მთავარი » საზოგადოება

მრავალწლიანი კულტურების კრეფის დადგენა და წესები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.11.2018 | 113 ნახვა

ხეხილის კრეფის პერიოდი ფერმერისთვის მეტად საპასუხისმგებლოა, რადაგან მოსავლის არადროულად აღებამ შესაძლოა დიდი დანაკარგი გამოიწვიოს. მოსავლის აღება, როგორც ადრეული (ხასითდება შედარებით წვრილი ნაყოფით), ისე დაგვიანებული (ხასიათდება გადამწიფებული ნაყოფით), კრეფა აისახება ნაყოფის შენახვის უნარიანობაზე. გვესაუბრება “მომავლის ფერმერის” აგრონომი ნინო ჭიორელი:

“აუცილებელია ზუსტად დადგინდეს კრეფის ვადა, რაც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია არა მარტო ჯიშსა და საძირეზე, არამედ – კლიმატზე, ადგილმდებარეობაზე, ნიადაგზე, მოვლის აგროტექნიკაზე, მსხმოიარობის ინტენსივობაზე და სხვა. ამიტომ, ერთი და იმავე კულტურის კრეფის ვადები ცვალებადია ჯიშებისა და რეგიონების მიხედვით.

ორგანიზებული კრეფისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ დადგინდეს კრეფის დრო, სავარაუდო მოსავლის მაჩვენებლი, მუშახელის და ტარის რაოდენობა.

არსებობს კრეფის სამი ტიპი: საკრეფი, ტექნიკური და მოსახმარი.

საკრეფი სიმწიფე დგება მაშინ, როცა ნაყოფი მიაღწევს ჯიშისთვის დამახასიათებელ შეფერვას (თესლოვნებში თესლი იღებს დამახასითებელ ყავისფერს), გემოს, არომატს, კონსისტენციას, ზომას, ადვილად წყდება ყუნწს, ტექნიკური სიმწიფე დგება საკრეფ სიმწიფეზე 2-4 დღით გვიან (ნაყოფი ვარგისია გადამუშავების და ტრანსპორტირებისათვის) და მოსახმარი სიმწიფე დგება მაშინ, როცა ნაყოფის ბიოლოგიური მომწიფება დასრულებულია (ნაყოფი ვარგისია ნედლად გამოსაყენებლად).

საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე ერთდროულად დგება საადრეო თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი და კაკლოვანი კულტურებისთვის.

საგვიანო თესლოვანი კულტურებისთვის მოსახმარი სიმწიფე კრეფიდან 2-3 თვის შემდეგ დგება.

სიმწიფის დასადგენად ასევე მიმართავენ შემდეგ მეთოდებს: დღეების რაოდენობის დადგენას ყვავილობიდან სრულ სიმწიფემდე, რბილობის სიმკვრივის განსაზღვრას, იოდ-სახამებლის ტესტირებას და სხვა.
კრეფა უნდა განხორციელდეს დილით ნამის შეშრობის შემდეგ მშრალ ამინდში, ხის ვარჯის ჯერ ქვედა, შემდეგ კი ზედა იარუსის ტოტებზე.

ბავშვი

დაუშვებელია თესლოვანი კულტურების უყუნწოდ ნაყოფის ჩამოგლეჯა და ხილის კანის დაზიანება. რაც შეეხება კურკოვან ხეხილს, კრეფა შესაძლებელია უყუნწოდაც.

ყურძნის კრეფა დამოკიდებულია: ჯიშზე, კულტურის დანიშნულებაზე, მტევნებში შაქრიანობის დონეზე და სხვა.

კენკროვანი კულტურები მეტად ფაქიზი საკრეფია, იკრიფება სარეალიზაციო კონტეინერებში და არათანაბარი სიმწიფის გამო მეორდება ყოველ მეორე-მესამე დღეს.

ციტრუსოვანთა ნაყოფი იკრეფა ტექნიკურ სიმწიფეში, არა კანის შეფერილობის მიხედვით, არამედ როცა ნაყოფი გახდება წვნიანი, მიაღწევს სტანდარტულ სიმსხოს და ექნება ჯიშისთვის დამახასიათებელი გემური თვისებები.

ფერმერები მიმართავენ როგორც ხელით, ისე მექანიკური მოსავლის აღებას. ამისთვის იყენებენ საკრეფ (საკრეფი მარატელი, სპეციალური სადგამები, კიბე, მოსაწევი კავები, ნაყოფსაკრეფი, საკრეფი ტარა და სხვა), ჩასალაგებელ ინვენტარს (ხის და მუყაოს ყუთები) და ტრანსპორტირების მიზნით, ტექნიკის სხავადასხვა სახეებს (კონტეინერმზიდი, ლაფეტი, მისაბმელი).

ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელით კრეფისას მკრეფავებმა გამოიყენონ მოსახერხებელი ხელთათმანი, რადგან ფრჩხილით არ მოხდეს ნაყოფის კანის დაზიანება; ნაყოფი დახარისხებულ იქნეს ჯიშების, დაზიანების, ნაყოფის ზომის ან მასის მიხედვით, მოკრეფილი ნაყოფი უნდა მოთავსდეს სპეცილაურ ტარაში იმ რაოდენობით, რომ არ მოხდეს სიმძიმის შედეგად ხილის დაბეჟვა; საკრეფი ტარა უნდა იყოს განთავსებული არა ნიადაგზე, არამედ – პალეტზე. მოკრეფილი ნაყოფი ავარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, დროულად იქნეს გატანილი და შენახული შესაბამის შესანახ საცავებში.

მექანიკური კრეფისას გამოიყენება მექანიკური საკრეფი კიბეები, ხილის საკრეფი თვითმცლელი, მისაბმელი კომბაინები, დამრხევ-შემგროვებელი ტექნოლოგიური და ძირს ნაყარის შემაგროვებელი მანქანები. მექანიკური კრეფისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ მოხდეს სანაყოფე ტოტების დაზიანება და დამტვრევა.

ხარისხიანი უდანაკარგო მოსავლის აღება ფერმერისთვის მეტად მნიშვენლოვანია, რაც განპირობებულია კრეფის დროული და სწორი ორგანიზებით. გახსოვდეთ, რომ ფერმერის მიერ განხორციელებული მოსავლის სწორედ აღება სასიკეთოდ აისახება ხეხილის ტრანსპორტაბელობასა და შენახვისუნარიანობაზე.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.