მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.02.2015 5 კომენტარი | 3,824 ნახვა

სიონი “ამბიონის” მკითხველის კითხვებს პასუხობს სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი.

მკითხველის კითხვა:

მამაო, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რადგანაც სირცხვილის გამო ვერ ვუთხარი მოძღვარს ცოდვა და ვეზიარე ამ ცოდვის მოუნანიებლად. მე ის შეცდომაში შევიყვანე. ამის გამო დათრგუნული ვარ და ვეღარ მივდივარ ტაძარში. ასე მგონია, ვერც ცოდვას ვაღიარებ და ვერც ეკლესიაში წავალ.

პასუხი:

აუცილებლად უნდა მიხვიდე, შენდობა სთხოვო მოძღვარს და რა სასჯელსაც მოგცემს, მადლობით მიიღო. ასეთი რამ ხდება. ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც, მაგრამ განგებ ცოდვის დამალვა არ შეიძლება, ცოდვაა. გამოდის, რომ ცოდვას კიდევ ცოდვას ვუმატებთ.

მკითხველის კითხვა:

რა არის საჭირო ჭეშმარიტი ბედნიერებისათვის და როგორ მოვიპოვოთ იგი?

პასუხი:

გონიერება და სიბრძნეა ამისთვის საჭირო. სწავლა, მეტი მუშაობა საკუთარ თავზე. როცა ადამიანი მუშაობს, უფალიც მასთან არის და ეხმარება მას. შრომით დაფასდები. შენზეა დამოკიდებული ბედნიერების მოპოვება: იშრომე, იღვაწე, გქონდეს სიყვარული, იცხოვრე უფლის მცნებებით.

მკითხველის კითხვა:

ვარ მგალობელი გოგონა. თანდათან ვატყობდი საკუთარ თავს, რომ რწმენაში ვსუსტდებოდი. მრუშობის ცოდვამდე დავეცი. ამას თავს ვერ ვპატიობ. მოძღვართან ვცადე აღსარების ჩაბარება, მიმიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი, მაგრამ იმ დროს არ ეცალა აღსარებისთვის. ახლა სირცხვილით ვერ მივდივარ მასთან. ვიცი, რომ ჩემისთანა უღირსი პიროვნების მსახურებაზე გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენი ტაძრის მგალობლებს ძალიან მძიმე პერიოდი აქვთ და მათი მიტოვება არ შემიძლია. ვერც მოძღვარს ვეუბნები ვერაფერს და როგორ მოვიქცე, არ ვიცი.

პასუხი:

აუცილებლად მიდით მოძღვართან. არ შეიძლება ასე, ეს ამპარტავნებაში გადავარდნაა უკვე. აუხსენით ყველაფერი და ის დაგარიგებთ. მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს, თუ გულით მოინანიებ.

მკითხველის კითხვა:

თუ უფალს შვილს ევედრები იმ ადამიანისგან, რომელიც დაოჯახებულია და წლების განმავლობაში გიყვარდა, დებ აღთქმას, რომ მას უფლისათვის გაზრდი, მას მიუძღვნი, ეს ცოდვაა?

პასუხი:

ძალიან დიდი ცოდვაა.

მკითხველის კითხვა:

12 წელია გათხოვილი ვარ. მეუღლემ მითხრა, რომ გაშორებულია ყოფილ ცოლს. საერთო შვილი არ გვეყოლა. ახლახან გავიგე, რომ ჩვეულებრივად ცხოვრობს პირველ მეუღლესთან. იმ ქალმა დამირეკა და მითხრა. თვითონ ყველაფერს უარყოფს, თქვა, მოძღვართან ვიყავი, ეკლესიური ცხოვრება უნდა დავიწყო და ტყუილს როგორ ვიტყვიო, მაგრამ გუშინ ტელეფონში იმ ქალთან გაგზავნილი წერილები წავიკითხე, სადაც პატიებასა და შერიგებას სთხოვდა, მე ეკლესიურად ვცხოვრობ, მოძღვარიც მყავს, მაგრამ მასთან მერიდება ამის მოყოლა, თან ჩემთვისაც მეორე ქორწინებაა და ხალხის მრცხვენია. ვფიქრობდი, კიდევ ერთ შანსს მივცემ-მეთქი, მაგრამ რამდენჯერაც ვაპატიე, იგივე გაიმეორა. იქნებ თქვენ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი:

თუ ჯვრისწერით არის შექმნილი თქვენი ოჯახი, როგორმე უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა. უნდა მიხვიდეთ მოძღვართან, ის დაგარიგებთ. მრუშობა დიდი ცოდვაა, თუმცა რა გულისთქმები აქვს თქვენს მეუღლეს, უცნობია, ამიტომ მოძღვართან მისვლაა საჭირო.

მკითხველის კითხვა:

მაქვს შიშები, ფაქტობრივად, მმართავს შიში, რის გამოც არარეალურად ვფიქრობ და ვუშვებ შეცდომებს. სავალალო შედეგამდეც კი მივედი. როგორ გავუმკლავდე, არ ვიცი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ფსიქიკაში მოხდა რაღაც დარღვევა. მირჩიეთ რამე…

პასუხი:

როცა ბევრს ფიქრობს ადამიანი, ის აუცილებლად ფსიქიური დაავადებისკენ მიდის. შიშები გონების სიზარმაცით გაქვს, გონება თავისუფალია და ბოროტი იქ ადვილად აღწევს. ღვთისმშობლის ტროპარი იკითხე, იესოს ლოცვა იმეორე, უფლის მცნებებით დააკავე და არ დატოვო გონება თავისუფლად.

მკითხველის კითხვა:

დიდი ხანია რაღაც მაწუხებს და აღარ ვიცი, რა გავაკეთო. დაახლოებით ერთი წლის წინ ვუყურე გადაცემას და იმის მერე ძალიან ცუდად ვარ. თავიდან ბილწი ფიქრები მიჩნდებოდა, მერე კიდევ დამჩემდა საშინელი შიში. სულ მეშინია, რომ ეშმაკი ჩამისახლდება და ამის გამო ძალიან ცუდად ვარ. ეს მარტო ბებიასა და ჩემს მეგობარს ვუთხარი (მასაც დაახლოებით იგივე პრობლემა აქვს). გევედრებით, დამეხმარეთ…

პასუხი:

შიშები ურწმუნო ადამიანს ემართება. თუ რწმენა გაქვს, რატომ უნდა გეშინოდეს?! იესოს ლოცვები იმეორე და მოგეხსნება შიშები. მიდი მოძღვართან აუცილებლად.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • Tamuna says:

    Mixaria eseti saxit rom exmareba mamao adamianebs.didi madloba mas dailocos.

  • luka says:

    Gamarjobat me var luka mtanjavs dzalian diidi codva mrushoba ogond kactan da mainteresebs arsebobs ki am avadmyofobidan gamoxsnis gza ar minda vaketo vtiri xolme magram borotis azrebs ver vewinagmdegebi modzgvarma icis mmisi darigebebis shemdeg uket var magram saxlshi mivdivar tuara bilwi azrebi mawuxebs…..ra gavaketo mirchiet rame amden codvastan ertad ukve sasuwarkvetilebas miveci goneba mgoni…..meshinia asetad ar davrche….msiqoloqtan misvla coodvaa ?

    • სოფო says:

      ლუკა, ძალიან კარგია რომ ებრძვი მაგ ცოდვას. ბილწი აზრები როცა შემოგიტევს ლოცვა დაიწყე ან ფსალმუნები წაიკითხე, სახარების ისე ყველაზე მეტად ეშინია ბოროტს. აუცილებლად იბძოლე, არ დანებდე და უფალი შენს ღვაწლს რომ დაინახავს, აუცილებლად დაგეხმარება :) ფსიქოლოგთან მისვლას, ჯობია მოძღვარს მოუყვე დაწვრილებით შენი მდგომარეობის შესახებ. თუნდაც ისიც რომ ეგ აზრები გაწუხებს, აღსარება ასევე განაგდებს ბოროტს,ეგ აზრები მისგან მოდის. უფალი გფარავდეს. ის არავის ტოვებს უნუგეშოდ:)

  • Mariami says:

    Gamarjoba mamao gtxovt mipasuxot viyavi hatxovili 3 weli me da chemi yofili meugle 6 weli vxvdebidit ertmanets da shemdeg ojaxi shevkmenit 3 weli viyavit kode ertad da rodesac bavshvi shemezina 3 kviris iyo roca mitxra rom ar vuyvarvar da cavida saxlidan tan gavige rom sxva yavda da ar gasula 5 tve ukve colad moiyvana da shvilsac elodebian turme me ukve 7 tvea rac chems bavshvtan ertad damtova da marto vRdi arc naxulobs dazabulo urtiertoba ko gvaqvs chven ar viyVit oficialur qorwinebashi arc xeli gvkonda mowerili arc jvari ratomgac gadavdet anu mainteresebs chveni ojaxi ariyo ojaxi da aranairi faseulob ar qonda am yvelafers? Sasowarkvetashi var chavardnili 9 wliani urtierobis mere 3 kviris bavshvit darcheb dzn gichirda zlivs gadavitane ikneb mitxrat rame madloba

  • qeti says:

    Mamao damexmaret,sulierad ganadgurebulii var,7 tvea. Vitanjebi,gmetze,gvtismshobelze maqvs bilci azrebii,sakmarisia xats shevxedoo mashinvee sheuracmyobelii da bindzuri azrebii macuxebs,modzgvars vutxari daxdeba xolmeo,magram arc ziareba mshvelis eklesiashi uaresad vxdebi,demonebs vyavar shepyrobilii gamagebinet gtxovt aset dross shesadzlebeliaa tavis tagcevaa?ra gabaketoo,vgrdznobb rom codvashii var,psiqikurad vishlebii,meshinia mamao damexmaret jojoxetshii vimyopebii yvelaperma xalisi dakarga.damexmaret gtxovt

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი