მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის სიტყვა – დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.01.2022 | 374 ნახვა

სინდისთან ახლო და მართებული ურთიერთობა უნდა გქონდეს, რომ გაიგო ის, თუ ვისზე დაამოწმებს: ,,ეს ის არის, ვისთვისაც ვთქვი…” (იონ. 1;15)

-თუ აპირებ, გაჰყვე ,,გზას“, მოგიწევს, გულისყურით უსმინო ,,ხმას“!..

,,ადამიანი“ – ჯერ ახალშობილი – ღმერთის მოკვლას განიზრახავს და რომ არაფერი გამოუვა, მის ,,ხმას – უდაბნოში მღაღადებელს“ – მოაჭრის თავს იმ იმედით, რომ მისი არასწორი აზროვნება და ცხოვრების წესი ვეღარავინ ამხილოს…

მიზეზი მარტივია: როდესაც ,,ადამიანს“ თვითონ უნდა ,,მეფობა“ სამყაროში, ის არც ,,ხმას“ უსმენს და არც ამ ,,ხმის“ წარმომგზავნ ჭეშმარიტ ,,მეფესთან” ,,თანამშრომლობს”…

,,… მასთან მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს… რომელიც განამზადებს შენს გზას. ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი“ (კვირის სახარება: ლუკა 1;2-3).

,,უდაბნო“ – ადგილი, სადაც არ ისმის ,,ქალაქის ხმაური“; ადგილი, რომელსაც შეიძლება საკუთარ თავთან ,,შეხვედრის“ ადგილიც კი დავარქვათ, არა გეოგრაფიული, არამედ მდგომარეობითი, სადაც შესაძლებელია გარკვეულ ,,დიაპაზონზე“ თუ ,,სიხშირეზე“ გადანაცვლება… მხოლოდ იქ შეგიძლია მიაყურადო შენშივე არსებულ შინაგან ,,ხმას, უდაბნოში მღაღადებლისა“ (ალბათ, სწორედ ამ მიზნით, ძალიან საჭიროა დროდადრო უდაბნოში გასვლა).

,,ხმას“ ვუწოდებთ ხოლმე სინდისს, ასევე ღმერთს თუ მის ხმას ჩვენში და მის გასაგებად, მოსასმენად აუცილებელია ,,მიყურადება“… ანუ სახარებისეული სიმართლისა და ქრისტიანული აზროვნებისკენ მისი მომართვა, რათა მან საჭირო დროს ჩვენთვის გასაგონად (მკვეთრად) მოგვცეს ბიძგი (გვამხილოს), მიმართულება (მიგვითითოს, მიგვანიშნოს), დასტური (ეს ის არის!) ან ,,Error “ (უარყოფითი რეაქცია) ჩვენი ცხოვრების გზაზე…

ამბობენ, ცხოვრებაში ყველას გვაქვს (დღის გარკვეულ მონაკვეთში, მაგალითად, ძილის წინ) არაერთი განსაკუთრებული წუთი ამ ,,ხმასთან“ ურთიერთობისა. ამ დროს კი ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ, ,,ჩავუწიოთ” ან ,,ჩავახშოთ” (თუმცა, მგონი ეს შეუძლებელია…), თუ მივაყურადოთ და მასთან ერთად ,,მგზავრობისთვის“ მოვემზადოთ…

,სარწმუნოების საქმეში“ ეს ხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ,,ინსტრუმენტია“, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია აღმოაჩინო, მიუახლოვდე, თანაცხოვრებაში შეხვიდე ,,მხსნელთან“ და ,,გადარჩე“…მაგრამ, ჩვენში ამ ,,ხმის“ მართებულად ,,ფუნქციონირება”, გააზრება და ცხოვრებაში სწორად გატარებაა ჩვენი უმთავრესი ამოცანა და ქრისტეს ეკლესიაც, მთელი თავისი მსახურებით (ლიტურგია, ლოცვა, ქრისტიანული აზროვნებით გაჯერებული მარხვა, სახარება და ა.შ), მომართულია, მართებულად გავიგოთ ხოლმე უფლის ,,გზავნილი”…

რის გარეშეც წარმოუდგენელია, აღმოაჩინო ქრისტეს მიერ უშუალოდ შენთვის განკუთვნილი ,,მისია“ და სიხარულითა და მადლიერებით შეუდგე ამ ,,გზას”!..

,,დღეს” იოანე ნათლისმცემელი (უდაბნოში მღაღადებელი ხმა) დაამოწმებს ,,მასზე”…

ახლოს ვიყოთ ,,სინდისის ხმასთან” და არ გამოგვეპარება, თუ ვისზე იქნება მისი დასტური: ,,…ეს ის არის!..”

“საპატრიარქოს უწყებანი”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი