მთავარი » საზოგადოება

მსვლელობა დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდანაც დაიწყო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.09.2012 | 2,050 ნახვა

მრევლიდიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან გმირთა მოედნის მიმართულებისაკენ სასულიერო პირებისა და მრევლის გალობით მსვლელობა ამ წუთებში დაიწყო. როგორც “ამბიონის” კორესპონდენტი იუწყება, მათ კინოთეატრ “საქართველოსთან” მდებარე წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სამღვდელოება და მრევლიც შეუერთდა. ისინი ნაკურთხი წყლით აკურთხებენ გზას.

მომლოცველებს წინ მიუძღვის დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარის წინამძღვარი მამა თეიმურაზი. სტიქაროსნებს ხელთ აქვთ ბაირაღები, ჯვრები…
უწმიდესის კურთხევით დღეს მთელი თბილისის კურთხევა მიმდინარეობს და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

მსვლელობებში მონაწილენი გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მეტეხის ხიდისკენ მსვლელობა დაიწყება. ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე კი, 18.00 საათზე, მსვლელობას მეოთხე ნაკადი შეუერთდება და საზეიმო პარაკლისი შესრულდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი