მთავარი » ქრისტიანობა

ნაკურთხი წყლის მოხმარების წესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.05.2019 | 1,599 ნახვა

ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს ნაკურთხი წყალი, რომელიც გამოიყენება დასალევად და საპკურებლად. ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, ნაკურთხ წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ.

ნაკურთხი წყალი შეიძლება მოვიტანოთ ეკლესიიდან. თუ სისტემატურად ამის გაკეთება საძნელოა, შეიძლება უბრალო წყალს დავამატოთ და ამგვარად გავამრავლოთ. იგი უნდა ინახებოდეს მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, დასალევად გამოყოფილი უნდა იყოს, აგრეთვე, მცირე ზომის ჭიქაც. ნაკურთხი წყა- ლი შეგვიძლია მოვასხუროთ ოთახებში, ყველა სათავსოში.
ნაკურთხი წყალი არ იხრწნება, მორწმუნეები, როგორც სიწმინდეს, წლობით ინახავენ მას, რაშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დარწმუნდეს. მაგრამ, თუ მას უდიერად მოვეპყრობით, ის შეიძლება გაიხრწნას კიდეც. ამის გამო, იგი კრძალვითა და მოწიწებით უნდა შევინახოთ. ნაკურთხი წყლის მარაგს არ უნდა შეეხოს უცხო სხეული (მაგალითად, დაუშვებელია წყალში ხელის ჩაყოფა, ან მისი ბოთლიდან შესმა).

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი