მთავარი » ფოტორეპორტაჟი

მზეთამზის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი – ბორჯომის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.09.2022 | 453 ნახვა

მზეთამზის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი — ნაეკლესიარი, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში.

მარტივი ტიპის დარბაზული ეკლესია დგას მცირე ბორცვის მოვაკებაზე. ირგვლივ გალავნის ნანგრევების ფრაგენტებია. ნაგებობა თითქმის მთლიანად დანგრეულია და შემორჩენილია მხოლოდ ერთი მეტრის სიმაღლეზე. როგორც ჩანს ადგილობრივ მოსახლეობას მოუგროვებია ჩამოქცეული ქვები და დაულაგებია მშრალი წყობით შემორჩენილ კედლებზე. ამასთან მოუწყვიათ ხის მარტივი გადახურვაც.

ღმოსავლეთით გაირჩევა ნახევარწრიული აფსიდი. საკურთხეველი ორი საფეხურით იყო გამოყოფილი მცირე დარბაზიდან. წყობა შიგნიდანაც ნარჩევი ქვისა უნდა ყოფილიყო. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ინტერიერში დგას ორსაფეხურიან ბაზისზე დაფუძნებული ტრაპეზის ქვა – ჩასადგმელი ბუნით. წინიდან ჯვრის გამოსახულებით. წინა და გვერდითი წახნაგები მომრგვალებულია.

ნაგებობა X საუკუნეზე გვიანდელი არ უნდა იყოს. საკურთხეველში დევს სანათლავის ტიპის ქვა მართკუთხა ძირით და ცერად წაკვეთილი ზედა, გულამოღებული გვერდებით. აღმოსავლეთ ფასადთან ქვების გროვაში დევს ერთ ქვაში ამოკვეთილი სარკმელი კლიტისებური ღიობით და რელიეფური ჯვრით ზემოდან.

ფოტო: თეონა ნოზაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი