მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს დეკანოზი მიქაელ ელიაძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2015 6 კომენტარი | 3,812 ნახვა

“ამბიონის” მკითხველის კითხვებს პასუხობს ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია ეკლესიის მღვდელმსახური – დეკანოზი მიქაელ ელიაძე.

მკითხველის კითხვა:

ვიცი, რომ სიზმრის დაჯერება ცოდვაა და არ შეიძლება, მაგრამ ეს არ გამომდის. მთელი ცხოვრებაა გამაწამა სიზმრებმა. თუ ვნახე ეკლესია, ჯვარი, ხატი, მოძღვარი ან სხვა რამ, რაც ეკლესიას უკავშირდება, იმ პერიოდში წამოწყებული არც ერთი საქმე არ გამომდის. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, იქნებ არსებობს რაიმე ლოცვა, რაც დამეხმარება.

პასუხი:

საერთოდ, ჯვარს, ეკლესიასა და მოძღვარს უნდა დავუჯეროთ ცხოვრებაში. ზოგჯერ ეშმაკი ცდილობს, სიზმარი მოგვაჩვენოს ლამაზად. ჩვენ ამ ყველაფერს ვიჯერებთ და ვმშვიდდებით. ღმერთს უნდა ვემსახუროთ რწმენით, ეკლესიისა და ჯვრის მორჩილი უნდა ვიყოთ რეალობაში. სიზმრების შეწყნარებით შესაძლოა ეშმაკმა დიდ მოწყენილობაში ჩაგვაგდოს, რადგან მისი გვჯერა. სიზმარი რაც უნდა კარგი, ან ცუდი იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიჯეროთ, რადგან არარსებული, ილუზიაა.

მკითხველის კითხვა:

რამდენიმე კვირის წინ დამეღუპა საქმრო. ძალიან ცუდად ვარ. რაც დღეები გადის, თავს უარესად ვგრძნობ. მირჩიეთ, რა გავაკეთო.

პასუხი:

უპირველეს ყოვლისა, იმ ჯვარს უნდა შევეგუოთ, რაც ღმერთმა მოგვცა. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი უფლის ნებაა. ეს სიყვარული უნდა გადაიტანოთ ლოცვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ფიქრებით ღვთის გმობაში ჩავარდებით, რაც ჩვენთვის დამღუპველია.

მკითხველის კითხვა:

სამი და-ძმა ვართ და მამის ქცევას ახსნას ვერ ვუძებნით. ყველასთან ლაპარაკობს, რომ ჩვენთვის ყველაფერი გააკეთა და პატივისცემა მაინც ვერ დაიმსახურა. გვწყევლის, აგრესია განსაკუთრებით დედაზე აქვს. იმუქრება, რომ სახლს სხვას აჩუქებს. ბოლოს ეკლესიაში დაიწყო სიარული. ცდილობს, აღარ გვაგინოს. უნდა, რომ მისი სიტყვა და ქმედება მოვიწონოთ. თავისი საქციელის გამო ახლობლები გაურბიან მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათ ეხმარებოდა. მე ის მაინც მიყვარს, ყველაფერს ვპატიობ. მეცოდება სახლში რომ მოდის და ამდენ ხალხში მაინც მარტოა. მირჩიეთ, მამაო, როგორ დავეხმაროთ?

პასუხი:

უნდა ვილოცოთ მისთვის, რადგან სხვა გზა არ დაგვრჩენია და რწმენით გავიმაგროთ გული. მშობელს პატივი მარტო იმიტომ არ უნდა ვცეთ, რომ მან რაღაც კარგი გაგვიკეთა. ადამიანი არის ღვთის ხატი. მშობელმა მოგვავლინა ქვეყანას და მარტო ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მეხუთე მცნება, რომელიც დედისა და მამის პატივისცემას მოგვიწოდებს.

მკითხველის კითხვა:

რამდენად სწორია, რომ უფალს რაიმეს შევთხოვთ და სანაცვლოდ რაიმე აღთქმას ვდებთ ?

პასუხი:

არ არის სწორი. აღთქმა ჩვენ დავდეთ, როცა მოვინათლეთ, რომ ვიცხოვრებთ ქრისტიანულად. უფალს ჩვენგან სჭირდება – თავმდაბლობა და მორჩილება. მაცხოვარი ყოველთვის გვისრულებს თხოვნას, მაგრამ ისე, როგორც ჩვენთვის უკეთესია. ჩვენ კი ჩვენი ურწმუნოების გამო გვგონია, რომ არ გვისრულებს.

მკითხველის კითხვა:

ძალიან გთხოვთ, მესაუბრეთ ტოტალიზატორებზე. მინდა ჩემს მეუღლეს წავაკითხო.

პასუხი:

ტოტალიზატორი არის აზარტული თამაში. როცა ადამიანი ცოდვაში ვარდება, ამას ყურადღებას არ აქცევს. თანდათანობით ეს ცოდვა მასზე მეფდება. ტოტალიზატორში სიარული, პირველ რიგში, იწვევს მატერიალურ ზარალს. ადამიანი ტოტალიზატორში მიდის მოსაგებად. მოგება კი სიკეთის კეთებით შეიძლება. ის, ვინც იმავე შემართებით სიკეთეს აკეთებს, ყველა ვარიანტში მოგებულია. ტოტალიზატორი ვნებაა, ვნებაზე დამოკიდებული ადამიანი ყოველთვის დამარცხებულია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი