მთავარი » ჯანმრთელობა

მსოფლიო გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან მიმართებაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.11.2012 2 კომენტარი | 3,425 ნახვა

რა ზომები ტარდება სხვა ქვეყნებში გენმოდიფიცირებული პროდუქციის მიმართებაში?

შალვა მელქაძე (საკვები პროდუქტების ექსპერტი):

“გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მარეგულირებელი სისტემატიზირებული სახის კანონმდებლობა სათავეს იღებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან. გენმოდიფიცირებული ამგვარმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ამჟამად ყველაზე უფრო სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა ამ სფეროში სწორედ ევროკავშირის ქვეყნებსა და ზოგადად ევროკავშირს გააჩნიათ. ევროკავშირში წარმომადგენლობებისა და მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების მეშვეობით მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კამპანიებში, რათა მოიპოვონ და მიიღონ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების პრაქტიკის შესახებ.”

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულ სამეფოში შემავალი სუბიექტებიდან ინგლისი გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციისა და ორგანიზმების მომხრეა, თუმცა შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და უელსი – წინააღმდეგი. აქედან გამომდინარე, ინგლისს დამოუკიდებლად საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია და იძულებულია ანგარიში გაუწიოს გაერთიანებული სამეფოს დანარჩენ სუბიექტებსაც.

• გაერთიანებულ სამეფოში არ ხდება გენეტიკურად მოდიფიცირებული მარცვლეულის (ყველა სახის) მოყვანა.
• რაც შეეხება იმპორტს, გაერთიანებულ სამეფოში ხდება ყველა იმ დაშვებული და სერტიფიცირებული გენეტიკურად მოდიფიცირებული მარცვლეულის შემოტანა, რომლებიც ევროკავშირის მიერ იმპორტირებისთვისაა ნებადართული. აქედან გამომდინარე, გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოს და რამდენიმე სახეობის სიმინდის მარცვლისა და პურის მარცვლის იმპორტი ხორციელდება აგრეთვე როგორც ცხოველთა საკვები.
• ყველა ადამიანის საკვებად გამიზნული გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტისათვის აუცილებელია მარკირება, რაც ნიშნავს რომ GM-ს გამოიყენება აგრეთვე ადამიანის საკვებად.

ავსტრია

• ავსტრიაში აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლები (Bt176, T25, MON810) და oilseedrape (Gt73).
• არსებობს აგრეთვე შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რათა მათ არ დაუშვან გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების გაყიდვა, რომლებიც 0.9% (თუკი პროდუქტში 0.9% და მაღალი შემცველობაა გენმოდოფიცირებული ორგამიზმების, EU1829/2003 და 1830/200 დადგენილებებით სავალდებულოა მათი მარკირება) გენმოდოფიცირებულ ორგამიზმებს შეიცავენ.

პოლონეთი

• 2005/2006 წლებში პოლონეთის ყველა პროვინციამ საკუთარ თავი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება თითოეული პროვინციის მთავრობის საბჭოს დონეზე განხორციელდა. შემდეგ მათ პრემიერ-მინისტრს მიმართეს, რათა ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გაფორმებულიყო. პრემიერ-მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ამგვარი გადააწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო, რადგან საამისოდ არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი ბერკეტი. თუმცა, ბევრისთვის გასაოცრად, პოლონეთის პარლამენტმა 2006 წლის მაისში მიიღო აქტი, რომლითაც აიკრძალა გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლების როგორც იმპორტი, ასევე თესვა. იგი “Seeds Act” – “აქტი (დადგენილება) თესლების შესახებ”. იმავე წლის აგვისტოში მას მოჰყვა მეორე, გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველთა საკვების იმპორტის აკრძალვა, რომელიც ძალაში 2008 წელს შევა.

ზემო თქმულიდან გამომდინარე, თავდაპირველად GMO Free Zone – გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალი ზონის სტატუსის დეკლარირება, დამოუკიდებლად, პროვინციების დონეზე განხორციელდა. შემდგომ მისი გამყარება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური აკრძალვით მოხდა.

ყველასათვის ცნობილია, რომ ევროკომისია არ აღიარებს და არ აძლევს უფლებას ცალკეულ ევროკავშირის წევრ ქვეყანას აკრძალოს იმ გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლების იმპორტი, რომლებიც ევროკავშირის მიერ იმპორტისთვისაა ნებადართული. ეჭვგარეშეა, რომ ევროკომისია პოლონეთის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდოდა, თუმცა იმის იმედიც არსებობდა, რომ პრემიერ-მინისტრი თავის პოზიციას დაიცავდა და მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტად მოიყვანდა იმას, რომ პოლონეთი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანაა, რომელიც GMO-სგან დაცვას საჭიროებს. თუმცა პრემიერ-მინისტრმა თებერვალში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელი ხდება სპეციალური “GMO-ზონების” შექმნა, სადაც კომერციული თესვა იქნება შესაძლებელი; ეს კი თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ აკრძალვასთან; პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სარატიფიკაციოდ ევროგაერთიანებაში/კომისიაში გადაიგზავნა, შემდეგ ის საბოლოოდ პოლონეთის პარლამენტს საბოლოო კენჭისყრისთვის დაუბრუნდება. ნათელია, რომ ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის უმთავრესად “დედამიწის მეგობრები – ევროპას”, კიდევ მოუწევთ გენეტიკური ორგანიზმებით გამოწვეული დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა. პოლონეთზე დიდია ისეთი ტრანსნაციონალური კორპორაციების ზეწოლა, როგორებიცაა: Monsanto, Syngenta da Cargill; ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ქვეყანაში ნებადართულად გამოცხადდეს GMO-ს თესვა.

უნდა აღინიშნოს ის წარმატება, როდესაც პოლონეთის მიერ გენეტიკურად მოდიფიცირებლი სიმინდის mon810-ის ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალვას, ევროკომისიის წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი ევროპის გარემოსდაცვის მინისტრებმა ერთხმად დაუჭირეს.

• პოლონეთში არ ხდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კომერციული თესვა. ასევე 2006 წლამდე არ ხდებოდა მინდვრებში საცდელი თესვა, თუმცა სახელმწიფო-კვლევით დაწესებულებაში რამდენჯერმე გენეტიკურად მოდიფიცირებული სიმინდის საცდელი თესვა ჩატარდა.

პოლონეთის არგუმენტები გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (GMO- ს) წინააღმდეგ:

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები წარმოადგენენ გენეტიკურ მასალას, რომელიც ადამიანის მიერ გამიზნულად იქნა შეცვლილი ისეთი გენური ინჟინერიის საშუალების გამოყენებით როგორიცაა: რეკონბინირებული დეენემის (DNA) ტექნოლოგია. GMO- ს შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ცოცხალ ორგანიზმებთან, რომლებსაც შეუძლიათ მუტაცია, გავრცელება და ჯვარედინი დამტვერვით ტრადიციული პურის მარცვლის მოსავლის დაბინძურება.

სოფლის მეურნეობაში ბიოტექნოლოგიის გამოყენებას შემდეგი სავალალო შედეგის გამოწვევა შეუძლია:
1. იმ ფერმერთა, გლეხთა მინდვრები, რომლებიც იმ ტერიტორიის ახლოს მდებარეობენ სადაც GMO მარცვლეული მოჰყავთ, მათი GMO- თი დაბინძურების ალბათობა გარდაუვალია, რაც შედეგად მათ საშუალებას არ მისცემს თავიანთი პროდუქცია გაყიდონ როგორც GMO- სგან თავისუფალი.
2. იმ ფერმერებს, რომელთაც თავიანთ მინდვრებში GMO მოჰყავთ და რომელთა ტერიტორიიდანაც მოხდება ახლომდებარე მინდვრების დაბინძურება, ძალიან დიდი საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.
3. მეცხოველეობით დაკავებულ იმ ფერმერს, რომელიც თავის პირუტყვს არ გამოკვებავს GMO-სგან თავისუფალი საკვებით, გაუჭირდება თავისი პროდუქციის გაყიდვა.
4. გაძნელდება GMO- სგან თავისუფალი რეპროდუქციული მასალის პოვნა.
5. ადგილობრივი გადამამუშავაბელი სამრეწველო დარგები გარანტიას ვერ გასცემენ, რომ მათი პროდუქცია GMO- სგან თავისუფალია.
6 ტრადიციულ და ორგანულ პროდუქტებზე ფასები მოიმატებს, რადგან აუცილებელი იქნება სერთიფიკატებით დაადასტურონ, რომ ისინი GMO- სგან თავისუფალნი არიან.

რუმინეთი

რუმინეთში ოფიციალურად მხოლოდ RR სახეობის სოიოს (RR Soy) მოყვანა იყო დაშვებული, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ოფიციალური მარცვლეულის სია გაუქმდა და მისი ადგილი ევროკავშირის მარცვლეულის სიამ დაიჭირა; შესაბამისად, RR სახეობის სოიოს მოყვანა აიკრძალა, თუმცა შესაძლებელი გახდა MON810 bt სახეობის სიმინდის თესვა.

გაწევრიანების შემდეგ ხდება ქვეყანაში არსებული nr.214/2002 კანონის, რომელიც ითვალისწინებდა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიღებას, ტესტირებას, გამოყენებასა და კომერციალიზაციას, ევროკავშირში არსებულ დირექტივასთან (Directive 2001/18/EC) ჰარმონიზება.

მკაცრად ხორციელდება აგრეთვე გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების მარკირების კონტროლი. ქვეყანაში ასევე ხორციელდება ევროკავშირის დადგენილებები მარკირების შესახებ და 1829/2003 EC დადგენილება გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანურ და ცხოველურ საკვებზე (EU GMO labling regulations and 1829/2003/EC regulation on GM food and feed).

პორტუგალია

პორტუგალიაში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალი ზონის სტატუსი გააჩნიათ: ერთ რეგიონს, 27 მუნიციპალიტეტსა და ერთ მცირე ადმინისტრაციულ ერთეულს. აღნიშნული სტატუსი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ქვეყანაში ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაშვებული და მიღებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების როგორც იმპორტი, ასევე დათესვა. თესლებს, რომლებიც კომერციული თესვისთვისაა დაშვებული არ უნდა გაჩნდეთ „GMO“ს –ს შემცველობის ნულოვანი ოდენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია მათი მარკირება.

ხორვატია

ხორვატიაში 20 ადმინისტრაციული ერთეულიდან 12 გამოცხადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად.

ხორვატიაში ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ რამდენიმე კანონი, ისინი გაცილებით მკაცრია ევროკავშირის კანონებთან შედარებით. ხორვატიის ზემოხსენებული კანონები 2005 წელს ძალაში მაინც შევიდა. ამერიკის შეერთებული შტატების მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად, რომ ამოქმედდებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მხრიდან საპასუხო სანქციები.

კანონის მიხედვით იკრძალება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება (გარემოში გავრცელება):

1.დაცულ ტერიტორიებზე და მათ ირგვლივ არსებულ ბუფერულ ზონებში.
2.ორგანული სოფლის მეურნეობის ტერიტორიებზე
3.ეკოტურიზმისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე
ხორვატიაში არ არის არანაირი ნებართვები გაცემული კომერციულ, მინდვრებში საცდელ თესვასა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველ ადამიანისა და ცხოველთა საკვებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ადმინისტრაციულ ერთეულებს უფლება აქვთ მიმართონ ხორვატიის მიერ 2005 წელს მიღებული კანონს GMO- ს შესახებ, რომელიც ევროკავშირის კანონებთან შედარებით გაცილებით მკაცრია, რათა სისრულეში მოიყვანონ თავიანთი აკრძალვები.

მთავარი არგუმენტი, რის გამოც იქნა აღნიშნული კანონი მიღებული არის: ხორვატიის მცირე ტერიტორია – შესაბამისად, მცირე მინდვრებით, ამის გამო, GMO- სგან დაბინძურების სწრაფი გავრცელების რეალური საფრთხე არსებობს, და, რაც მთავარია, მისგან ორგანული სოფლისმეურნეობის დაცვა შეუძლებელია.

უნგრეთი ევროპაში სიმინდის მეორე მწარმოებელია. ამ მხრივ კი უნგრეთისათვის გმო-სგან თავისუფალი ქვეყნის სახელი, რეპუტაციისთვის ბევრის მეტყველი და გადამწყვეტია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ეკონომიკური დანახარჯები, რომლებიც უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და წარმოებაზე. ქვეყანაში გმო-ს წარმოების ოფიციალურად დაშვება არა მხოლოდ ძვირადღირებული პროცედურების გატარებას, არამედ დამატებითი ლაბორატორიული გადასახადების დაწესებას გამოიწვევს. ამ უკანასკნელის გადახდა სავალდებულოა ყველა იმ კომპანიისა თუ მწარმოებლისათვის, რომლებიც აღნიშნული პროდუქტების გამოყენებას მოისურვებენ.

გენურად მოდიფიცირებული ნედლეული და მისგან მიღებული პროდუქტები

სასურსათო ნედლეული
სასურსათო ნედლეული
სასურსათო ნედლეული
სასურსათო ნედლეული

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი