მთავარი » ჯანმრთელობა

მუნი – კლინიკური სურათი, მკურნალობა და პრევენცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.06.2016 16 კომენტარი | 71,710 ნახვა

მუნი (ბღერი (scabies)) – ადამიანის კონტაგიოზური პარაზიტული დაავადება, რომელიც ხასიათდება ძლიერი ინტენსიური ქავილით; დაავადების გამომწვევია ბღერის ტკიპა Sarcoptes scabiei var. hominis.

დასნებოვნება ხდება დაავადებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით, მუნი თეთრეულით, ტანსაცმლით და პირადი მოხმარების საგნებით. დაავადების ყველაზე ხშირი წყაროა ოჯახის წევრები, მეზობლები და კონტაქტში მყოფი სხვა პირები; ასევე გადაეცემა სქესობრივი კავშირით. ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 1–2 კვირა გრძელდება . კლინიკური გამოვლინებები განპირობებულია განაყოფიერებული მდედრობითი ტკიპის ჩანერგვით ეპიდერმისის რქოვან შრეში, სადაც იგი განათავსებს კვერცხებს. დაახლოებით 2 კვირაში, გაივლის რა განვითარების რამდენიმე სტადიას, კვერცხებიდან წარმოიქმნება პარაზიტის მწიფე ფორმები, რომლებიც ვრცელდებიან კანის ახალ უბნებში.

კლინიკური სურათი

მუნის ძირითადი სიმპტომია ღამის ქავილი, განპირობებული ტკიპების აქტიურობით ამ პერიოდში. გარდა განაკაწრებისა, აღინიშნება წვრილი პაპულოვეზიკულები, წვრილი ხაზოვნად დალაგებული ბუშტუკები და კვანძები. დაავადებისათვის პათოგნომურია “მუნის გასავლები” – მცირე ზომის სწორი ან დაკლაკნილი ხაზები, ბოლოში ბუშტუკით, სადაც იმყოფება მდედრობითი ტკიპა. ხვრელები ერთმანეთისგან 0,5-1 სანტიმეტრით არიან დაშორებულები. გამონაყარის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კანის თხელი ნაზი უბნები: თითებშუა არეები, სხივ–მაჯის მომხრელი არე, მუცელი, სასქესო ასო, ბარძაყების შიდა ზედაპირი, სარძევე ჯირკვლები. მუნის დროს არ ზიანდება სახის კანი და თავის თმიანი ნაწილი. მუნი ხშირად რთულდება პიოდერმიით (ფურუნკულები, ექტიმები, იმპეტიგო).

დიაგნოზი ეყრდნობა ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს, ტიპიურ სიმპტომატიკასა და ლაბორატორიულ გამოკვლევებს.

მკურნალობა

დაავადება განკურნებადია, მაგრამ მკურნალობის პროცესი საჭიროებს დიდ ძალისხმევას. მკურნალობის შერჩევა ხდება ექიმი-დერმატოლოგის მიერ. მუნის სამკურნალოდ გამოიყენება გოგირდის მალამო, პერმეტრინი, სპრეგალი, სპეციალური სქემების მიხედვით. მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ავადმყოფის ორჯერადი გასინჯვა 1 კვირიანი შუალედით. პროფილაქტიკის მიზნით, სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარება ოჯახის ყველა წევრი და ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, განსაკუთრებით საბავშვო დაწესებულებებში.

განკურნება მიიღწევა 3 პირობის დაცვით:

ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის სქემის ზუსტი შესრულება;
ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის პროფილაქტიკური დამუშავება;
ჰიგიენური პირობების დაცვა. პირადი მოხმარების საგნებისა და საცხოვრებელი ადგილის დეზინფექცია.

პრევენცია

მუნის პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ჰიგიენური პირობების დაცვა და სხვა პიროვნების პირადი მოხმარების ნივთების გამოყენებისგან თავის შეკავება. მუნის აქტიური გამოვლენის მიზნით ასევე მნიშვნელოვანია რუტინული ინსპექციების ჩატარება მოსახლეობაში; დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია მუნის კერების აღმოფხვრა, ინფექციის წყაროს სრული მკურნალობა, საკონტაქტო პირზე დაკვირვება და სადეზინფექციო ზომების განხორციელება.

წყარო: http://www.ncdc.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

16 კომენტარი »

  • ნინო says:

    პერმეტრინი და სპრეგალი აფთიაქებში იყიდება?

  • ცხოვრებაში მსგავსი სატანჯველი თუ არსებობს არვიცი…დაავადება რომელსაც თითქმის ექიმების 95%ვერ ხვდება და ალერგიას აბრალებს….ლამის თავი მომაკვლევინა მთელი 6თვე…სანამ გავიგებდი რა ჯანდაბა იყო ოჯახსაც გადავდე….7დღიანი გოგირდის მალამო ვიხმარეთ რომელმაც გამოაშრო და სულ კანი…და ეს რაღაცეები გამოუსედეგარიაო ექიმები ამბობენ….მაინტერესებს თუ იხმარა ვინმემ და რა შედეგი ჰქონდა….თავი შემძულდა ხალხს ვეღარ ვეკარები შიშით სულ ეგ მგონია რომ გადამედება ისევ…და ისევ გამართლდა ეს შიში…ისევ მაქვს ესამოსაწყვეტი….:@:@:@:@

  • italia 10 says:

    es aris sashinelze sahineli munis tkipi gavrcelebulia dzaglebshi es gogirdis malamo sustia zogjer ver ereva sheidzleba sulac ar ikos muni da shinaganad modiodes akrdzalet plasmasis botlebidan wklis daleva radgan igi atasnair cvlilebebs iwvevs organizmshi rac garegnuladac vlindeba da adamians emarteba dzlieri tanis kavili kovel shemtxvevashi kargia shemdegi wasasmeli 1 jika dzmari sami supris kovzi soda 4 cali limonis wveni 1 jika wkali es kvelaperi magrad auriet da waisvit mtel tanze shesadzlebelia ertxel wasmam gishvelot an kidev meore dgidan gaimeoret dzmari unda ikos kurdznis scader gadzlierebul kavils shvelis da miirtvit koveldge erti vashli gisurvebt djanmrtelobas

  • მარინე says:

    ყველაზე კარგი საშუალებაა ბენზილბენზოატის 20% მალამო უნდა შეიზილო მთელ ტანზე დილა საღამოს.განსაკუთრებით თითებსშორის, მოსახრელ ადგილებში,გენიტალიებზე ბარზაყებზე შიგნითა მხარეს.გააჩნია თუ ძლიერად მოდებულია შეიძლება 6დღეც დასჭირდეს.გარდა ამისა ჰიგიენის წესები ყველაზე აუცილებელია,დავიწყოთ: ა) მკურნალობის პროცესში დაბანა აუცილებელი არ არის-იბანთ მხოლოდ მკურნალობის დამთავრების შემდეგ.ეს იმიტომ,რომ არ მოხდეს წამლის ჩამორეცხვა და მუნის გამომწვევს არ მიეცეს გამრავლების საშუალება. ბ) ყველაფერი რაც ექვემდებარება სტერილიზაციას ან უთოში გატარებას უნდა დასტერილდეს და კარგად ორივე მხრიდან დაუთოვდეს გ) რაც არ სტერილდება ჩაალაგეთ დიდ დაუზიანებელ ცელოფნებში გადაუკარით სკოჩით მჭიდროდ თავი და 3 დღე-ღამის განმავლობაში უნდა იყოს ასე შეკრული,რომ მუნის ტკიპები დაოგუდონ.უფაერობით. გაფრთხილებთ ჰაერი არ უნდა შეიპაროს ცელოფნებში,თორემ შესაძლოა განკურნებული ისევ დაგაავადოთ ტანსაცმელში დარჩენილმა ცოცხალმა ტკიპამ. დ) ბოლოს როცა დაიბანთ,დასუფთავდებით რომელი ტანსაცმელიც ბოლოში გეცვათ ანალოგიურად დაასტერილეთ ან ცელოფნებში გადასკოჩეთ.გარწმუნებთ თუ ჰიგიენის ამ წესებს ასე ზედმიწევნით არ შეასრულებთ მუნს ვერ მოიშორებთ დიდხანს–გისურვებთ გამოჯანმრთელებას

  • ქეთი says:

    მაინტერესებს თუ შეიძლება მხოლოდ თავის ფხანა იყოს ბღერის ნიშანი. სხეულის სხვა ადგილები არ მექავება, მაგრამ თავის კანი რაღაც ისტერიულად. ექიმმა ვანსეარ დუო და ალერფასტი დამინიშნა და ოდნავ შერბილდა ამის შემდეგ ქავილის აგრესიულობა, მეტი არაფერი. თუ ვინმე ხართ აქ დერმატოლოგი ან ვინმეს ამგვარი შემთხვევა გქონიათ გთხოვთ მიპასუხოთ.

  • Liana Hoffmann says:

    Zaiswit nachschiri + marili+ zeti = gankurneba=kurtani

  • მარი says:

    გამარჯობა, ლაქტაციის დროს რა საშუალებით შეიძლება მოვირჩინოთ ბღერი?

  • Liana Hoffmann says:

    Zaiswi tanze nachschiri, fa patara natechi schetschame kowel dge, dabanis fros zaiswi nachschiri+marili+zeti= gazmenda,auzilebelia nioris da chachwis tschama, parazitebs akrobs, izchowret sulierad gadmozere lukas sacharebidan kowel dge ramfenime muchli

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი