მთავარი » საზოგადოება

მსჯელობა ID ბარათებზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.04.2013 13 კომენტარი | 3,905 ნახვა

20 აპრილს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, ელექტრონული მოწმობების ალტერნატივის მოთხოვნასთან დაკავშირებით იურისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასულიერო პირთა და მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს 30 000 ხელმომწერთა დღემდე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა პირადობის მოწმობების ალტერნატიული გზით აღებასთან დაკავშირებით. მსჯელობა ID ბარათებზე შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მოქალაქის პირადი ინფორმაციის ელექტრონულ ჩიპში განთავსება პიროვნების რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება და მოქალაქეობრივ უფლებებს ზღუდავს.

მღვდელი მალხაზ ყიფიანი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): “ადამიანში ღვთისაგან ჩადებულია არჩევანის თავისუფლება. დღეს კი ამ უფლებას გვართმევენ და მორწმუნე ადამიანები შეზღუდულნი, გარიყულნი არიან. ირღვევა მათი პიროვნული უფლებები. იმედი გვაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება და პირადობის მოწმობების ალტერნატიულ საშუალებებს დაუშვებენ”.

სპარტაკ ბუკვანი (ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი): “ჩვენი მოთხოვნაა, არ დაირღვეს ადამიანის უფლებები და პირადობის მოწმობის ალტერნატივის საშუალება იყოს. ადამიანმა საკუთარი არჩევანის მიხედვით უნდა აიღოს პირადობის მოწმობა. დღეს კი ამ მიმართულებით ადამიანთა უფლებები ირღვევა”.

დიმიტრი ლორთქიფანიძე (პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი): “ID ბარათების ფასი განისაზღვრა 30 ლარის ოდენობით, რაც ბევრი მოქალაქისთვის ხელმიუწვდომელი გახდა. შეგახსენებთ ტრაგედიას, რომელიც უკავშირდება აჭარაში 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებას, კავშირშია მისი მშობლების მიერ ელექტრონული აიდი ბარათებისადმი ხელმიუწვდომლობასთან. მსჯელობა ID ბარათებზე მათ ვერ შეძლეს, რომ გადაეხადათ 60 ლარი და აეღოთ ეს ბარათები. ეს არის ერთი თვალსაზრისი, რომელიც არ არის დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვან თემასთან, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება რწმენის თავისუფლებას.”

კახა კუკავა (პარტია “თავისუფალი საქართველოს” ხელმძღვანელი): “ცალსახად, ჩვენი მხარდაჭერა გამოცხადებულია ინიციატივისადმი, რომელიც გულისხმობს, რომ ალტერნატიული პირადობის მოწმობები დაუშვან, რომელშიც არ იქნება იმ ინფორმაციის შემცველობა, რაც არის ელექტრონულ პირადობის მოწმობებში. წინააღმდეგობა ელექტრონული მოწმობებისადმი რამდენიმე ფუნდამენტური უფლებიდან გამომდინარეობს.

პირველი, ეს არის რწმენის თავისუფლება. თუკი მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი ამბობს, რომ ის ეწინააღმდება მათ რელიგურ წარმოდგენებს, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ვიცით რელიგიური ჯგუფები, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე და მათთვის ალტერნატიული სამხედრო სამსახური დაშვებულია და მით უმეტეს, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა რელიგიურ უმცირესობებზე, არამედ ამ ქვეყნის ყველაზე დიდ რელიგიურ საზოგადოებაზე, მართლმადიდებლებზე. მეორე არგუმენტი, რის გამოც მხარს ვუჭერთ ალტერნატიული პირადობის მოწმობების შემოღებას, ეს არის ადამიანის უფლებები, ვინაიდან პირადობის მოწმობაში უნდა იყოს დადასტურებული ადამიანის სახელი და გვარი, ხოლო ეს ბარათი შეიცავს დამატებით ინფორმაციებს. აიდი ბართის აღება უნდა გახდეს ნებაყოფლობითი. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების არაერთი ზეპირსიტყვიერი განცხადების მიუხედავად, დღემდე ამ კანონპროექტს პარლამენტში მსვლელობა არ მიეცა.”

ზაზა ნანობაშვილი (მართლმადიდებელთა კრებულის თავმჯდომარე): “ჩვენ გვსურს, დღის წესრიგში საჩქაროდ დადგეს აიდი ბარათის ალტერნატიული ბარათების შემოღება. სინოდის ნათქვამი საკმარისი უნდა ყოფილიყო მთავრობისთვის. 30 000 ხელმოწერა მეტყველებს იმაზე, რომ ცოტანი არ ვართ და კიდევ შეიძლება მისი გავრცობა. ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში აიდი ბარათზე სახელისა და გვარის გარდა მეტი ინფორმაციის შეტანას აპირებდნენ და დღეს მხოლოდ სახელი და გვარი რჩება, ეს შეურაცხმყოფელია. გამოდის, რომ ჩვენ იმდენი არ გვესმის, რას ვითხოვთ… აქ საუბარია კონტროლის მექანიზმზე, ჩიპზე, რომლითაც ხდება ტოტალური კონტროლი”.

დეკანოზი დავით დათუაშვილი (წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამღარი): “გამოცხადებაში წერია: როცა მოვა ჟამი მეორედ მოსვლისა, ადამიანებს ექნებათ ანტიქრისტეს ბეჭედი, რომლის გარეშეც ვერ შეძლებენ ვერაფრის ყიდვა-გაყიდვას. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადვილად შესაძლებელია ჩიპზე მონაცემთა ბაზის შეცვლა. არის რეალური საშიშროება, რომ მომზადდეს ანტიქრისტეს ბეჭედი, რომელზეც იოანეს გამოცხადებაშია საუბარი. გვაქვს იმედი, რომ სახელმწიფო გაითვალისწინებს მართლმადიდებელთა მოთხოვნებს, რომელსაც სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ემხრობიან და დაუშვებენ ალტერნატიულ საბუთს, რომელიც ამ კუთხით დაცული იქნება.”

ღონისძიების მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტს ელექტრონული პირადობის მოწმობების ალტერნატიული საშუალების შემოღებას დაჩქარებული წესით სთხოვენ.

თეონა ნოზაძე

ფოტო დავით დანელია

[nggallery id=127]


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

13 კომენტარი »

  • დიმა says:

    მართვის მოწმობაზეც არის 666 და მოაშორეთ რა უბედურებაა!

  • levani says:

    აუცილებლად უნდა დაუშვან ალტერნატიული პირადობის მოწმობები! მე და ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი წინააღმდეგი ვართ ამ ჩიპიანი პირადობის მოწმობის!

  • მარიამ–ხათუნა says:

    ყოველი ცუდიც კარგიაო…ყოველ შემთხვევაში საზოგადოება ამ ბარათების გამო მაინც უნდა მიხვდეს, რომ მთავრობა “ძველი” თუ “ახალი” ერთია და რომ “ოცნება” მართმადიდებელი კაცისთვის ცოდვაა…ოცნებით რეალურ ცხოვრებას ვერ დაინახავ..იქნებ ამ შემთხვევამ მაინც დაგანახოთ,რომ იქნებ “ახალი” მხოლოდ იმისათვის მოვიდა(მოიყვანეს)რომ რაც “ძველმა” ვერ გააკეთა ის გაგაკეთებინოთ(ანუ ბარათების აღება) და მერე ? (თუ აგაღებინებდნენ) იქნებ ისევ “ძველი” გამეფებულიყო არ გიფიქრიათ ამაზე???
    მაშინ გაფიქრდით!!! ერთი მთელი გულით ნათქვამი “უფალო შეგვიწყალე” და ღმერთი ყველაფერს მოაწესრიგებს თუ არა და ერთი მიშა წავა მეორე “ოცნება” მოვა და ….!!! უფალი მეფობს!!!

  • ლაშა says:

    სანამ საპატრიარქო ასეთ პოზიციაზეა ეს საკითხი ასე არეული დარჩება. ასეთი ზერელე განცხადება რომ დღეს არსებული პირადობის მოწმობა არ შეიცავს მხეცის ნიშანს და არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი ძალიან ზედაპირულია. დადონ კვლევები და მსჯელობები და რის საფუძველზე დაასკვნეს ეს. თუკი ის ჩიპ იმპლანტი რომელიც ადამიანის ხელში იდგმევა არის მხეცის ნიშანი მაშინ მე დარწმუნებით ვამტკიცებ და ვისაც უნდა იმას დავუმტკიცებ რომ ამ ბარათში არსებული ჩიპი არის აბსოლუტურად იდენტუი იმისა რასაც წარმოადგინს ჩიპ იმპლანტი რომელიც ხელში იმპლანტირდება

  • ლაშა says:

    ყველაზე მაგარი არგუმენტი კი ის არის რომ ვიღაც ლაწირაკი კოსტუმიანი იუსტიციის სახლის თანამშრომელი ამტკიცებს რომ ეს ბარათი არ შეიცავს მხეცის ნიშანს. თეოლოგია აპოკალიპტოლოგია დეკანოზია თუ მეცნიერია როგორ მაინტერესებს. თუ უბრალოდ სანდო ვიდზეა :)

  • gio says:

    რა დონის გონება ჩლუნგები ხართ და გაუნათლებელი ბრბო. ეგეთივე ჩიპი აქვს თქვენს მობილურს, კომპიუტერს, ფოტოაპარატს, თაბს და საერთოდ ნებისმიერ ელექტრო მოწყობილობას. რატომ ზიხართ ეხლა კომპიუტერებთან? რატომ ლაპარაკობთ მობილურებზე? არ გეშინიათ სატანის როცა მაგ ელექტრო მოწყობილობას იყენებთ???? რატომ უნდა ელოდეთ საპატრიოარქოს ან ვიღაც შავებში გამოწყობილ ბიზნესმენს (ანუ მღვდელი და ასევე ცნობილია მამაოთ) რომ გითხრათ შეიძლება თუ არა? ეკითხებით როცა მობილური რეკავს? რა იცი იქნებ სატანა გირეკავთ “მამაომ” არ უნდა ნახოს მანამ უპასუხებ?
    სიბნელე ბატონობს თქვენ გონებაში და გაუნათლებლობა.

  • nino-gios says:

    გიო,ათონელი მამები(რომლებიც გვირჩევენ,ფრთხილად ვიყოთ ამ საკითხზე)არიან ბნელები და გაუნათლებლები და თქვენ ხართ ნათელი,არაჩლუნგი და გაცისკროვნებული??

  • nino says:

    piradad me 10 wlis win mitxres is rac xdeba dges, mashin araseriozulad mivige da ver vipove kavshiri chipsa da gmerts shoris. amitomac id roca avige didad ar ganmicdia, magram axla dzalian cudad var da vgrdznob rom ragac sheicvala chemshi da yvelanair gzas vedzeb rom es barati movishoro. amitom girchevt ar dascinot adamianebs romlebic martla cdiloben tqvens daxmarebas da sul cotati mainc iwamet gmerti. tqven ki visac gwamt gtxovt mshvidad moekidot yvelanair damcirebas, radgan awi es kidev ufro gaxshirdeba da morwmuneebs sul mtlad gizhebad sheracxaven xolme…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი