მთავარი » ქრისტიანობა

მწუხარების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.09.2022 | 259 ნახვა

მწუხარება ორნაირია: ერთი მწუხარება არის ღვთისმიერი, ანუ ღვთის გულისათვის. ღვთის მიერი მწუხარება ის არის, როდესაც კაცი სწუხს თავის უღირსებას, თავის ცოდვას, სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბოროტი საქმე ჰქმნა და მით გაამწარა ზეციერი მამა. დიახ, კეთილია და პატიოსანი ესრეთი სულიერი მწუხარება. იგი, როგორც იტყვის წმინდა მოციქული პავლე, გააჩენს კაცის გულში სინანულსა ცხოვრებისასა. ამით დაიწყება კაცის მოქცევა და ცხონება.

მეორე მწუხარება არის სოფლიური. ეს მწუხარება იმაში მდგომარეობს, როდესაც კაცი სწუხს რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებასა. ზოგიერთი კაცი, თუ რამე უბედურება დაემართა, სტირის და სწუხს, მაგრამ ღმერთზე აღარ ჰფიქრობს, და ავიწყდება, რომ ღვთისაგან არის ყოველიფერი – კაცის მწუხარებაც და სიხარულიც, ბედიც და უბედურებაც. ნაცვლად მისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს, სასოება არ დაჰკარგოს, იგი ჰნაღვლობს მხოლოდ სოფლიური ნუგეშის მოკლებას. ნაცვლად მისა, რომ დაჰფიქრდეს და გამოიკვლიოს რისგანაც დაემართა მას უბედურება, და მოინანოს ის ცოდვები, რომელნი იყვნენ მიზეზნი მისისა უბედურებისა. იგი ხან ღმერთს აბრალებს თავის უბედურებას,ხან ეშმაკს, ხან სხვა კაცს. ესრეთი სოფლიური, ხორციელი მწუხარება, როგორც იტყვის წმიდა მოციქული პავლე, სიკვდილს გააჩენს, მოჰკლავს კაცს

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი