მთავარი » ჯანმრთელობა

მზე – მტერი თუ მეგობარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.07.2011 | 3,831 ნახვა

ზომიერება ყველაფერში მნიშვნელოვანია. გამონაკლისი არც მზის სხივებია. მას შეუძლია იყოს სასარგებლოც და საზიანოც ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მთავარია მზესთან ურთიერთობისთვის დროის საჭირო ხანგრძლივობა და დღის შესაბამისი მონაკვეთი შეირჩეს.

მზემზე განსაკუთრებით მავნებელი ზაფხულში ხდება, როცა ზღვაზე, სახლების სახურავებსა თუ აივნებზე, მაქსიმალურად მცირე დროში, ცდილობს ადამიანი სხეულზე შოკოლადის ფერის მიღებას, თან ამას თუ სწრაფად გასარუჯ „ხალხურ“ საშუალებას უმატებს ზეთის, იოდის, ლუდის, შოკოლადის თუ სხვა სახით. ესეთი ნივთიერებები ფოტოსენსიბილიზაციას, ანუ შთანთქმას ააქტიურებს, რითიც შეიძლება დამაზიანებელი ეფექტი მივიღოთ.

მზეს გამოსხივების სამი სპექტრი აქვს: ალფა, ბეტა და გამა. ალფა გამოსხივება ყველაზე უწყინარია. არ იწვევს ერითემას (გამონაყარს), დამწვრობას. მზისგან დამცავი საშუალებები მხოლოდ (SPF – Sun protection factor) ბეტა და გამა გამოსხივებისთვის შეიქმნა. შუა ზაფხულში ბეტა გამოსხივება 12–ის ნახევრიდან პირველ საათამდეა, გამა გამოსხივება კი – პირველიდან ხუთამდე. ეს ის დროა, როცა 10–15 წუთშიც შეიძლება მიიღოთ დამწვრობა, მზის დაკვრა, ცუდია ფსორიაზის დროს, რადგან კანი დაზიანებულია და პროცესს ამწვავებს. ბეტა გამოსხივების დროს გარუჯვა აკრძალული არაა, თუმცა გარკვეული დოზით და დამცავი საშუალებით.

მზის ზემოქმედება კანის ფერზეცაა დამოკიდებული. ის 4 ტიპის არსებობს. პირველი ტიპი ძალიან თეთრია, მან გარუჯვა 5 წუთიდან უნდა დაიწყოს. მუქი ფერის კანისთვის კი ეს 15 წუთიდან შეიძლება მოხდეს. მუქი ფერის კანი მიჩვეულია მელანოგენეზის გამომუშავებას, თვითდამცავი თვისებისაა და მზე ნაკლებად აგრესიულად მოქმედებს მასზე. გარუჯვისას ექიმები აუცილებელ კომპონენტად მზის დამცავის გამოყენებას ასახელებენ. მზისგან დამცავი საშუალება – SPF 10–12–15–20 კანს დაწვისგან იცავს და ფერის მიღებასაც არ უშლის ხელს, ხოლო SPF 30 მზისგან დაგიცავთ, თუმცა გარუჯვას უშლის ხელს.

მზის დაცვის ორნაირი ფილტრი არსებობს: ორგანული და არაორგანული, ანუ ქიმიური და ფიზიკური. ქიმიური ფილტრი ძალიან კარგად მოქმედებს, თუმცა ვინაიდან ორგანული წარმოშობისაა, ზოგიერთ კანში ხშირად ალერგიულ რეაქციებსაც იწვევს. ფიზიკური ფილტრი თითქმის არ იწვევს ალერგიას. ის შეიცავს ცინკისა და ტიტანიუმის დიოქსიდებს, რომლებიც წვრილ მარცვლებად არიან დაყოფილი და კანს მოთეთრო ფერს აძლევენ. მზის დამცავი, რომელიც საბავშვოა, არის ფიზიკური და არა ქიმიური შემადგენლობის.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ წყალი მზისგან დამცავ საშუალებას ჩამორეცხავს და წყლიდან ამოსვლისას საჭიროა მისი თავიდან წასმა. ასევე ორი საათის შემდგომ მზის დამცავი ყველა საშუალება იშლება, თვისებებს კარგავს, ამიტომ საჭიროა მისი განახლება.

გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ექიმები სოლარიუმის წინააღმდეგნი არიან და კრძალავენ მას, დერმატოლოგი ლელა ლომიძე უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზომიერების დაცვა აქაც მნიშვნელოვანია. ის მხოლოდ სწრაფ გარუჯვას ეწინააღმდეგება, ამ დროს დაჩქარებულად მიმდინარეობს მელანოგენეზი და კანზე წარმონაქმნებისთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს.

ლელა ლომიძე: “მე არ ვამბობ, რომ სოლარიუმი უნდა აიკრძალოს, უბრალოდ, სწორად, დოზირებულად უნდა მოიხმაროთ. სოლარიუმში გარუჯვამდე ცუდი არ იქნება ექიმის კონსულტაცია. მთავარია დავიცვათ ზომიერება, არ გვინდა გასარუჯად ზეთების, ლუდის, შოკოლადის წასმა. გონს მოვიდეთ, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მზე აუცილებელია, ჩვენი სიცოცხლის ელექსირი და წყაროა, მაგრამ ისიც დოზირებულად უნდა მოვიხმაროთ”.

დაბოლოს, თუ თქვენთვის სწრაფი გარუჯვა მაინც უპირატესია, ვიდრე მისგან გამოწვეული შესაძლო გართულებები, დამწვრობის შემთხვევაში სხეული სველი ნაჭრით და ცივი მაწვნით გაიგრილეთ, თუმცა ჯანმრთელობა ყველა შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

ანა შეშაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი