მთავარი » ახალი ამბები

მრწამსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2020 ერთი კომენტარი | 14,266 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ყველა ძირითადი საკითხი მოცემულია მრწამსში. მასში 12 მუხლია (წევრი), რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. მრევლი ეს ტექსტი წმინდა მამებმა დაადგინეს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, ჯერ კიდევ IV საუკუნეში და მას შემდეგ წმინდად ინახება მართლმადიდებელ ეკლესიაში.

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.

ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Liana Hoffmann says:

    KWELAPERI, RAC TSCHWENS CHOWREBASCHI CHDEBA,ARIS GAMODSACHILI TSCHWENICINAPREBIS CHOWREBIS, GANSAKUTREBIT BAWSCHWEBSCHI TSCHANS ES, AN ARIS SCHEDSENILI ROMELSAC GWTSCHUKNIAN GSADAGSA MEGOBREBI CHUMROBIT, NATESAWEBI CHUMROBIT (moukwdi schens pstrons) MESOBLEBIAN CHUMROBIT, AN ARA CHUMROBIT, AN TSCHWEN TWITON SAKUTAR TAWS ARACNOBIERAD, AMITOM SATSCHIROA REGULARULAD SCHEWCIROT UPALS MSCHWERPLI ,TSCHWENI KMEDEBIS GAMO,MSCHOBLEBIS GAMO,CINAPREBIS GAMO, ZOGJER MTREBIS GAMO,ROM GAWANEITRALOT BOROTEBA ,ROMELIC TSCWENSKEN ARIS MOMARTULI DA WTCHOWOT UPALS ,,JESO CHRISTE SCHEN TU GINDA ,SCHEGIDSLIA DALOCE DA AKURTCHE TSCHEMI DA TSCHEMI MSCHOBLEBIS MTREBI,DAAPATARAWE BOROTEBA ,ROMELIC TSCHEMS CINAAGMDEG MOKMEDEBS ,AN ARIS GAKETEBULI,AN BOROTEBA ROMELIC ME GAWAKETE TSCHEMS CINAAGMDEGDA TSCHEMI MSCHOBLEBIS da DA-DSMIS CIMAAGMDEG, RADGAN BOROTS AR DSINAWS. Amin.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი