მთავარი » სხვადასხვა

“მშიერი შვილების გამოსაკვებად სისხლს ვაბარებ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.02.2013 ერთი კომენტარი | 2,819 ნახვა

მრავალშვილიანი ოჯახის გასაჭირი

ვარ ეკატერინე გაგნიძე, 7 მცირეწლოვანი შვილის დედა. ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახი (1000 ქულა), ვცხოვრობთ ქირით და ყოველთვიურად ვიხდით 200 ლარს, ეკატერინე გაგნიძის ოჯახი რომლის გადახდაც უკიდურესად გვიჭირს. რაც სოციალური დახმარების სახით თანხა გვერიცხება, ქირაში ვიხდით. თუ ცოტა დაგვაგვიანდა გადახდა, ბინის პატრონი ქუჩაში გაყრით გვემუქრება. ეს ყველაფერი ბავშვებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ახალ წელს ფული ვერ გადავუხადეთ და ისე იჩხუბა, შუშები ჩაგვიმტვრია. სხვა ბინის მოძებნას ვერ ვახერხებთ, მრავალშვილიანს და ჩვენნაირ გაჭირვებულებს არავინ უშვებს სახლში. ყოველდღე იმის შიშში ვართ, რომ ქუჩაში აღმოვჩნდებით.

რამდენიმე წელია მერიაში შემაქვს სოციალური საცხოვრისის თაობაზე განაცხადი, მაგრამ მეუბნებიან, რომ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ: ეკატერინე გაგნიძის ოჯახი6 სულზე მეტი არ უნდა ვიყოთ და უნდა ვიყო მარტოხელა დედა. მეუღლის გარეშე 7 შვილი როგორ მეყოლება?

ჩემი მეუღლე უმუშევარია, აქვს ჰემოროიდული დაავადება. მისთვის მძიმე ფიზიკური მუშაობა დაუშვებელია. ბევრჯერ სცადა, წავიდა მძიმე სამუშაოზე და რამდენჯერაც წავიდა, იმდენჯერვე ცუდად გახდა და მოიყვანეს. გვაქვს ბანკებში სესხები, რისი პროცენტიც გვერიცხება.

ჩემი შვილები არიან: 14 წლის ნინო, 13 წლის ნიკა, 8 წლის გაბრიელი, 7 წლის მარიამი, 4 წლის ლუკა, 3 წლის საბა და 1 თვის ბარბარე, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური კვება. 2012 წლის დეკემბერში მძიმე სოციალური პირობების გამო დავკარგე 7 თვის მუცლადმყოფი ტყუპი ქალ-ვაჟი.

ჩემი მეხუთე და მეექვსე შვილები პატრიარქის ნათლულები არიან, მეშვიდე შვილიც თვის ბოლოს პატრიარქმა უნდა მონათლოს. უწმინდესის ლოცვით ჩემი შვილი საბა ორჯერ გადაურჩა სიკვდილს. ექვსი თვის ასაკში დიარეა (გაუწყლოვნება) დაემართა და მძიმე მდგომარეობით იწვა რეანიმაციულ განყოფილებაში იაშვილის სახელობის კლინიკაში. ეკატერინე გაგნიძის ოჯახი როდესაც ბავშვის სანახავად შევედი, მძინარეს ხელში ნათლობის ჯვარი ეჭირა, ძალიან ავღელდი, მივხვდი, რომ პატარა საბა უწმინდესის ლოცვით გადაურჩა სიკვდილს. ლუკას კი აქვს ფსიქიკური განვითარების შეფერხება, რაც დაუდგინდა ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში.

ხშირად მშიერი შვილების გამოსაკვებად სისხლს ვაბარებ. ჯანმრთელობითაც დავსუსტდი, პირობების არარსებობის გამო ძალიან მიჭირს მათთვის სარეცხის დარეცხვა. ჩემი ნატვრაა, მქონდეს სარეცხი მანქანა.

ვიკვებებით ვაზისუბნის უმწეოთა სასადილოთი. მეხმარებიან ღვთისნიერი ადამიანები, რომელთაც თქვენი საიტის საშუალებით მადლობას ვუხდი. ჩემი ოჯახის შესახებ ვიდეო განთავსებული აქვს ფონდ მომავლის გზის საიტს.
ჩემი და ჩემი შვილების ნატვრაა, გვქონდეს საკუთარი ჭერი და არავინ გაგვყაროს ქუჩაში.

ვისაც შეგიძლიათ გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი ოჯახის მდგომარეობა და რითიც შეგიძლიათ შეგვეწიოთ, ჩვენი ამჟამინდელი საცხოვრებელია: ქ.თბილისი, ნავთლუღის დასახლება, მე-7 შესახვევი #35 . ტელ: 555434642
წინასწარ მადლობას გიხდით ყველას, უფალი შეგეწიოთ ყველა კეთილ საქმეში.

ანგარიშის ნომერი
GE35BR0000010616813428


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • irina says:

    ვაიმე გასკდა გული ამდენი საცოდაობის წაკითხვით და მოსმენით….უფალო შეეწიე და გააძლიერე ყველა უმწეო და გაჭირვებული.:((((((((((((((

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი