მთავარი » კულტურა

მხატვარი ეკატერინე ბარათაშვილი – ქალები XIX საუკუნის საქართველოდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.01.2022 | 776 ნახვა

1907 წლის ჟურნალი „ნიშადური“ გვამცნობს მიუნხენის სამხატვრო აკადემიის ქართველი სტუდენტი ქალის, ეკატერინე ბარათაშვილის შესახებ – იგი ერთ-ერთი პირველი ქართველთაგანია, ვინც სამხატვრო განათლების მისაღებად, გიგო გაბაშვილის რეკომენდაციით მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში გაემგზავრა, 1907 წლისათვის იგი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტი გახლდათ.

„ეკატერინე ბარათაშვილი ამ ჟამად მიუნხენის სამხატვრო აკადემიას ათავებს და როგორც იქიდან გვატყობინებენ საპატიო ალაგს დაიჭერს მხატვართა შორის. ეკატერინე თავად დავით ბარათაშვილის ქალია. აქაურ საქალებო გინმაზიის დასრულების შემდეგ, იგი მხატვრობას სწავლბდა ჩვენს დიდათ ნიჭიერის გიგო გაბაშვილის ხელმძღვანელობით.

ეს ოთხი წელიწადია მიუნხენში სწავლობს, ცნობილი პროფესორის ჰალმის კლასში, და როგორც გვაუწყებენ, საუცხოვოდ შეუსწავლია ტეხნიკა, სპეციალობა ადამიანის სურათების ხატვაა. აქვე მოგვყავს ნიმუშად მისი ნახატები. ამ ჟამად ეკატერინე ბარათაშვილი ხატავს ჩვენი დიდებული მგოსნის _ილია ჭავჭავაძის სურათს. ვუსურვებთ ახალგაზრდა მხატვარ ქალს, სრულის გამარჯვებით დაბრუნებას სამშობლოში, ჩვენის ეროვნულ ხელოვნების ასაღორძინებლად“.

1908 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა მხატვარმა, ეკატერინე ბარათაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პორტრეტული მინიატურის განვითარებაში.

წყარო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი