მუხუდოს თესლის შერჩევა და თესვა
უნდა დაითესოს ის ჯიში, რომელიც გასავრცელებლად დაშვებულია და რეკომენდებულია იმ რეგიონებისთვის სადაც წარმოებს თესვა.

თესვის დრო
მუხუდოს ამჟამად დარეგისტრირებული ახალი ჯიშები „ელექსირი“, „არაგვი“ და „შირაქი“ შესანიშნავად იტანს ზამთრის ყინვებს, ამიტომ თესვის საუკეთესო ვადაა ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის პირველ დეკადამდე. დაგვიანებული თესვისას იკლებს მოსავლიანობა.
თესვის წესი
თესვის წინ თესლი უნდა დამუშავდეს პესტიციდით. მუხუდო უნდა დაითესოს 45 სმ მწკრივთაშორის და მცენარეთა შორის 5-6 სმ. ასეთი თესვის წესით ჰექტარზე იქნება ხუთასი ათსი მცენარე. მცენარეთა სიხშირე იწვევს დაავადების გაჩენის საშიშროებას და უარყოფითად მოქმედებს როგორც მოსავლიანობაზე ასევე მის ხარისხზე.
თესვის ნორმა
თესვის ნორმა მერყეობს ჯიშების მიხედვით 80-120 კგ-მდე.
თესლის ჩათესვის სიღრმე
ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ფიზიკურ მდგომარეობაზე. მძიმე ნიადაგებში ჩათესვის სიღრმე ნაკლებია ვიდრე ქვიშნარ ნიადაგებში. ჩვეულებრივ ჩათესვის სიღრმედ მიჩნეულია 5-7 სმ.
მუხუდოს მავნებელ-დაავადებები
საზღვარგარეთ მუხუდოს თესლი ზიანდება მემარცვლიათი, მაგრამ ჩვენთნ მემარცვლიათი დაზიანების შემთხვევა არ შენიშნულა. მცირედ ზიანდება ჩრჩილის მატლით. მუხუდოს ახალ აღმონაცენს ანადგურებს მინდვის თაგვი. ამიტომ საჭიროა მისი კერების განადგურება. დაავადებებიდან აღსანიშნავია ასკოხიტოზი და ფუზარიოზი, განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოაქვს ასკოხიტოზით დაავადებას, მას შეუძლია მთლიანი ნათესის განადგურება. ამ დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობაა ჭარბტენიანობა და ნათესის დასარევლიანება.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
დაახლოებით რამდენი კგ მუხუდოს თესლი დამჭირდება 1 ჰექტარზე?