მთავარი » საზოგადოება

ნადარაიების მრავალშვილიან ოჯახს არსებობისთვის ჩვენი დახმარება სჭირდება!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2016 4 კომენტარი | 5,344 ნახვა

ჩამოშლილი კედლები, ჩამტვრეული შუშები, დაობებული ავეჯი, ნესტიანი საბნები და ბალიშები, დახეული თეთრეული… ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობს ნადარაიების მრავალშვილიანი ოჯახი. ნადარაია 7 შვილის დედ–მამამ, გიამ და ნატალიამ დახმარების თხოვნით საქველმოქმედო ფონდ „სოციალურ პარტნიორობას“ მიმართა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, საცხოვრებლად გამოდგება! ეს სახლი საშინელებათა ფილმის კადრს უფრო გავს და თითქოს აქ მცხოვრები ბავშვებიც ამ ფილმის გმირები არიან.

მათი არსებობის შესახებ ყველამ დაივიწყა. ახლობლებმაც, ნათესავებმაც და სახელმწიფომაც… თავიანთი ერთადერთი შემოსავალი – სოციალური შემწეობაც ოჯახის მეშვიდე წევრის დაბადებისთანავე შეუწყვიტეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები შიმშილობენ და მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები!

ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 4 თვის ქეთევანია. თავისი უფროსი და–ძმისგან განსხვავებით, იგი ჯერ ვერ ხვდება რა საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება.

გია 2 წლისაა. მისი ერთადერთი სათამაშო ნაგავსაყრელზე ნაპოვნი დამტვრეული სამთვლიანი ველოსიპედია.

5 წლის გერასიმეს არასოდეს გაუსინჯავს ნაყინი. 8 წლის ბასილს არ აქვს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სკოლაში რომ იაროს… უფროსი ბავშვები მარი, დავითი და გიორგი მშობლებს ეხმარებიან.

მამა გია მუშაობს, მეზობლებს ეხმარება მძიმე სამუშაოების შესრულებაში. დღეში გამომუშავებული 5–10 ლარით პურს ყიდულობენ, ბავშვებმა შიმშილისგან რომ არ იტირონ.

ჩვენ არ გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ ამ ოჯახის სულის შემძვრელი ისტორიის მიმართ. 7 ბავშვის ბედი ჩვენს ხელთაა! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ნადარაიების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. თქვენი მცირედი შემოწირულობაც კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნადარაიების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან www.fsp.ge

მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ამ ოჯახის მძიმე ხვედრის შემსუბუქებას და პატარებს შიმშილისგან ვიხსნით.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი