მთავარი » ჯანმრთელობა

მწვანე ყავა – „აღმოჩენა“ დიეტოლოგიაში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.09.2013 72 კომენტარი | 47,599 ნახვა

მწვანე ყავის პოპულარობა 2012 წლიდან დღითიდღე იზრდება, როგორც წონაში დაკლების ეფექტური მეთოდი.

ამ ბუნებრივი საშუალების ცხიმების წვის ეფექტის კრენტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა. მწვანე ყავა მწვანე ყავა განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა მალევე მოიპოვა პოპულარობა რუსეთსა და ევროპაშიც. გახდომის მიზნით მწვანე ყავას იყენებენ ცნობილი ვარსკვლავები: ქეთი ფერი, ჯენიფერ ლოპესი, დემიმური, ალლა პუგაჩოვა და სხვები.

რამდენად რეალურია მწვანე ყავის საშუალებით წონაში დაკლება? არის თუ არა რეკომენდებული მისი მიღება? ამ თემაზე ენდოკრინოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი – ნინო ჯიქურაული გვესაუბრება:

“ბოლო დროს დიდი ყურადღება მიიპყრო მწვანე ყავის მარცვლის შესაძლო ეფექტმა სხეულის მასაზე. მწვანე ყავის ასეთი მოქმედების ეფექტს ახალ აღმოჩენას– ქლოროგენის მჟავას უკავშირებენ. არსებობს მონაცემები, რომაღნიშნულთან დაკავშირებით ჩაატარეს მცირემასშტაბური და ხანმოკლე კვლევა რამოდენიმე ჭარბი წონის მქონე ადამიანზე. მკვლევარის აზრით, ქლოროგენის მჟავას შესაძლოა ჰქონდეს სიმსუქნის საწინააღმდეგო დადებითი ეფექტი. კვლევის შედეგებით, მან მიიღო 7 კგ კლება 22 კვირის მანძილზე ჰიპოკალორიული კვების გარეშე.

ექსპერტების დახასიათებით, აღნიშნული კვლევები საიმედოობის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან ხანმოკლე ვადის, საკვლევი პირების რაოდენობის, სიზუსტისა და ხარისხობრივი ნიშნით. განხილვაში აღნიშნულია ყავის ძირითადი და მნიშვნელოვანი შემადგენლის– კოფეინის მოქმედების ეფექტი ორგანიზმსა და მასში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზე. კოფეინი წლების მანძილზე არაერთი კუთხით გახდა დაკვირვების საგანი და ამის გამო საკმაო გამოცდილება არსებობს. იგი უდაოდ წარმოადგენს ენერგო–მატონიზირებელ ნივთიერებას. მას დაბალი წნევის მქონე ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ ყურადღების კონცენტრაციის გაზრდისთვის.

კოფეინის დიდი დოზით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს უძილობა, აგზნებადობა, გაუწყლოება, სისხლძარღვების შევიწროების ეფექტის გამო – არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, არარეგულარული რითმი, თავის ტკივილი. ასევე, ზოგიერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტის კარგვა, სისუსტე, შფოთვითი განწყობა და მასთან დაკავშირებული დაავადებების გამწვავება. დიაბეტის მქონე პირებში– ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, რაც სიმსუქნისა და ინსულინრეზისტენტობის მქონე პირებშიც შეიმჩნევა. ამის გამო აღნიშნულ მდგომარეობებში კოფეინის ჭარბი გამოყენება იზღუდება.

ინდივიდუალურია გავლენა შაქრის რაოდენობაზე სისხლში. შეიძლება გამოიწვიოს მომატება ან, პირიქით, შემცირება, რის გამოც შაქრის აქტიური კონტროლი აუცილებელია. დიდი რაოდენობით მიღებისასა არსებობს ალბათობა, გაამწვავოს კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადება. ასევე, გლაუკომის მქონე პირებში დააჩქაროს დაავადების გაუარესება. საწინააღმდეგო შედეგები ნაჩვენებია ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის დროს.

ექსპერტთა აზრით, მწვანე ყავა, ანუ მოუხალავი მარცვალი წარმოადგენს ე.წ. საკვებ დანამატს, რომლის მოქმედების შორეული ან კონკრეტული ეფექტი ნათლად გამოხატული არ არის.
მწვანე ყავის მარცვალს შეიძლება ეწოდოს საკვები დანამატი, ანტიოქსიდანტი, რომელსაც არ აქვს გამოკვეთილი ეფექტი სიმსუქნისა თუ ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ, თუმცა გონივრული გამოყენების შემთხვევაში ასევე არ ექნება მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე. ვაშინგტონის ნუტრიციის უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ კონი დიკმანის აზრით, მონაცემები საინტერესო, მაგრამ არადამაჯერებელია. უფრო სრულყოფილი პასუხისა და სერიოზული დასკვნისათვის მეცნიერები გაცილებით დიდი მასშტაბის და ბიუჯეტიან კვლევას მოითხოვენ“.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

72 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი