მთავარი » ქრისტიანობა

მუდმივად უნდა ვატაროთ ნათლობის ჯვარი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.01.2017 3 კომენტარი | 19,954 ნახვა

ნათლობის ჯვარი მუდმივად უნდა ვატაროთ?

პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი კიკვაძე: “ნათლობის ჯვარი წარმოადგენს განსაკუთრებულ სიწმიდესა და ღირებულებას მორწმუნისთვის, გულსაკიდი ჯვარი
რადგან ადამიანს შეახსენებს, თუ რა დიდ საიდუმლოში აქვს მონაწილეობა მიღებული. ნათლობის დროს პიროვნებას მიმართავს მოძღვარი კითხვით: “განაგდებ სატანას?” მოსანათლი (თუ ჩვილია, მაშინ ნათლია) პასუხობს: “განვაგდებ სატანას” და დებს აღთქმას, რომ შეუდგება ქრისტეს. ეს აღთქმა ხშირად გვავიწყდება. ნათლობის ჯვარი კი არის ერთ-ერთი უდიდესი ძალის მატარებელი, რომელმაც მუდმივად უნდა შეგვახსენოს ნათლობისას ჩვენი, ან ნათლიის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომ განვაგდებთ სატანას და შევუდგებით ქრისტეს. მის ყოველდღიურ ტარებას რაც შეეხება, არ არის აუცილებელი. ნათლობის ჯვარი რომ არ დაეკარგოს ადამიანს, შესაძლებელია გაიკეთოს მხოლოდ საუფლო დღესასწაულებზე, მისთვის განსაკუთრებულ დღეს, ან ყოველდღიურად. თავად როგორც სურს.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ზვიადი says:

    ხალხო, წმ. მამა გაბრიელმა თქვა რომ ნათლობის ჯვარი არასოდეს არ უნდა მოიხსნა, არც პირის პარსვისას არ აბაზანაში შესვლისას. ასევე ის, რომ წმ. ნინოს ჯვარი თავიდან დახრილი არ ყოფილა და არ შეიძლება ეგეთი დახრილი ჯვრის ტარებაც რადგან ეგ უკვე ჯვარი არაა:

    “- წმინდა ნინოს ჯვარი რუსეთიდან რომ დააბრუნეს, ორივე ფრთა ჰქონდა დახრილი, იქ გაუფუჭდათ მოუვლელობისაგან. რა მოხდებოდა გაესწორებინათ და ოქროში ჩაესვათ?! ეს ჩვენს დაცემულობაზე მეტყველებს! აბა, ჩადით სამთავროს ტაძარში და ნახეთ, წმინდა ნინოს რომელ ძველ ხატზეა დახრილი ჯვარი გამოსახული? ჯვარზე ხომ, ქრისტე გააკრეს და არა წმინდა ნინო!” – წმ. გაბრიელი (ურგებაძე) აღმსარებელი და სალოსი.
    _________________________________

    – და რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში როდესაც ნათლობის ჯვარი წმ. ნინოსი გვაქვს და სწორედ ასეთი ფრთებ-დახრილია? და თუ მისი ფრთების გასწორება ვერ ხერხდება, შეიძლება თუ არა მისი გადადნობა ნამდვილი ფორმის მისაცემად? ნაკურთხი ნათლობის ჯვარია, როგორ უნდა შეიძლებოდეს მისი გადადნობა, არადა დახრილია. ააქვს საერთოდ ძალა ასეთ ჯვარს? ეს მოძღვრის შეკითხვადაც გავაგზავნე და აქაც ვწერ იქნებ ვინმემ რაიმე იცის. – წინასწარ მადლობას გიხდით.

  • ხათუნა says:

    და ვისაც ნათლობის ჯვარი დაკარგული აქვს ან მოპარეს რა უნდა ქნას?

    • უნდა შევიძინოთ ახალი მართმადიდებლურად კანონიკური ჯვვარი და ეკლესიაში ჩვენს სახელზე ვაკურთხებიოთ.რიშ შემდეგაც დიდი მოფთხილებით და დიდი რწმენით ვატაროთ და გულიდან არ მოვიშოროთ.წმინდა ცხოველმსყოფელი ჯვრის მადლი შეგწეოდეთ ყველას

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი