მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს მამა დავით ტატანაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.03.2015 7 კომენტარი | 4,201 ნახვა

წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია “ამბიონის” მკითხველის კითხვებს პასუხობს წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი.

მკითხველის კითხვა:

ოთხი წელია შევქმენი ოჯახი, არ გვყავს შვილი, პრობლემა მეუღლეს აქვს. შეიძლება ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება, თუ ეს ცოდვაა (მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო)? რას გვირჩევთ?

პასუხი:

ამ შემთხვევაში, გააჩნია, როგორ ჩაერევა მედიცინა. მე როგორც ვიცი, ორი გზა არსებობს. თუ განაყოფიერება მოხდა, ორგანიზმის გარეთ ერთდროულად ბევრი უჯრედი აქტიურდება, მათგან ზოგს კლავენ და მხოლოდ საუკეთესოებს ტოვებენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ განაყოფიერებული ორგანიზმი უკვე ცოცხალი არსებაა, მას აქვს სული და ხორცი. უბრალოდ ჯერ ძალიან პატარაა. ამიტომ აბორტის ტოლფასი ცოდვაა. თქვენს მოძღვარს გაესაუბრეთ, ოთხი წელი ძალიან ცოტა დროა, ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ყველაფერი უფლის ნებაა.

მკითხველის კითხვა:

სულ ვწუხდი, აბორტის ცოდვა და საშინელება რომ მესმოდა, მაგრამ ასეთ სულიერ დატვირთვას არ ვაძლევდი, რადგან 80-იან წლებში ეკლესიურად არ ვცხოვრობდი. ახლა როცა ცხოვრებამ ეკლესიისკენ მიმახედა, ვინანიებ ცრემლით, აღსარებით. სხვა რა შემიძლია, გთხოვთ, მითხარით, თუ არის სხვა გზაც, რომ თავი დავაღწიო ამ ცოდვას? ნუთუ არაა ხსნა? დამეხმარეთ.

პასუხი:

ხსნა არის სინანულში. ზოგიერთ მძიმე ცოდვას აღსარება მთლიანად არ წარხოცავს, მთელი შეგნებული გონებით უნდა გახსოვდეთ და შენდობას ითხოვდეთ მათ გამო, მაგრამ უკიდურესობაშიც არ ჩავარდეთ და აბორტზე ფიქრით სხვა მნიშვნელოვან ცოდვებს ყურადღება არ მოაკლოთ.

მკითხველის კითხვა:

ერთი ძალიან ცუდი რაღაც ხდება ჩემს თავს… მოკლედ, რაც ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის და რაც ძალიან მაწუხებდა, ვუთხარი ჩემს მოძღვარს და გულზე მომეშვა… მაგრამ სულ ახლახან იგივე გავიმეორე… ძალიან ვნანობ… მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იგივეს ვერ ვეტყვი მამაოს (ლაპარაკია ჩუკენობაზე, სამწუხაროდ…). ძალიან მრცხვენია… და მაინტერესებს, თუ არის რამე საშუალება, რომ სხვანაირად მოვინანიო ეს ცოდვა, ან სხვანაირად ვუთხრა, მაგალითად, წარსული ცოდვები გავიმეორე-თქო… ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. ეს ცოდვა ძალიან მაწუხებს და ვერ გავძლებ ასე დამძიმებული. რატომ ვაკეთებ, თვითონაც არ ვიცი …..და ამიერიდან მართლა დარწმუნებული ვარ, რომ აღარ გავიმეორებ, მაგრამ მინდა მოვინანიო… მირჩიეთ რა ვქნა?

პასუხი:

სხვა გზა არ არსებობს, აუცილებლად უნდა მოინანიოთ აღსარებაში. გახსოვდეთ, რომ მოძღვარიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც თქვენი გაგება შეუძლია. ნურც იმას იტყვით დარწმუნებით, რომ ამას აღარასდროს გაიმეორებთ. ნებისმიერი შეიძლება შეცდეს.

მკითხველის კითხვა:

შეიძლება თუ არა დედის ლოცვაში შვილის სახელთან ერთად მოვიხსენიო დისშვილის, ან მეგობრის შვილების სახელი?

პასუხი:

შეიძლება, ამით, უბრალოდ, დიდ სიყვარულს გამოხატავთ მათ მიმართ.

მკითხველის კითხვა:

არ მომწონს, როდესაც სილამაზის გამო ქალს და ბავშვებს ანგელოზს ადარებენ. ეს მკრეხელობად მიმაჩნია. არის თუ არა ეს ასე და როგორ მოვიქცე, როდესაც მესმის სხვისგან?

პასუხი:

ანგელოზი ყველა ამქვეყნიურ არსებასთან შედარებით აღმატებულია, მაგრამ ამას ადამიანები, ალბათ, უფრო დიდი სიყვარულის გამო აკეთებენ და მკრეხელობაში არ უნდა ჩავუთვალოთ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • natia says:

    Weliwad naxevaria var daojaxebuli, meuglestan ojaxi siyvarulit shevqmeni, iyo dzalian tbili da mosiyvarule, verasdros warmovidgendi aset problemas tu wavawydebodi mamao, michirs amaze saubari magram ukve gausadzlisia ase cxovreba minda shvili chemi meugle ki ar madzlevs amis sashualebas, tveobit ar gvaqvs kavshiri da yoveltvis tavs aridebs am temas, dashorebaze piqrtan mivyavar am ambavs radgan dzalian minda myavdes shvili da ase cxovrebac gausadzlisia chemtvis qmars iqit vexvewebode shvilis yolas, dzalian gtxovt mirchirt rogor moviqce, ar minda ojaxis dangreva da codvis chadena amit, magram dzalian cudad var ukve gtxovt damexmarot rogor moviqce

    • მამა დავითი says:

      ამ საკითხზე ჯობია მოძღვარს პირადად გაესაუბროთ! საჯაროდ ასეთ საკითხებზე საუბარი არ იქნება სწორი! შეგიძლიათ მიბრძანდეთ ნებისმიერ მოძღვართან და ის ყველანაირად ეცდება, რომ დაგეხმაროთ!

  • ნაირა says:

    თუ შეიძლება ამიხსნათ თუ შეიძლება მიცვალებულისათვის ორჟერ წესის აგება?

  • მამა დავითი says:

    ორჯერ წესის აგება არ შეიძლება!

  • ნატალია says:

    დამლოცეთ, მამაო. 2 წლის წინ უცრად გარდამეცვალა მეუღლე გულის შეტევით, 45 წლის.სამი თვით ადრე გარდაცვალებამდე ის პირველად მივიდა მოძღვართან აღსარებაზე და მარხვის შენახვაც დაიწყო. ეს ნაბიჯი ძალიან ძნელად გადადგა და ამიტომ გახარებული იყო.მანამდე ბავშვები ყოველთვის დაყავდა კვირაობით ტაძარში და აზიარებდა. მარხვის დამთავრებამდე 4-5 დღით ადრე მარხვა დაარღვია, ამის მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა, რომ მამაოსთან იყო და მან უთხრა,რომ ვერ აზიარებდა რადგანაც სიგარეტისთვის თავი ვერ დაანებებია. 3 თვეში კი გარდაიცვალა. მას შემდეგ ვიტანჯები,მე 2 წელია წირვებს არ ვაცდენ, კერძო წირვებიც გავუკეთე, ვლოცულობ, მაგრამ ვაი რომ მე თვითონ ცოდვილი ვარ და ჩემი ლოცვები არ შეისმინოს უფალმა.სულ იმაზე ვფიქრობ სად არის და როგორ უჭირს და მე ვერ ვშველი.სიცოცხლეში ძალიან კეთილი, გულმოწყალე ადამიანი იყო.სადღაც წავიკითხე,რომ რაგდან აღსარება ჩაბარებული აქვს და აღიარა თავისი ცოდვები უფლის წინაშე, ესეიგი იმედი უნდა გვქონდეს, რომ არ მიატოვებს უფალი.რას მეტყვით, მამაო სანუგეშოს? გმადლობთ.

  • ცირა says:

    დიდი ბოდიშის მოხდით.რამოდენიმე ხნის წინათ.შეკითხვა მქონდა თქვენთან.ხო ვერ მეტყვით პასუხი როგორ მოვიძიო ან ყველა დასმული კითხვები სად ვნახო?

  • ლალი says:

    გენადი მალახოვის წიგნი შეიძლება გამოვიყენო?ხომარ არის აქ რამე ისეთი რაც ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ეწინააღმდეგება? მადლობა წინასწარ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი