მთავარი » კულტურა

ახალი ნამოსახლარი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.07.2020 | 910 ნახვა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას მეცნიერების მიერ ახალი ნამოსახლარი გამოვლინდა, რომელიც განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ერთი სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, 2019 წელს უკვე გამოვლენილია ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის დროინდელი ნაგებობათა ნაშთებიც, რომლის პერიოდიც აქვე აღმოჩენილი გვიანელინისტუტი ხანის რკინის იარაღით დასტურდება.

ადრეული ნამოსახლარი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, რადგან ის მოგვიანებით სამშენებლო მასალისთვის დაიშალა.
განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარზე მრავლადაა ნაპოვნი
XII-XIII საუკინეებისთვის
დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: მოჭიქული, მოხატული და სადა ჯამები, თეფშები, დოქები, ჩაფები, ტაფები ბრინჯაოს ქვაბი, ბრინჯაოს ავგაროზი და სხვა. წინასწარი მონაცემებით არქიტექტურული სტრუქტურა XIII საუკუნის ბოლოს, კერძოდ 1283 წლის დიდი მიწისძვრის დროს განადგურდა…

ნამოსახლარზე ნაპოვნ არტეფაქტებთან და არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ადრეშუასაუკუნეების პერიოდის მარანიც გამოვლინდა 12 ქვევრით.
განვითარებული შუა საუკუნეების დასახლება და მარანი უნიკალურია დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ სინამდვილეში, რადგან ამ პერიოდის ასეთი მასშტაბის დასახლება და მარან იშვიათ აღმოჩენეთა რიგს განეკუთვნება.
არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი არგვეთი პროფესორ ზურაბ ბრაგვაძეს ხელმძღვანელობით ახორციელებს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი