მთავარი » სხვადასხვა

მუხრანთ უბანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.11.2012 | 1,611 ნახვა

“აუციელბელია, საპატრიარქოსთან შეთანხმებით ამ ადგილს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა მიეცეს…”

ანჩისხატი მუხრანთ უბანი თბილისში, დღევანდელი ჩახრუხაძისა და შავთელის ქუჩებს შორის მდებარეობდა და წყლისკარის კართან იწყებოდა. აღნიშნულ ქუჩას სამეფო სასახლე და საპატრიარქო ეკლესიები მოიცავდა. დედაქალაქში შემავალი ერთ-ერთი გზა პირველად ამ უბანში შედიოდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 2004 წლიდან, არქეოლოგიური შესწავლის გარეშე, საცხოვრებლებისა და სხვადასხვა ნაგებობის მშენებლობაა დაწყებული, რის გამოც ნადგურდება უნიკალური, ისტორიული ადგილი.

ვარდიკო არაბული (საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მთავარი სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე):

“მუხრანთ უბანის მთავარ (ახლანდელი შავთელის) ქუჩას ჯერ – წყლისკარის, შემდეგ- ანჩისხატის, XIX საუკუნეში კი მაცხოვრის ქუჩა ეწოდებოდა.

მუხრან-ბაგრატიონთა კარის ეკლესიისა და ანჩისხატის ბაზილიკამდე კიდევ ოთხი გუმბათიანი ტაძარი იყო აგებული. მუხრანთ უბანი ბაგრატიონ – მუხრანელთა სამეფო სამოსახლო გახლდათ.

XVI-XVII საუკუნეებში წარმოიშვა სახელწოდება “ანჩისხატის უბანი”.

ანჩისხატის გუმბათიან მაცხოვრის საპატრიარქო ტაძარში ანჩისხატის პირი ღვთის ხატი ყოფილა დაბრძანებული. მის შემოგარენს “ანჩისხატის უბანი” ეწოდა.

1680 წელს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე მეფე ვახტანგ მეხუთე ბაგრატიონ-მუხრანელის ასულმა ელენემ მუხრანთ უბანში მდებარე ღვთისმშობლის კრების ტაძარი აღადგინა. 1775 წელს დანგრეული განუახლებია მარიამ ბაგრატიონს, მეფე ერეკლე მეორის ასულს, ხოლო 1840 წელს -ფარსადან ციციშვილს. მაგრამ ტაძარი შემცირებული იყო, ღვთისმსახურება თითქმის არ აღევლინებოდა. ბაგრატიონ – მუხრანელის სამეფო სასახლის მტკვრისპირა მხარე 1763 წელს ჩამონგრეულა.

სამეფო სასახლე და საპატრიარქო ეკლესიები მოიცავდა ჩახრუხაძის ქუჩას (ძველად მუხრან-ბაგრანტიონთა ქუჩა) შავთელის, ძველად მაცხოვრის ქუჩის დაღმართსა და ყოფილ ბავშვთა გალერეას შორის ტერიტორიას.

XIX საუკუნის ფოტომ შემოგვინახა ხუთგუმბათიანი ეკლესიის სახე, რომლის ნაწილებიც გვიან პერიოდამდე იყო შემონახული. როგორც თბილისის გეგმებზეა აღნიშნული, ანჩისხატის ჩრდიოლოეთის მხარეს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონი პირველის მიერ ჯვრის ეკლესია ყოფილა აგებული.

აუციელბელია, აიკრძალოს ამ ადგილებზე ბულდოზერებით მიწის თხრა, მიეცეს მეცნიერებს ტერიტორიის შესწავლის საშუალება და საპატრიარქოსთან შეთანხმებით ამ ადგილს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა მიეცეს”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი