“მშობელი, რომელსაც არ ესმის შვილის, ვერ იქნება ბავშვისთვის ავტორიტეტი”

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა მშობლის ბავშვთან ურთიერთობისა და აღზრდის საკითხებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მშობელს შვილის გრძნობის ამოცნობა უნდა შეეძლოს:
„ხშირად ამბობენ: „წარბს რომ ავუწევ ჩემს შვილს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს.“ ეს ძალიან ცუდია. ბავშვი რომ წარბს აწევს და შენ, მშობელი თუ მიხვდები, რა უნდა გააკეთო, ეს უკეთესია. ეს ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ბავშვის გრძნობა ამოიცნო. წლის და რვა თვის ასაკამდე ყოველთვის შენ უნდა ამოიცნო ბავშვის გრძნობა.“
ფსიქოლოგის თქმით, მშობელი, რომელსაც არ ესმის შვილის, ვერ იქნება ბავშვისთვის ავტორიტეტი:
„ბავშვი ტირის, დაეცა, ეტკინა რამე. თუ ეუბნები: „გაიზრდები და დაგავიწყდება,“ ე.ი. არ გესმის მისი და ვერასდროს იქნები ის ავტორიტეტი, რაც უნდა იყო. თუ მიხვდი, რომ ბავშვს ეტკინა, დაცემულთან დაიხრები, ფიზიკურადაც მის დონეზე ეცდები ყოფნას და ეტყვი: „გეტკინა ხომ?“ აი, შენი ავტორიტეტი! შენ მისი განცდა ამოიცანი.“
„ზოგჯერ დედები იმდენად სცოდავენ, ღამის ცხოვრებით მცხოვრები ახალგაზრდა დედები, რომლებიც ძირითადად არიან ინტერნეტში. დედობის ინსტინქტი ვერ ძლევს ამ ცდუნებას, რადგან ინტერნეტდამოკიდებულებაც ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა. ნუ ვეტყვით საკუთარ თავს საკუთარ ბედნიერებაზე უარს, ამას ნუ ჩავახშობთ,“ – აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „დილა მაესტროზე“ ისაუბრა.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.