მთავარი » ჯანმრთელობა

მუნი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.10.2012 25 კომენტარი | 58,462 ნახვა

მუნი გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა. ახასიათებს ინტენსიური ქავილი და იწვევს მუნის ტკიპა, რომელიც ისეთი მცირე ზომისაა (200-400 მკ.), მუნი რომ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს.

პარაზიტი დაახლოებით 1 თვეს ცოცხლობს. მდედრი კანის რქოვან შრეში აკეთებს ხვრელს, სადაც დღეში 2-3 კვერცხს დებს. კვერცხიდან იჩეკება მატლი, რომელიც 10-14 დღეში გაივლის რამდენიმე სტადიას და ზრდასრულ ტკიპად გადაიქცევა.

მუნზე უფრო ვრცლად კანისა და ვენ.სნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვესაუბრება:

– როგორ ვითარდება მუნი, რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა იწვევს მუნის განვითარებას?

კლინიკური გამოვლინებები განპირობებულია დედალი ტკიპის ჩანერგვით ეპიდერმისის რქოვანა შრეში, სადაც იგი დებს კვერცხებს. დაახლოებით 2 კვირაში წარმოიქმნება პარაზიტის მწიფე ფორმები, რომლებიც ინერგებიან კანის ახალ უბნებში. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 7-10 დღეს. მუნის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამის საათებში.ქავილი მძაფრდება სითბოში. მაგ.: ლოგინში ჩაწოლისას,თბილი აბაზანის მიღებისას.

მუნისთვის დამახასიათებელია წვრილი, ქინძის მარცვლისოდენა, ხაზობრივად განლაგებული ბუშტუკები, კვანძები, ეროზიები დაფარული სისხლიანი ქერქებით. ტიპიური ლოკალიზაციაა ზემო და ქვემო კიდურების მომხრელი ზედაპირი, ხელის თითების ნაოჭები, წელი, მუცელი და დუნდულები, მამაკაცებში – გენიტალიუმის არე, ქალებში კი – სარძევე ჯირკვლები.

ხშირად გვხვდება აგრეთვე მუნის ატიპიური ფორმები, კერძოდ, კანის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები მუნთან კომბინაციაში. მუნი ხშირად მუნი რთულდება კანის სხვა დაავადებებით,რასაც მივყავართ დიაგნოსტიკურ შეცდომამდე.

– რა გართულებები ახლავს ამ დაავადებას?

მუნით დაავადებულთა შორის აღსანიშნავია შემდეგი სახის გართულებები : მეორადი პიოდერმია, ქავილის შედეგად მეორადი ჩირქოვანი ინფექციის თანდართვა.ხასიათდება ეროზიებით, პუსტულებით, სეროზულ-პემორაგიული და ჩირქოვანი ქერქებით.სკაბიოზური ლიმფოპლაზია, რომელიც ვითარდება ზედმეტი ანტისკაბიესური პრეპარატის არასწორად ხმარებისას, გამოიხატება მკვრივი კონსისტენციის მქონე მოწითალო ფერის კვანძოვანი გამონაყარით, რაც ძლიერი ქავილით მიმდინარეობს,სკაბიოზური დერმატიტი კი ვლინდება პიპერემიით, აქერცვლით, ურტიკარული პაპულებით.

– როგორ მკურნალობენ მუნს?

მუნის მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდია გოგირდის 33%- იანი მალამო მოზრდილებში,ბავშვებში კი – ასაკის შესაბამისად. შეზელა ხდება 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. მე- 7 დღეს – დაბანა. ეფექტურია აგრეთვე 25%-იანი ბენზილ-ბენზოატი, სპრეგალის აეროზოლი, რომელიც საკმაოდ კომფორტულია მოხმარების თვალსაზრისით, მისხურების შემდგომ 12 საათში უნდა ჩამოიბანოს. მკურნალობის სქემის ზუსტად შესრულება აუცილებელია განკურნებისათვის.

– ექიმის რჩევა:

მუნის შემთხვევაში აუცილებელია ავადმყოფის იზოლაცია, მისი თეთრეულისა და ტანსაცმლის დეზინფექცია, ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული პროფილაქტიკური დამუშავება,ჰიგიენური პირობების დაცვა.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

25 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი