მთავარი » კულტურა

მხატვრულ ნამუშევარს თარგმნა არ სჭირდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.07.2011 | 2,083 ნახვა

პროფესიით იურისტ რევაზ გიორგაძეს ხატვის ნიჭი ბაბუისგან გამოყვა და ბავშვობიდან ხატავს. მონაწილეობა უამრავ გამოფენაში აქვს მიღებული. რევაზ გიორგაძე მისი ფერწერული ტილოები ძირითადად ტურისტებიც მიერაა შეძენილი და შესაბამისად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გატანილი. ეროვნული ფოლკლორის ფესტივალის პირველი ლაურეატი ამჟამად ფოთის საგამოფენო დარბაზში სპეციალისტად მუშაობს. “ამბიონი” მხატვარს მისი შემოქმედების შესახებ ესაუბრა.

რევაზ გიორგაძე: “ძირითადად ეროვნულ თემებზე ვმუშაობ, მიყვარს ქართული კულტურა. მსურს, წარმოვაჩინო ჩემი თვალით დანახული საქართველოს თითოეული კუთხე თავისი ბუნებით, ადამიანებით. მნიშვნელოვანია გაიგოს ხალხმა როგორია ჩვენი მიწის დოვლათი, რა სიმდიდრე აქვს საქართველოს. შეიძლება ეს თემები მრავალი მხატვრის მიერაც იქნეს შესრულებული, მაგრამ ყველას თავისებური აღქმა, ფერები აქვს. მეფე ლირი რამდენ რეჟისორს დაუდგამს სცენაზე, მაგრამ განსხვავებული გახლდათ რობერტ სტურუას ხედვა. ასევეა მხატვრის შემთხვევაშიც. მაქვს ცისფერი და მწვანე ფერებისკენ მიდრეკილება. შეიძლება ვნახო სადმე ლამაზი ხე, კომპოზიცურად ავაგებ, რა მიესადაგება მას და ვქმნი ნამუშევარს.

სურამის ეკლესია მხატვრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოგზაურობას. ხშირად, ამ დროს ისეთ რაიმეს წააწყდები, რაც შენი თვალთახედვით გადმოსაცემად კარგი იქნება და აღგიძრავს სურვილს, ადამიანებამდე მიიტანო ეს სილამაზე. ზოგჯერ ცაზე ისეთი ფერები, ჩრდილებია, წამებში კი ყველაფერი იცვლება. ტილოზე მის გადმოტანამდე კი ფოტოაპარატიც მომარჯვებული უნდა გქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ხალხის გულში სიყვარული უნდა მოიპოვო, მხატვრობა სიკეთისაკენ არის მიმართული.

როგორც კინოსა და თეატრს ჰყავს თავისი მაყურებელი, ასევე, მხატვრობას თავისი დამთვალიერებელი ჰყავს. მნიშვნელოვანია ხალხის შეფასება, ბევრი რამაა დამოკიდებული მნახველზე. აუცილებელია ქვეყანაში ტურიზმის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქართული მხატვრული ნამუშევრების სხვადასხვა ქვეყნებში გატანას. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას კარგი მიმართულება აქვს აღებული. მართალია, ბევრ ქართველს სურს ფერწერული ტილოების შეძენა, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა და აქცენტს, პირველ რიგში, საარსებოდ აუცილებელ საგნებზე აკეთებენ. უცხოეთში, ტურისტებს უფრო აქვთ ამის შესაძლებლობა. დაახლოებით, შექმნილი 200 ნამუშევრიდან 50 მაქვს ადგილზე. ძირითადად ყველა გაყიდულია და 90% სწორედ უცხოელია მყიდველი.

კოშკიუნდა გვახსოვდეს, მხატვრობას ძალიან დიდი ძალა აქვს. თუ მწერლის მიერ შექმნილ ნაწარმოებს სჭირდება თარგმნა, რათა შინაარსი ყველასათვის ცნობილი გახდეს, ამ მხრივ, მხატვარში მეტი პოტენციალია. ერთი ადამიანი თვითონ ქმნის ნებისმიერი ეროვნების ადამიანისათვის გასაგებ ხელოვნების ნიმუშს. თუ კარგად არის შესრულებული ნამუშევარი მის არსს, ბრმა თუ არ არის ადამიანი, ყველა ჩაწვდება.

როგორც წყალი მოგწყურდება და ყველაფერს იღონებ წყურვილის დასაკმაყოფილებლად, ასეა ჩემში მხატვრობა. დროის დიდ ნაწილს მხატვრობას ვუთმობ, სხვანაირად არ შემიძლია. ხატვა ჯანმრთელობისთვისაც კარგია. წარმოიდგინეთ, შენს ნააზრევს, გულის წადილს, სურვილს სხვას უჩვენებ, რითაც მათ სიამოვნებას ჰგვრი. თუნდაც არ იყიდონ, უხარიათ მხატვრული ნამუშევრების დავალიერება. ვცდილობ, ხალხს მეტი ბედნიერება მივანიჭო.”

მხატვარმა რევაზ გიორგაძემ, ახლახან, ფოთში გამართულ არტ-გენის სახალხო ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი