მთავარი » საზოგადოება

ნაადრევი ქორწინების მიზეზი და შედეგები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.09.2013 7 კომენტარი | 50,530 ნახვა

“საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ გოგონების ნაადრევი ქორწინებებით. მას მოსდევს თურქეთი და ტაჯიკეთი. პატარძალი საქართველოში 20-დან 24-წლამდე გოგონების 19% 18 წლამდეა გათხოვილი. არასრულწლოვანი პატარძლები ახალ ოჯახებში ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ართმევს განათლების მიღების საშუალებას და წარმატებულად დასაქმების შანსს. გაერო და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად მოუწოდებს სახელმწიფოებს, ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად და მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადონ და სტრატეგიული გეგმები შეიმუშავონ ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად”, – გაერო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საქართველოში ნაადრევი ქორწინების შესახებ.

საიდან ჩნდება ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის მოთხოვნილება? გვესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ აფხაიძე:

„ფსიქოლოგები გამოყოფენ რამოდენიმე მოტივს, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის მიზეზი გახდეს:

1. ხშირად გოგონას იმიტომ ეჩქარება გათხოვება, რომ საკუთარი მშობლებისგან ოჯახური სითბოს ნაკლებობას გრძნობს და სურს, ამ გრძნობის კომპენსაცია საკუთარი ოჯახის შექმნით მოახდინოს;
2. ახალგაზრდაზე მშობლები ხშირად გადამეტებულად ზრუნავენ. უფროსები მას აღიქვამენ და ექცევიან, როგორც პატარა ბავშვს. ოჯახის შექმნის მოთხოვნილებას ამგვარი მზრუნველობისგან გაქცევის სურვილით ხსნის;
3. არსებობს ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც სიყვარულის გრძნობაში ურევენ;
4. ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის არც თუ იშვიათი მიზეზია დაორსულება.

რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნის უმთავრესი მოტივია სიყვარული“.

საკმარისია თუ არა ოჯახური ცხოვრებისთვის მხოლოდ სიყვარულის გრძნობა?

სიყვარული ოჯახური ცხოვრებისთვის აუცილებელია, მაგრამ არა – საკმარისი. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ სოციალური და ფსიქოლოგიური მომწიფების გარკვეული დონე, რათა ჩაითვალოს, რომ ისინი მზად არიან ოჯახის შესაქმნელად. თუმცა ფიზიოლოგიურად ადამიანის ორგანიზმი შეიძლება მზად იყოს დაახლოებით 13-14 წლის ასაკში. სოციალური და ფსიქოლოგიური მომწიფება საკმაოდ დიდი ხნით ჩამორჩება ფიზიკურ მომწიფებას. ბევრ ქვეყანაში საქორწინო ასაკად 18 წელი ითვლება, 18-19 წლის ახალგაზრდებს შორის კიდევ შეიძლება იყვნენ არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიოლოგიურად მოუმწიფებელი ადამიანები.

ბევრის ფიზიოლოგიური განვითარება ნახტომისებურად მიმდინარეობს და ამიტომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ ასწრებს ისე განვითარებას, როგორც ამ დროისთვის სხეულის სიმაღლისა და წონის მატება ხდება. იმ მოზარდებისთვის, რომელთა ორგანიზმმაც მომწიფების საჭირო დონეს ვერ მიაღწია, ადრეული ქორწინება შესაძლოა არასასურველი იყოს. განსაკუთრებით ეს გოგონებს ეხებათ, რადგან ეს მომავალ ბავშვზე იმოქმედებს და მისი ჯანმრთელობის დონეს განსაზღვრავს.

ოჯახური ცხოვრებისთვის სოციალურად მზადყოფნის ცნება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. გვხვდება ადრეული მომწიფებაც ამ კუთხით და ასევე, გაგრძელებული ბავშვობაც. წარმოიდგინეთ, მშობლის გრძნობები, რომელსაც მოზარდი შვილი ეუბნება, რომ განუზომლად ძლიერად უყვარს თავისი რჩეული და გათხოვება ან ცოლის მოყვანა სურს. ქორწინების ასაკზე წარმოდგენა ყველა დროს ნამდვილად სხვადასხვა იყო. ჩვენ დროშიც ადრეულ ქორწინებას ტაშით არ მიესალმებიან.

ბედნიერი წყვილის მშობლები და მეგობრები ხშირად სთხოვენ, ემუდარებიან, არ იჩქარონ, მოყავთ არგუმენტები იმის შესახებ, რომ ოჯახური ცხოვრება ყოველთვის უღრუბლო არ არის, ჯერ ისწავლონ, პროფესია შეიძინონ და მსგავსი რამ.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ადრეულ ასაკში ქორწინებას?

ადრეულ ასაკში ქორწინების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე გოგონას დაორსულების გამო შექმნილი ოჯახია. აქ შეიძლება ორი ვარიანტი იყოს: ეს გოგონა ყოფილიყო შემთხვევითი ნაცნობი, ან ის, ვინც ნამდვილად უყვარს ბიჭს. პირველ შემთხვევაში, ნაკლებად ნაცნობ ადამიანთან იძულებით შექმნილი ოჯახი უფრო მეტად ექვემდებარება კრახის რისკს. სამწუხაროა, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახებული გოგონების უმრავლესობა ვერ ახერხებს განათლების მიღებას. ასეთი ოჯახები მშობლებზე არიან დამოკიდებულნი.

დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ახალგაზრდობაში ადამიანს ცხოვრება ძალიან საინტერესო და ბედნიერი ჰგონია (რაც ნამდვილად ასეც არის). დადებითია ამ დროს გრძნობების სიახლე და მათი გამოკვეთილობა.

ზოგადად, ახალგაზრდობა ცხოვრების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულებითა და მოქნილი ფსიქიკით გამოირჩევა. წყვილი შეიძლება ერთმანეთის ნაკლს ვერც ხედავდეს და ბედნიერების გრძნობას მძაფრად განიცდიდეს. ადრეული ქორწინების კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი შეიძლება იყოს ის, რომ ოჯახური ცხოვრება ადამიანში დამოკიდებლობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას საკმაოდ ძლიერად ავითარებს. ქორწინება გამოცდილებას მატებს და საშუალებას აძლევს წყვილს, რეკორდულ დროში გაიზარდონ როგორც პიროვნებები. უფროსად გახდომა არა მარტო კარგი, არამედ არც თუ ადვილი პასუხისმგებლობაა. ზოგიერთი ადრეულ ქორწინებაში დადებით მაჩვენებლად ახასიათებს შვილების ადრე გაჩენას, რადგან უფროსი შვილების ყოლისას დედ-მამა ისევ ახალგაზრდები არიან.

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას კარგი იქნება ახალგაზრდები დაფიქრდნენ, არის თუ არა მათი გადაწყვეტილება სიყვარულზე ან მხოლოდ ლტოლვაზე დაფუძნებული, არის ეს მშობლებისგან გაქცევა თუ დამოუკიდებლობის სურვილი? დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვა: რამდენად მზად არიან ოჯახის შექმნისთვის და რას მოელიან ქორწინებიდან?

ნამდვილ სიყვარულს ერთი–ორი წელი ვერ გადახაზავს. აი, გატაცება ან ლტოლვა კი ამხელა დროის შუალედს ვერ უძლებს და ეს პერიოდი გადამწყვეტი იქნება. რა თქმა უნდა, ადრეული დაქორწინების შედეგად შექმნილი ბედნიერი ოჯახებიც არსებობენ, რომლებიც ნამდვილ გრძნობებზეა დაფუძნებული.

უშეცდომო არავინაა, თუმცა ზოგიერთი მცდარი არჩევანისგან გვერდის ავლა მაინც შესაძლებელია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • ნ ა ნ ა says:

    ამბიონი სხვა მედია საშუალებებისგან იმით განსხვავდება, რომ რელიგიურ ჭრილში აშუქებს საკითხებს, ამ შემთხვევაში შეგეძლოთ სასულიერო პირის კომენტარიც შეგეთავაზებინათ მკითხველისთვის და დასკვნის გაკეთებაც მათთვისვე მიგენდოთ.

    • ანი says:

      ძვირფასო ქალბატონო, ამბიონი, საზოგადიებრივ-რელიგიური ხასიათის ჟურნალია.. და ამას თავად რედაქცია გადაწყვეტს , ვისთან ჩაწეროს ინტერვიუ და რა თემაზე… . ასკილზეც არის აქ სტატიები და გვირილის ჩაიზე.. მაგაზეც მოძღვრის აზრი გაინტერსებთ?! ეს უკვე ფანატიზმია….

  • maria says:

    kvelafershi sasuliero pirebis dasknas ratom edzebt? ra aucilebelia es sakitxi religiur chrilshi gashukdes?

  • salome says:

    კი მართალია ყველაფერი შეიძლება არ გაშუქდეს რელიგიურ ჭრილში, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომ ასეთ გაშუქებას საჭიროებს.. უბრალოდ სტატია უკეთესი გამოვიდოდა თუ სასულიერო პირის შეფასებასაც მოვისმენდით ამ საკითხზე :))

  • მარიამი says:

    გამარჯობათ მაინტერესებს რა ნომერია ჟურნალი?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი