, ჩემი ბავშვობიდან რაღაც მომენტი გავიხსენო.

სულ პატარა ვიყავი, როდესაც ბებიამ შემიყვანა ამ შენობაში, მახსოვს ის პირველი ემოცია, რა აღფრთოვანებით შევცქეროდი უბრალო ღია ცისფრად შეღებილ კედლებს, მაგრამ ჩემთვის სხვა რეალობას…

ის დღე მახსოვს პირველად რომ დაირეკა ზარი, პირველი „აი-იაც“ მახსოვს და ჩემი ოთახისკენ მიმავალ დერეფნის კედელზე დაკიდებული ტილო, იაკობ გოგებაშვილი ბავშვებთან ერთად, ხელში „დედაენით“. ეს ნახატი დღემდე სხვა გრძნობას აღძრავს ჩემში…

სკოლის ეზოს შესასვლელთან მემორიალური დაფაა, 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად. გვერდით კი დიდი ჭადრის ხეა, რომლის ფოთლებით ივსება ხოლმე ყოველ შემოდგომაზე ეზო, ესეც არაბუნებრივად ლამაზია… აქა-იქ შემორჩენილი ასფალტი უხდება… განმარტოებით მდგარი ორი თუ სამი პალმის ხეც და საქართველოს დროშა, რომელიც თითქოს ამაყად არის აღმართული და დინჯად ჰყვება ქარის ქროლას…

ეს ორსართულიანი წითელი შენობა ირგვლივ სიმწვანეებით, მართლაც ძალიან მიყვარს, უფრო სწორად ყველაფერი მიყვარს, რც მას უკავშირდება, ისიც კი მიყვარს, დილით ადრე ადგომა რომ მეზარება ხოლმე და ხუთ წუთს ვითხოვ ამისთვის…

გზაც მიყვარს შესასვლელში რომ იყინება ხოლმე და იქ ვერთობით ყინულზე სრიალით… სკოლის უკანა ეზოც მივარს, ნაძვები და მწვანე ტიალი მინდორი, ნაგომარის სკოლა აქა-იქ შემორჩენილი ასფალტით, სადაც ბავშვები გამოვდივართ ხოლმე, რადგან მზე იქ კარგად ანათებს… როდესაც აცივდება, პატარა ღუმელს გვიდგამენ. გამთბარი ოთახის და შეშის სუნი ძალიან მყუდროს ხდის ჩემს საკლასო ოთახს…
ახლა მოგიყვებით , როგორია ჩემი საკლასო ოთახი: შესასვლელთან კარების ზემოთ ღვთისმშობლის ხატია, ერთ მთლიან კედელზე ასევე ხატებია, განლაგებული, რადგან აქ ადრე საღვთო სჯულის კაბინეტი იყო… ოთახს აქვს პატარა თაორებია, ყვავილებითაა და მწერალთა და პოეტთა ფოტოებით… ჰკიდია დაფა, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია დაზიანებულია… დაფის მოპირდაპირე მხარეს კედელზე ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტია დაკიდებული, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩემს ოთახს… უკანა ფანჯრებში ნაძვის ხეები მოჩანს, რომელიც ზამთროით განსაკუთრებით ლამაზია… როცა თოვლით დაიპენტება, შემდგეგ მიაყინავს და მზის სხივებზე ეს გაყინული გირჩებიანი სილამაზე სამკაულივით ბრჭყვიალებს.

ამ კედლებშია მოქცეული ჩემი ბავშვობა… არსად ამ ამოუცნობის სიახლოვე ისე არ იგრძნობა, როგორ ჩემი სკოლის კედლებშია… აქ ფანტასტიკური გარემოს წყალობით, ბავშვობას მოყოლებული სიხალისე უფრო მატულობს, ბავშვობის მოგონებათა მეფე, რომელიც კაფავს ადამიანთა ცხოვრების გზას…

მე არ ვიცი ეს სიტყვები როგორ გადმოვცე ეს თითქოს მთელი ცხოვრებააა და თან თითქოს სამზადისი იმ ცხოვრების დაწყებისა, რომლის არსის შეცნობას ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ…

ნანა მეგრელიშვილი
17 წლის, მე-11 კლასი მოსწავლე
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი