მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

“მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.11.2021 | 437 ნახვა

ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა დამოუკიდებელი ადამიანის ჩამოსაყალიბებლად ოჯახის ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„პიროვნების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ოჯახი. ადამიანის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებენ მშობლები, როგორ ურთიერთობენ მშობლები ბავშვთან ადრეული ასაკიდან. დამოუკიდებლად პიროვნების ჩამოყალიბება სწორედ ადრეული ასაკის დროს იწყება პატარ-პატარა აქტივობებით.“

ლელი ყიფიანის თქმით, ჰიპერმზრუნველობა დამოუკიდებელი ადამიანის ჩამოყალიბებას ხელს უშლის:

„​აქ მივდივართ ისევ ჰიპერმზრუნველობამდე. მშობლების მიდგომებიდან გამომდინარე ხდება ბავშვის გაზარმაცება და ვღებულობთ ზრდასრულ ბავშვს. როდესაც მუდმივად დედა ან მამა ზრუნავს, რომ შვილის მაგივრად აკეთოს ყველაფერი, მაგალითად, როდესაც სასკოლო ასაკამდე ბავშვს აჭმევენ მშობლები, ეს ის უნარებია, რაც ბავშვმა თავად უნდა გააკეთოს. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვისთვის სიყვარულის მიცემაა, როდესაც მას ყველაფერს გაუკეთებ. ეს უფრო დამაზიანებელი და დამანგრეველია ბავშვისთვის. სადღაც ზღვარი არსებობს. ბავშვს ყველაფერი არ უნდა უსრულდებოდეს. სიყვარული შეიძლება ემოციური ურთიერთობით გამოვხატოთ მასთან.“

„ზრდასრულ ასაკში უკვე ამის შეცვლა არის შეუძლებელი. ეს ხდება მანამდე, ბავშვობის ასაკში. როდესაც ბავშვი არის მოზარდი, მშობელს მუდმივ კონტროლში ჰყავს, შია, ჩაცმა უნდა, განუსაზღვრავენ, რა არის მისთვის საჭირო, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა მოეწონოს. შესაბამისად უკვე ვიღებთ უუნარო ზრდასრულს. მამაკაცების შემთხვევაში, რ​ოდესაც დედა განსაკუთრებით ზრუნავს მუდმივად, როდესაც ფინანსურად უზრუნველყოფენ მშობლები შვილს გარკვეულ ასაკამდე, მერე ეს მამაკაცებს ურთიერთობებში უქმნის პრობლემებს. როდესაც ხდება ქორწინება, ოჯახი იქმნება, იქ ელიან იმავე დამოკიდებულებას მეორე ნახევრისგან. თუ ასეთი მზრუნველი მეუღლე არ ხვდებათ, იქმნება პრობლემები. ისინი პირად ცხოვრებას ვერ აწყობენ. ჰიპერმზრუნველობას მივყავართ აქამდე,“ – აღნიშნულ საკითხზე ლელი ყიფიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო “ფორტუნა”
momsedu.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი