მთავარი » ქრისტიანობა

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი “მსწრაფლშემსმენელი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.11.2019 | 2,736 ნახვა

რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი “მსწრაფლშემსმენელი”

ლოცვა

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო “მსწაფლშემსმენელო”, მრავალ სასწაულთა მოქმედო, ათონის მთის სიწმიდეთა საუნჯეო, ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემისა მასწავლელო, შევრდომით გევედრებით ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი ესე, მეოხ გვეყავ წინაშე ერთარსისა და სამგვამოვანისა ღმრთისა ჩვენისა, რათა შუამდგომელობითა შენითა ყოვლადსახიერმან სამებამან გარდამოგვივლინოს საღმრთო მადლი უძლურთა კურნებისა და ნაკლულევანთა აღვსებისა, სასიცოცხლო ძალთაგან დაშრეტილთა და უღონო ქმნილთა, ბოროტის მანქანებათაგან მრავალ გზის კვეთებულთა და გვემულთა, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, “მსწრაფლშემსმენელად” წოდებულო, ევედრე სამებასა ყოვლადწმიდასა, უცვალებელსა, გამოუკვლეველსა, ერთღმრთეებად ქებულსა, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელსა, გარეშეუწერელსა, მართლმადიდებელთა მაცხოვნებელსა, რათა შუამდგომელობითა შენითა სამებამან ერთღვთაებამან გარდამოგვივლინოს შეცნობა და სწრაფვაჲ ზეციურისა მოქალაქობისა, სინანული უღმრთოისა ცხოვრებისა, ძლევაჲ საცდურთა სიმრავლისა, ძალი და შეწევნაჲ დაცემათაგან აღდგომისა და აღმართებისა, რამეთუ უკეთუ არა მსწრაფლშემწეობა შენი, ვითარ განვერნეთ ბოლო ჟამის მოძალებულ უსჯულოებათა ნიაღვარსა შინა დანთქმისა და წალეკვისაგან.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, “მსწრაფლშემსმენელო”, ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩვენსა, შენდამი აღძრულ სასოებასა, შენდამი მოლტოლვილთა აღსარებასა, არამედ შუამავალ გვექმენ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, განუყოფელისა და დაუსრულებელისა, რათა მოიხილოს ჩვენზედა წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა, გარე წარაქციოს რისხვაჲ მარადის ჩვენზედა მომავალი და გვიხსნას ჩვენ სამართლად ჩვენზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩვენ, რათა ყოველგან და ყოველსა ჟამსა ვადიდებდეთ სახელსა მისსა წმიდასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი