მთავარი » ხატები და ფრესკები

მურომის ღვთისმშობლის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2011 2 კომენტარი | 1,968 ნახვა

მურომის ღვთისმშობლის ხატი(12.04)

მურომის ღვთისმშობლის ხატი – მურომში კიევიდან ჩამოაბრძანა ამ ადგილის განმანათლებელმა წმინდა კონსტანტინემ. რომელიც არწმუნებდა კერპთაყვანისმცემლებს რომ მიეღოთ ქრისტიანობა. განრისხებულმა ხალხმა განიზრახა მაისი მოკვლა თუმცაღა ღვთისმშობლის ხატის ტკბილმა სახემ მოალბო მათი გულები. ამის შემდეგ მათ შეცვალეს თავიანთი აზრი და იქით თხოვეს წმინდანს რომ მოენათლა ისინი.

XIII საუკუნის ბოლოს მურომის ეპისკოპოსი წმინდა ვასილი იყო. ხალხმა, რომელიც ცილისმწამებლური ხმებით იყო დაბრმავებული, მის გარყვნილ ცხოვრებაზე მიიტანა ეჭვი და მისი მოკვლა გადაწყვიტა. მღვდელმთავარმა ვასილიმ ითხოვა, რომ დილამდე დაეცადათ. მთელი ღამის განმავლობაში, დღის 3 საათამდე იგი ტაძარში წმიდათა ტანჯვათა დამთმენელთა ბორისისა და გლების წინაშე ლოცულობდა. ლიტურგიის შემდეგ ხარების ტაძარში წავიდა და იქ ოდესღაც მთავარ კონსტანტინეს მიერ კიევიდან ჩამოტანილი ხატის წინაშე პარაკლისი აღასრულა. შემდეგ ამ ხატით ხელში, რომელზედაც ხსნის მთელ იმედს ამყარებდა, ეკლესიიდან მდინარე ოკაზე წავიდა, მანტია მოიხსნა, წყალზე დააფინა, თვითონ ზედ შედგადა ასე ხატთან ერთად ძლიერი ქარის ხელშეწყობით დინების საპირისპიროდ გასცურა. დილის ცხრა საათისთვის მან მიაღწია ძველ რიაზანს, ადგილს, სადაც მთავრები თეოდორე და კონსტანტინე ცხოვრობდნენ. ისინი სამღვდელოებასთან ერთად ჯვრებით ხელში მდინარის პირას გამოვიდნენ, რათა საოცარი სანახაობა ეხილათ და შეხვედროდნენ მას. ამ დროიდან მურომში საეპისკოპოსო კათედრა გაუქმდა და მის ნაცვლად ახალი – რიაზანში დაარსდა. აქვე დარჩა სასწაულთმოქმედი ხატი, რომელმაც კიდევ ერთი სახელწოდება – წმიდა ვასილის ვედრება მიიღო. სამი წლის შემდეგ წმიდა ვასილიმ საცხოვრებლად, როგორც მონღოლთათვის შედარებით მიუვალი ადგილი, ახალი რიაზანი აირჩია, აქვე 1291 წელს დაუდო საფუძველი ახალ კათედრას და მურომის ხატიც გადმოაბრძანა.

1810 წლის 12 აპრილს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით და მურომის მოსახლეობის თხოვნით ამ ხატის დღესასწაული დადგინდა.

ლოცვანი მურომის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მიმართ

ევედრებიან რათა მიიღონ სული გონიერებისა, კეთილმსახურებისა, გულმოწყალებისა, მოკრძალებისა, სიწმიდისა და სიმართლისა, რათა დაიცვას ქრისტიანთა ქვეყნები და ქალაქები

ტროპარი, ხმა 4

ბრწყინვალედ დღესასწაულობს ერი ჩუენი დღეს, რამეთუ მსგავსად ნათლისა მზისა მივიქუამთ ხატსა შენსა, დედუფალო და ერთობით მისდა მოლტოლვილნი და მლოცუელნი ვხმობთ შენდამი: ჰოი, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღმრთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა იხსნეს ერი ჩუენი და ყოველნი ქუეყანანი ქრისტეანეთანი უვნებელად დაიცვნეს ყოვლისაგან ზედამოსვლისა და იხსნნეს სულნი ჩუენნი, ვითარცა მოწყალე არს.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უფლისა ყოველთა უმაღლესთა ძალთაო, დედუფალო ცისა და ქუეყანისა, ქალაქისა და მამულისა ჩუენისა მეოხო მხურვალეო! შეისმინე ლოცუაჲ ესე ჩუენი და ითხოვე ღუთისა – ძისა შენისაგან მოშურნეობაჲ და მღვიძარებაჲ სულთათვის მწყემსთა ჩუენთასა, სიბრძნეჲ და ძლიერებაჲ – მთავრობათათვის, სიმართლე და სიწრფელე გულთა – მსაჯულთათვის, გონიერებაჲ და სიგლახაკე სულთა – წინამძღუართათვის, სიყუარული და ურთიერთშოვრის თანხმობაჲ მეუღლეთათვის, მორჩილებაჲ – ყმაწვილთათვის, მოთმინებაჲ – ჩაგრულთათვის, შიში ღუთისაჲ – მჩაგვრელთათვის, მხიარულებაჲ – მწუხარეთათვის, ზომიერებაჲ – მხიარულთათვის. გონიერებისა და კეთილმსახურებისა სული დაჰნერგე ჩუენ ყოველთა შორის. მომანიჭე სული მოწყალებისა და მოკრძალებისა, სული სიწმიდისა და სიმართლისა. ჰოი, დედუფალო ყოვლადწმიდაო მოწყალე იქმენ უძლურებათა ერისა შენისა ზედა: განბნეულნი შეკრიბენ, ჭეშმარიტებისა გზასა შეცთომილნი განამტკიცენ, მოწყლულნი განკურნენ, მოხუცებულნი აღადგინენ, ყრმანი აღზარდენ, ჭაბუკნი განაბრძვენ და გარდამოიხილე მოწყალითა თუალითა შენითა ყოველთა ზედა, შემიწყალენ ჩუენ ამიერ და იმიერ ქუეყანასა წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ დედუფალო ჩუენო, დიდებულება ზეცისა და სასოება ქუეყანისა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩუენდა ყოველთა სარწმუნოებით მოლტოლვილთა წინაშე შენსა და შენდა მომართ აღვავლენთ ლოცუათა ჩუენთა, და ვითარცა უძლეველსა შუამდგომელსა თავსა თვისსა და ურთიერთსა და ყოველსა ცხორებასა ჩუენსა შეგვედრებით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი