მთავარი » საზოგადოება

მსოფლიო გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.11.2009 ერთი კომენტარი | 2,904 ნახვა

ქართველმა ქალებმა საკუთარი უფლებები არც იციან

გენდერული თანასწორობა25 ნოემბერი ქალთა ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. სიმბოლურად ამ დღეს საფუძვლად დაედო სამი დის, მირაბელების სასტიკი მკვლელობის ამბავი, რაც დომინიკის რესპუბლიკაში 1960 წლის 25 ნოემბერს, რაფაელ ტრაჯილიოს დიქტატორობის დროს მოხდა. ისინი ტრაჯილიოს საიდუმლო პოლიციის წევრებმა მოკლეს, რადგან დები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში, ხშირად იყვნენ პატიმრობაში და ქვეყანაში სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის იბრძოდნენ. დები მირაბელები სასტიკად ნაწამები იპოვეს უფსკრულის ძირას.

25 ნოემბრის დღე ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებში. პირველ “ფემინისტურ ენკუენტროზე”, რომელიც 1981 წლის 18-21 ივლისს ბოგოტაში (კოლუმბია) ჩატარდა, მონაწილეებმა აქტიური დებატების პროცესში განიხილეს გენდერული ძალადობის ყველა ფორმა: ოჯახის წევრების მიერ ცემა, გაუპატიურება, პოლიტიკურ პატიმარ ქალთა წამება და შეურაცხყოფა.

1999 წელს საერთაშორისო ერების ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღედ.

გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის თქმით: “ქალთა მიმართ ძალადობა არის ადამიანთა უფლებების ყველაზე სამარცხვინო დარღვევა”. თუმცა, სამწუხაროდ, მთელი კაცობრიობის მანძილზე ქალი ყოველთვის იყო და არის ძალადობის, გაუპატიურობის, დასახიჩრების, მკვლელობების მსხვერპლი. მსგავს ფაქტებს საზოგადოების უმეტესობა შემწყნარებლობით უდგება, რასაც დამნაშავის დაფარვასა და მის დაუსჯელობამდე მივყავართ.

“სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის სტატისტიკა არ არსებობს, რადგან მენტალობიდან გამომდინარე, საქართველოში და არა მარტო ჩვენში, ყველა ერიდება პრობლემების ოჯახის გარეთ გატანას. თუმცა, იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ამ პრობლემის დაფარვით უდიდესი ზიანი ადგება არა მარტო თავად ქალს, როგორც ფიზიკურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად, არამედ მთელ ოჯახს და განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც ამ ოჯახში იზრდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული სტატისტიკა ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როცა გაუსაძლისი მდგომარეობის გამო მსხვერპლმა პოლიციას მიმართა და მოხდა ფაქტის გამომზეურება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ეროვნული კვლევა “ქალი, მისი ჯანმრთელობა და ოჯახური ძალადობის გავლენა მის ჯანმრთელობაზე”, რომლის შედეგები მომავალი წლის თებერვალში გახდება ცნობილი” – აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზატორმა ლელა ბაქრაძემ.

“გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიისადმი” მიძღვნილი ღონისძიებები 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

მანანა სოლომონიშვილი (ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გენდერული კომისიის ექსპერტი, საერთაშორისო ფონდი “ლეა”-ს ებრაელ ქალთა საბჭოს პრეზიდენტი): “გაეროს მიერ ოფიციალურადაა დამტკიცებული, რომ ყოველწლიურად ჩატარდეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომლის ოფიციალური ორგანიზატორია გაეროს განვითარების და გაეროს მოსახლეობის ფონდი. წელს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გენდერულმა კომისიამ და საერთაშორისო ფონდ “ლეა”-ს ებრაელ ქალთა საბჭომაც გამოთქვა.

ღონისძიების ძირითადი მიზანია თანამშრომლობის განვითარება, ეთნიკურ უმცირესობათა ქალთა ჩართულობის გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებისადმი კანონმდებლობასა და “შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმაში”.

საქართველოში ძალიან ხშირია ქალთა ძალადობის ფაქტები. რეგიონებსა და ეთნიკურ უმცირესობებში კი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ქალთა უმეტესობას არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი უფლებები და ის, რომ იცავს 2006 წლის 25 ნოემბერს მიღებული კანონი “ოჯახში ძალადობის შესახებ”. კანონში 2008 წელს ჩადებულია თავი, რომლის პრეზენტაცია და ამოქმედება 2 დღის წინ მოხდა. ამ თავის თანახმად, შეიქმნება თავშესაფრები, სადაც მსხვერპლს როგორც იურიდიული, ასევე სოციალური დახმარება და დაცვა გაეწევა.

იმედი გვაქვს, რომ 16 დღიანი კამპანია გააუმჯობესებს ვითარებას ამ კუთხით და მოხდება გენდერული თანასწორობის დაცვა ოჯახებსა და საზოგადოებაში”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი