მთავარი » ხატები და ფრესკები

ღვთისმშობლის ხატი “მშობიარეთა შემწე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.09.2011 3 კომენტარი | 6,929 ნახვა

უხსოვარი დროიდან ცნობილია, რომ მშობიარობისას, როდესაც სიკვდილი ასე ახლოა, დედები განსაკუთრებით მხურვალედ ლოცულობდნენ მაცხოვრისა და მისი ყოვლადწმიდა დედის წინაშე. მშობიარეთა შემწე ღვთისმშობლის მშობიარეთა შემწის ხატზე ყოვლადწმიდა ქალწული ხელაპყრობილი ლოცულობს, ხოლო ყრმა – ღმერთი ისევე, როგორც ზეციური ნიშნის ხატზე, მის მკერდზეა გამოსახული. ამ ხატის წინაშე განსაკუთრებით ლოცულობენ გატანჯული დედები გაჭირვების ჟამს. იგი ღვთის წინაშე ძლიერი შუამდგომელი და ყოველთა ტანჯულთა და ტვირთმძიმეთა შემწეა.

განა არის ვინმე, ვინც ღვთისმშობელს მიმართა მწუხარებისა და სნეულების ჟამს და ნუგეში არ მიიღო?

ეს ყოვლადძლიერი მეოხება ადამიანს ისეთი განსაცდელების ჟამს შეეწევა, რომელთაგანაც ვერანაირი მიწიერი სიმდიდრე და ძალაუფლება ვერ იხსნის.

არსებობს კიდევ ერთი ძალიან ძველი ხატი, რომელსაც ეწოდება ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა – მშობიარობისას დედათა შეწე. ამ ხატზე ღვთისმშობელი უმანდილოდ, მხრებამდე დაშვებული თმებითაა გამოსახული. ხელები მკერდზე აქვს შეტყუპული, ამასთან მარცხენა ხელის თითები მარჯვენასას სანახევროდ ფარავს. ქვემოთ ზის ყრმა – ღმერთი, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენა კი მუხლზე უდევს. შესამოსელიდან ფეხის წვერები მოუჩანს. ღვთისმშობლის ზედა სამოსი, ორივე მხარზე ოქროს ვარსკვლავით, მოოქროვილი წლითელი ფერისაა. ქვედა სამოსი მუქი მწვანეა, მოოქროვილი და ოქროსავე ვარსკვლავებით დამშვენებული. ამგვარადვეა შემკობილი საყელო და სახელოები. მაცხოვრის ყვითელი მოოქროვილი სამოსელი მკერდზე მუქ მწვანე ფერებში გადადის. ხატი ნახევარმთვარეზეა გამოსახული.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი