მთავარი » ქრისტიანობა

რა კურთხევა აქვს მიცემული მთავარანგელოზებს ღვთისგან?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.11.2020 | 230 ნახვა

წმ. დიონისე არეოპაგელის თქმით, მთავარანგელოზები არიან სულ 9 რანგის. ანგელოზების რიცხვი დიდია. მანვე მოგვცა ცნობა იმის შესახებ, თუ რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღმერთისგან:

მთავარანგელოზი მიქაელი – („ვითარცა ღმერთი“ – დან. X-13, XII-I) მძლეველი ყველა მტრული ძალებისა. მფარველი ყოველგვარი უბედურებისაგან, მწუხარებისაგან და ბოროტი ცოდვებისაგან;

მთავარანგელოზი გაბრიელი – („კაცი ღმრთისა“- დან.VIII-16, IX-21, ლუკა I-19.26) სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღმერთის საიდუმლოსი;

მთავარანგელოზი რაფაელი – („შემწეობა ღვთისა“ – ტობ. III-16, XII-12,15) ავადმყოფების მკურნალი და გზაზე დამყენებელი;

მთავარანგელოზი ურიელი – („ცეცხლი ღვთისა“ – III ეზრა, V-16) აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა;

მთავარანგელოზი ეგუდიელი – („ქება უფლისა“ – გარდამოცემა) მიმცემი და შუამავალი ღმერთის სიკეთისა და სულიერი და ხორციელი სიწმიდის მფარველი;

მთავარანგელოზი ვარახიელი („მადლი ღვთისა“ – გარდამოცემა)

მთავარანგელოზი სელაფიელი – („ლოცვა ღმერთისადმი“ – ეზრა, V-16) მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისათვის;

მთავარანგელოზი იერომიელი – („სიმაღლე ღვთისა“ – III ეზრა IV-36) ღმრთისადმი სიყვარულის გამღვიძებელი;

მთავარანგელოზი ტახნილი – დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან.

მთავარანგელოზთა კონდაკი

მთავარანგელოზნო ღვთისანო, მსახურნო საღმრთოისა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩვენცა გვიოხენით, დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.

მთავარანგელოზთა ტროპარი

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოსნო, გევედრებით ჩვენ, უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქვენითა შემზღუდნეთ ჩვენ საფარველითა ფრთეთა თქვენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქვენისა მიერ დაცულნი, შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა განსაცდელთაგან გვიხსენინ ჩვენ დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი