მთავარი » სოფლის მეურნეობა

მზესუმზირას მავნებელ-დაავადებები და ბრძოლის ღონისძიებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.09.2020 | 931 ნახვა

სარეველებიდან მზესუმზირას ნათესებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს პარაზიტი მცენარე კელაპტარა, რომელიც სახლდება მცენარის ფესვებზე და ართმევს მას საკვებ ნივთიერებებს.

კელაპტარას წინააღმდეგ გამოიყენება ჰერბიციდები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მზესუმზირას ჯიში/ჰიბრიდი იყოს გამძლე ამ ჰერბიციდის მიმართ.

მარცვლოვანი და ფართოფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ მექანიკური ბრძოლის ღონისძიებების გარდა გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები ჰერბიციდები, რომლებიც ნიადაგში შეაქვთ თესვამდე, ან დათესვიდან 2-3 დღეში, ასევე ვეგეტაციის პერიოდში – კულტურის
და სარეველების ფაზების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ სარეველა მცენარეები ძირითად ვეგეტაციის ადრეულ ეტაპზე ქმნიან პრობლემას ნათესში, შემდგომში კი მზესუმზირას ფართო ფოთლების ჩრდილი არ აძლევს მათ ზრდა-განვითარების საშუალებას.

მავნე მწერებიდან მზესუმზირას ძირითადად ზიანს აყენებს – მზესუმზირას ალურა და მზესუმზირას ხარაბუზა, ასევე ბოსტანა, იტალიური კალია, შავტანიანების, ტკაცუნების და სხვა მწერების მატლები.

ნიადაგში მცხოვრები მწერები ძირითად საშიშია აღმოცენების პერიოდში. მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება სხვადასხვა ინსექტიციდი.

სოკოვანი დაავადებებიდან აღსანიშნავია – თეთრი სიდამპლე ანუ მზესუმზირას სკლეროტინიოზი, მზესუმზირას ჟანგა, მზესუმზირას ჭრაქი, ფომოზი, ვერტიცილიოზი.

👩‍🌾👨‍🌾 გასათვალისწინებელია :

მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა იწყება თესლის შერჩევიდან, მისი თესვისწინა დამუშავებიდან და გრძელდება ვეგეტაციის პერიოდში პესტიციდების დროული და რაციონალური გამოყენებით;

სასურველია ჰერბიციდების შეტანა მოხდეს უფრო ტენიან პერიოდში, როდესაც მექანიკური დამუშავება ვერ ხერხდება;

ნაკვეთში ერთეული რაოდენობის კელაპტარას გამოჩენისთანავე აუცილებელია მცენარეების მოთხრა და განადგურება (სასურველია დაიწვას);

ყველაზე ეფექტური საშუალება კელაპტარას წინააღმდეგ საბრძოლველად არის 8 წლიანი თესლბრუნვა;

პესტიციდების შეძენა და გამოყენება (კონცენტრაციის განსაზღვრა, შეტანის ჯერადობა და პერიოდი) სასურველია მოხდეს მცენარეთა დამცველებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი