მთავარი » სხვადასხვა

მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.02.2013 9 კომენტარი | 3,947 ნახვა

ვარ ლია სოზაშვილი, 32 წლის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა, უსახლკარო.

სოზაშვილები დროებით ვცხოვრობ ახლობლის ავარიულ ბინაში, რომლის პატრონი მარტამდე გვაძლევს ვადას და მერე ქუჩაში აღმოვჩნდებით. მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვართ და ძალიან გვიჭირს ოჯახის შენახვა.

ვართ სოციალური სასადილოს კმაყოფაზე. ჩემს 5 შვილს მათი მოცემული ნახევარი პური სულზე არ ყოფნის. მე ყველას მივმართე ბინასთან დაკავშირებით, რომ როგორმე დამხმარებოდნენ, თანაც ვაკმაყოფილებ შესაბამის კატეგორიებს – ვარ მეორე ჯგუფის უსინათლო, მაქვს გლაუკომა, ვარ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი. 12190 – ეს არის ჩემი სოციალური ქულა.

გავიზარდე სკოლა ინტერნატში, ვარ ობოლი. ახლობლის სახლი, სადაც დროებით ვცხოვრობ ფაქტობრივად, დანგრეულია, ძალიან ცივა. ბავშვები ახლაც ავად არიან, არ მაქვს მათი მკურნალობის საშუალება. არც ისეთი ნივთი გამაჩნია, რომ გავყიდო და ბავშვებს წამალი მაინც ვუყიდო.

სოზაშვილებიჩემს შვილებს არასოდეს ჰქონიათ ახალი წელი, არც სხვა დღესასწაული. ბავშვები ნატრობენ იმ დღეზე, როცა საკუთარი სახლი ექნებათ და სკოლაში აღარავინ დასცინებს.

ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა და თუ ვინმნეს, არ რომელიმე უწყებას შეუძლია ჩვენთვის ხელის გამართვა, დაგვეხმაროთ. უმორჩილესად, გთხოვთ დამეხმაროთ.

ჩემი მისამართია: ანდრონიკაშვილის პირველი შესახვევი, ბინა 9. საკონტაქტო ნომერი: 555 13 83 04.

მიმღები:
GE41BG0000000296715700
ლია სოზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • ნი says:

    ძვირფასო “მორწმუნეებო”, მუხლებს რომ იტყვებთ ხოლმე ხალხის დასნახად ეკლესიებში და ენას კიდევ სხვების განკითხვაში, აი, რა შანსი გაქვთ დაეხმაროთ ამ მრავალშვილიან ოჯახს!!! ვისაც რა შეგიძლიათ, დავთქვათ ერთი ადგილი, თუნდაც “ამბიონი”-ს რედაქცია და იქ მივიტანოთ, იქნება ეს მცირედი ფულადი შესაწირი თუ ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთი… ამაზე კარგს რას გავაკეთებთ?!

    • გიორგი says:

      ამ “ტონით” გაგვიჭირდება ერთობა და ერთად კეთილი საქმის კეთება, მოყვასო (როგორც ბერი გაბრიელი იტყოდა) … სხვანაირად ხოარ გვეცადა :)

      • ინგა says:

        გაგახაროთ უფალმა, დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით, ვინც თანახმაა რომ დაეხმაროს ამ ოჯახს შევეხმიანოთ ერთმანეთს, ან ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ავიღოთ ჩვენს თავზე თანხის თუ სხვა ნივთების შეგროვება.

        კონკრეტულად მივუთითოთ ვის რა შეგვიძლია გავიღოთ ამადამაინებისათვის.

    • sofo says:

      morwumeens ki ara xelisuflebas,mtavrobas unda movtxovot aseti ojaxebis daxmareba,qveyana sadac bavshvebs ase uchirt utavmoyvareo xalxis qveyanaa,unda arsebodes fondi romlidanac tanxa aset gachirvebul adamianebs gadaericxebat,es fondi ki biujetidan unda finansdebodes,saxelmwifo valdebulia bavshvebs mixedos!ertjeradi daxmarebebit am problemas ar moevleba.

  • keke says:

    gmerto shegvazlebine moyvasis gverdit dgoma uangarod da sxvisi angarishscorebis gareshe.

  • nino says:

    ეს ოჯახი ჩემთანახლოს ცხოვრობს,გეხვეწებით თუ ურვილი გექნებათ შეგხვდებით და გამოგართმევთ რასაც გაიმეტებთ, ან წამოგყვებით ამ ხალხთან. სარაჯიშვილის მეტროდან მიდის ტრანსპორტი, ასევე მარშუტკები #11 და #148

    • ინგა says:

      მე ვტოვებ ჩემს ნომერს, 599–110–113. შემეხმიანეთ და ერთად ბევრ რამეს შევძლებთ, თითოეულმა ადამიანმა ვინც ამ სტატიას ცაიკითხავს 5–5 ლარი რომ დავდოთ მერწმუნეთ არც თუ მცირე თანხას მოვაგროვებთ

  • ნი says:

    ინგა, თანხას მეც დავდებ და ტანისამოსსაც ბავშვებისთვის. ამბიონში მივიტან.

  • Tika says:

    ukacravad ragac aqciis gaketebas vapireb da es ojaxi kidev am dgeshia?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი