მთავარი » ქრისტიანობა

“შვილო, მუდამ გახსოვდეს ქრისტე, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი წამალი იპოვო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2020 | 885 ნახვა

შვილო, მუდამ გახსოვდეს ქრისტე, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი წამალი იპოვო. გტკივა? ქრისტეს მოხმობით შვებას იგრძნობ და განათლდები.

დამწუხრებული ხარ? ქრისტეს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება. იმედგაცრუება დაგეუფლა? ნუ დაიზარებ, შენი ყველა იმედი ქრისტეზე დაამყარო და სული სიმხნევით აგევსება და გაძლიერდება. ხორციელი გულისსიტყვები გაწუხებს და გრძნობადი ტკბობისკენ გიზიდავს? ქრისტეს სახელით მწველი ცეცხლი წაუკიდე ღვარძლს. რაიმე ცხოვრებისეული საკითხი გაწუხებს? თქვი: ”იესუ ჩემო, განმანათლე, როგორ მოვიქცე. წარმართე ეს საქმე შენი წმინდა ნების თანახმად” და დაინახავ, როგორ დამშვიდდები და იმედით სავსე განაგრძობ სვლას.
ყველაფერში და ყველაფრისთვის ქრისტეს სახელი იყოს შენი საძირკველი, საყრდენი, სამკაული, საფარველი და მტრების ნუღარ შეგეშინდება. მაშინ გეშინოდეს, თუკი ყველაფერს ქრისტეს გარეშე აკეთებ. უწამლოდ განკურნებას ნუ ელი, შედეგი ხრწნა იქნება. ეცადე ილოცო შვილო და დიდ სარგებელს ნახავ, სულიერ შვებას და განსვენებას იგრძნობ.

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი