მთავარი » ქრისტიანობა

მსოფლიო პატრიარქი ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებს მოუწოდებს, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირონ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.01.2019 | 219 ნახვა

მსოფლიო პატრიარქი მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

„ყველა ჩვენი ძალისხმევის რეალიზება მოსალოდნელია 6 იანვარს, როდესაც ჩვენ ვაპირებთ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ჩუქებას და დღესასწაულს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან ერთად“, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა, რომლის მიმართვაც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე „orthodoxia.info“.

კონსტანტინეპოლის პატრიარქის თქმით, უკრაინის სასულიერო პირებმა უკვე დაიწყეს ფანარზე ჩასვლა, ხოლო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებმა უნდა შეისწავლონ წერილის დეტალები, რათა შეუდგნენ ახალი ეკლესიის აღიარების პროცესს.

ბართლომემ ამავე ეკლესიების მეთაურებს მოუწოდა, აღიარონ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალურ ეკლესიად. „თუკი გადავწყვეტთ ჩვენი ძმების იგნორირებას, რომლებსაც უწევთ უკრაინაში გაშმაგებული ბრძოლის გადატანა, ჩვენ არ გვექნება არავითარი გამართლება სამსჯავროს დღეს“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის მიმართვაში.

15 დეკემბერს კიევში გამაერთიანებელი კრება ჩატარდა, რომელზეც უკრაინის სამი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ეკლესიის შექმნის შესახებ და მის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.